იარაღის მოვლა(კონსერვაცია) სეზონის შემდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იარაღის მოვლა(კონსერვაცია) სეზონის შემდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სეზონის დახურვამდე 10 დღეღა რჩება, სეზონის ბოლოს ყველას იღბლიან ნადირობას გისურვებთ, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ როგორ შევინახოთ იარაღი სეზონიდან სეზონამდე, მომავალ სეზონზე რომ ისეთივე წარმატებით გვემსახუროს როგორც წელს
აბა გავახუროთ თემა, ვისაც რა გამოცდილება გაქვთ აქ დაყარეთ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ ამ ბოლო დროს ჩემი თოფიდან 2 კვირის განმავლობაში ვისროლე დაახლოებით 60 ტყვია "ოზკარა". ეს ტყვია კალიბრულია და უშუალო კონტაქტი აქვს ლულასთან, ამას დაემატა ტყვიის სირბილე და მივიღე საშინლად დასვრილი ლულები, ტყვია ისე მიელესა ზედ არც მეგონა ბოლომდე თუ შევძლებდი გასუფთავებას. ლატუნის ჯაგრისის ხელით ჩატარებამ საერთოდ ვერ გამოიღო შედეგი, ბალისტოლის უნივერსალური ზეთი ჩავასხი საკმაოდ ბევრი, მთელი ღამე დავტოვე და შემდეგ ვცადე გაწმენდა, მაგრამ ჩემი ფეხები. ტუტე ზეთი რამდენიმე მაღაზიაში ვიკითხე მაგრამ არ ქონდათ, ჰოდა გამახსენდა რამდენიმე ხნის წინ ნაყურები ვიდეო, ვიღაც რუსი მონადირე როგორ წმენდდა თავის თოფს, ჰოდაა ამ მეთოდით ისე გავაკრიალე ლულები მეტი რომ არ შეიძლება.
მეთოდი კი აი რაში მდგომარეობს: ჩემი შომპოლი სამ ნაწილად იშლება, გადავაბი მხოლოდ ორი ნაწილი, თავზე დავამაგრე ლატუნის ჯაგრისი, შომპოლის ბოლო ჩავამაგრე შურუპების ელექტრო მოსაჭერში (Шурупаверт), რა თქმა უნდა შეიძლება ელექტრო დრელის გამოყენებაც, ჰოდა მბრუნავი ჯაგრისი ჯერ ლულის ერთი მხრიდან, ხოლო მერე მეორე მხრიდან გულდასმით ჩავატარე. ანუ ჯაგრისი დრელის საშუალებით სწრაფად ტრიალებს ჩვენ კიდევ ზემოდან ქვემოთ და პირიქით ვამოძრავებთ. დამიჯერეთ ამ მეთოდით ნებისმიერ ტყვიის ნაგლესს ადვილად გაუმკლავდებით. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2025 - 10:20 |