ჭიაური... სეზონის დახურვა 2015.02.22. - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ჭიაური... სეზონის დახურვა 2015.02.22.
MORGAN
პოსტი Feb 24 2015, 23:39
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



ხოო და სალამი კიდევ )
აღმოჩნდა რომ მე მომიწია ამ თემის გახსნა... როგორც ახალბედა, ვეცდები კორექტულად და მიზანშეწონილად გამოვთქვა ჩემი აზრი გასულ კვირასთან დაკავშირებით...

ყველაფერი დაიწყო ჩემს მიერ სურვილის გამოთქმით კლუბში გაწევრიანებისა... (მადლობა რეკომენდატორებს newsmile05.gif ) რის შემდეგაც მოვხვდი კლუბის წევრთა რიგებში... და მოვხდი შესაბამისად ორგანიზებულ ნადირობაზე...


სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან სულ სხვანაირად წარმომედგინა ეს ყველაფერი.. ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.. მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ყველაფერი "ისე" არ მოხდა, როგორც უნდა ყოფილიყო..

მოკლედ დიდი შემართებით წამოვედი.. მართალია დილეტანტი ვარ, მაგრამ პირველი სარეკი რომ დაიწყო, მივხდი რომ "ქაქი იხარშებოდა".. პირველად ვიყავი ეგეთ ნადირობაზე, თუმცა ბევრი მაქვს წაკითხული და ცოტა რამ კი არ გამეგება, როგორც აღმოჩნდა...

მოკლედ არ ვიცი ვის როგორ ურთიერთობა აქვს იქაურობის ბატონ-პატრონებთან, მაგრამ ფაქტია რომ მარეკებიდან ზოგი კეთილსინდისიერად ეკიდებოდა საქმეს, ზოგიც კი ახალტურებდა.. ნუ ეს ალბათ იმათი "შიდა სამზარეულოა"...

ნუ დალევას რაც შეეხება, ხდება ხოლმე newsmile045.gif

ჩემი აზრი გასულ კვირაზე კი ასეთია:
რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიცანი ძალიან კარგი ხალხი... იყო სიტუაცია როდესაც შეიყარა ერთი ჭკუის ხალხი )

მე, ბევრისგან განსხვავებით, გამიმართლა რომ ტურა დავინახე, რომელსაც ზახარამ ესროლა და მერე სავარაუდოდ ახალციხელმა მოკლა )
(ნუ ჩემი აზრი ასეთი იყო იმ ტურასთან დაკავშირებით newsmile05.gif )

ეხლა კი ცოტა ფოტოები ) და დეტალები:
ივერიასთან შევიკრიბეთ და დავიძარით ჭიაურისკენ, ადგილზე 8 საათზე უნდა ვყოფილიყავით.

ხოდა ჩავედით კიდეც. ცეცხლიც გაჩაღდა, ცოტა წავიხემსეთ და წავიპაპარაცეთ. თან ძველი და ახალი მოვიკითხეთ








































































how to screenshot on windows






























აქ მერე ვიღაცა კაცი გამოვიდა და ყვარყვარე თუთაბერივით იქნევდა დირიჟორის ჯოხს D.gif
































Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ახალციხელი
პოსტი Feb 25 2015, 13:41
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგიყვებით მეც ჩემი თვალით დანახულ 22 თებერვალს. D.gif
შევიკრიბეთ გამთენიისას, მივესალმეთ, მოვიკითხეტ ერთმანეთი, ჩავლაგდით მანქანებში და წავედით. დანიშნულების ადგილზე კარგ დროს ჩავედით, დავიწყეთ მომზადება, წავისაუზმეთ უსაფრთხოების წესები გაგვაცნო პრეზიდენტმა, ხელიც მოვაწერეთ და გავეშურეთ ნომრებში.
პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან სარეკში "გაგვანაწილეს" ნომრებში და დაიწყო ლოდინი.
მარეკიც დაიძრა თავისი სროლებით და ყვირილით, ათიოდე წუთში ბუჩქებში მოძრაობა შევნიშნე, დავიძაბე მეთქი მოიდა ტურიკო, მარა რათ გინდა მარეკის ძაღლი გამოძვრა ბუჩქებიდან newsmile05.gif ორიოდე წუთში გაკვირვებული ჭალიმგელაც გამოჩნდა (სარეკში იყო) აქ რა გინდათო. ჭალიმგელას გავლის შემდეგ იქაური მარეკიც, ერთი შავი კაცი მოვიდა, ნომრებიდან არ მოიხსნათ სანამ უკან არ ჩამოგივლითო დაგვიბარა და წავიდა. დაახლოებით 20 წუთი ვიდექი თან მიკვირდა მარეკმა ჩაიარა და აქ რაღას ვაკეთებ თქო, მერე კარგი ხე შევარჩიე, კუნძი დავიდგი, ხეს მივეყუდე და ...... 2-3 საათის ლოდინის შემდეგ ის შავი კაციც აღარ გამოჩნდა, ჩემს ზემოთ ნომრებშიც დაიღალნენ ჩემსავით (საკმაოდ ახლოს ვიდექით ერთმანეთთან), ჰოდა გადავწყვიტეთ მანქანებთან ჩავსულიყავით (კიდევ კარგი თორე იმ შავი კაცის დაბრუნებას რო დავლოდებოდით ეხლაც იქ ვიქნებოდით newsmile05.gif ). მანქანებთან აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს გარდა (5-6 კაცი ვიყავით), ბიჭების დიდი ნაწილი მანქანებთან იყო და უკვე კარგა ხანი გველოდებოდა, ნაწილი ისევ ტყეში იყო, მარეკები კიდე სადღაც სულ სხვაგან აკეთებდნენ სარეკს ashh.gif

ცოტა ნერვიულობის და მომხდარის განხილვის შემდეგ, უკვე შუადღით, როცა ყველანი მოვგროვდით, გადავწყვიტეთ კიდევ ერთი სარეკის გაკეთება. გავნაწილდით ნომრებში. მე, ბლექი, გენერალი და ერთიც იქაური მონადირე ზურგს ვამაგრებდით ანუ ძირითადი ნომრებიდან თუ გამოიპარებოდა რამე ჩვენთან უნდა გამოსულიყო, ჰოოდა ახმაურდნენ ისევ მარეკები, ნომრებშიც ისროლეს და ისევ ფაჩუნი ბუჩქებში, დავაკვირდი ამჯერად ტურაა, მაგრამ ბუჩქებს მოეფარა და როცა ისევ გამოჩნდა ზუსტად ჩემსა და გენერალის ნომრებს შორის იყო ჩემგან 30-იოდე მეტრში. სროლით ვერ ვესროდი, გენერალს ვერ ვხედავდი სად იდგა და რისკი იყო. გავშეშდი ერთ ადგილას და ტურამაც გენერალი შენიშნა თუ რა იყო დაადო თავი და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა, ათიოდე მეტრიდან შიც ცხვირ-პირში მოხვდა 4/0 და თქვენ წარმოიდგინეთ როგორ გამიკვირდა, როცა წელათრეულმა გვერდზე ჩამიარა და მაინც განაგრძო მოძრაობა, ჰოდა მიყვა მეორე ტყვიაც და კი იკადრა ბოლოს და ბოლოს წაქცევა, როგორც მერე გაირკვა იგივე ტურა (დიდი ალბათობით) ჩემამდე ზახარამ მოკლა ანუ ესროლა, ტურა აყირავდა და იქვე დავარდა თუმცა ეტყობა ორი სიცოცხლე ქონდა, გაცოცხლდა, გაიქცა და მეორეთ მოკვდა. ყოჩაღი ტურა იყო, ყველას არ შეუძლია 1 საათში ორჯერ სიკვდილი, ვოტ. D.gif

მართალია მეტ ნანადირევს ველოდებოდით, მაგრამ მთლად ხელცარიელებიც არ დავრჩით 4 თუ 5 ტურა და ერთიც მელაკუდა მოაკლდა დედა ბუნებას.

მერე კი დაიწყო დიდებული ნადიმი, ღვინო დიდებული, საზოგადოება გამორჩეული, თამადა არნახული ......... დავლოცეთ კლუბის ახალი წევრები, ძველებიც და ყველა და ყველაფერი ვისაც ეკუთვნოდა newsmile05.gif კარგადაც დავთვერით. ბიჭების ნაწილი, ვისაც ეჩქარებოდა სამწუხაროდ მალევე წამოვიდნენ ნაწილი კი გვიანობამდე შემოვრჩით, დოლი რომ ვერ მოიძიეს გენერალმა და ლეკმა ორი ქვაბი გამოართვეს იქაურებს და წავიდა დაკვრა და ცეკვა სიმღერა, მოკლედ დიდებული დრო ვატარეთ.
სულ ეს იყო რაც მახსოვს და ზოგიც ალბათ სხვებს ემახსოვრებათ lotebo.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Ellimyst   ჭიაური... სეზონის დახურვა 2015.02.22.   Feb 24 2015, 23:39
- - Davitus   შენ გეტყობა დადიოდ...   Feb 25 2015, 02:19
- - ნუკრიMax   Davitus აი აქ მოხდა ი...   Feb 25 2015, 07:30
- - ჭალიმგელა   ცოტაც მწვადის შეწვ...   Feb 25 2015, 09:03
- - ჭალიმგელა   და წავიდა ნადიმი ...   Feb 25 2015, 09:19
- - kajuberi   Ellimyst კარგიაა, კი არა ...   Feb 25 2015, 09:54
- - საბო   მაგარი დღე და მურა...   Feb 25 2015, 10:19
- - maxo_987   მართლაც რომ მშვენი...   Feb 25 2015, 12:45
- - achiko-l   upload gambar ესეც ღორის ...   Feb 25 2015, 12:59
- - ახალციხელი   მოგიყვებით მეც ჩემ...   Feb 25 2015, 13:41
- - პაატა.   კაი დრო გიტარებიათ...   Feb 25 2015, 20:02
- - ჭალიმგელა   სურათები აღარ არის...   Feb 25 2015, 20:03
- - Ellimyst   მე მაქვს Nikon-ით გადა...   Feb 25 2015, 20:42
- - ჩავლე   ვიდეო სადაა ვიდეო? ...   Feb 25 2015, 20:47
- - nik@a   მაგრები ხართ, მინდ...   Feb 25 2015, 21:00
- - OQRO444   კარგი სეზონის დახუ...   Feb 25 2015, 21:07
- - ალთაზარ   achiko-l მე მიქენი აგი ? :(...   Feb 25 2015, 21:22
|- - achiko-l   ციტატა(ალთაზარ @ Fe...   Feb 26 2015, 09:22
- - kardinal84   მაგარი დრო გიტარებ...   Feb 25 2015, 21:50
- - ლეონ-ბლექი   მშვენიერი დახურვა ...   Feb 25 2015, 23:36
- - jola   რანდა ვთქვა ტურებ...   Feb 25 2015, 23:45
- - feroni   კარგი იყო ნამდვილა...   Feb 26 2015, 00:20
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(jola @ 26th February 2015 ...   Feb 26 2015, 01:02
- - kajuberi   ვიდეოებს ხომ იღებდ...   Feb 26 2015, 09:06
- - ნუკრიMax   მართლა კარგი დღე ი...   Feb 26 2015, 09:20
- - ლეონ-ბლექი   ნუკრიMax ლაიქ.   Feb 27 2015, 02:10
- - HUNTER FREDY   ნუკრიMax ოქროს სიტყ...   Feb 27 2015, 08:21
- - ჭალიმგელა   ეს ნუკრა დღითიდღე ...   Feb 27 2015, 21:15
- - ნუკრიMax   ბიჯო, პიანნი მასტე...   Feb 28 2015, 06:01
- - კალვერა   RE: ჭიაური... სეზონის დახურვა 2015.02.22.   Feb 28 2015, 07:25
- - ნოსო   ხო   Feb 28 2015, 12:56
- - T A M P L I E R   Xო და ხბო შენ მეგრულ...   Feb 28 2015, 17:28
- - megreli   რაღა დავამატო და ყ...   Mar 4 2015, 02:37
- - ჩელე   მშვენიალური რეპორ...   Mar 4 2015, 14:53
- - ნუკრიMax   ჩელე ისე რო გნახო, ...   Mar 4 2015, 15:37


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd August 2025 - 17:36