შეჯიბრი შაშხანით სროლაში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

შეჯიბრი შაშხანით სროლაში
minchanin
პოსტი Feb 9 2015, 10:58
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეგობრებო, ახლა გადავათვალიერე თემები, და ვერ ვნახდე ვერაფერი შეჯიბრის (ჩემპიონატის) შესახებ შაშხანის (ხრახნ ლულიანი იარაღის) სროლაში. შეიძლება ცუდად დავძებნე. მაშინ მომიტევეთ.
და თუ ასეთი რამ არ არის, მაქვს წინადადება - ჩავატაროთ შეჯიბრი, ანუ ჩემპიონატი ხრახნ ლულიანი იარაღიდან სროლაში. ალბათ არსებობს გარკვეული წესები ასეთი შეჯიბრისა. ამაში ჩემზე მეტად საქმეში ჩახედულები ილაპარაკებენ.
საიდან მომივიდა ეს იდეა? "თეფშების მსხ**ევაში" ბევრი შეჯიბრი ტარდება ხოლმე. ასევე აირგანელებს, როგორც ვიცი აქვთ ტრადიცია პნევმატური იარაღით შეჯინრისა. და ხრახნლულიანებმა რა დავაშავეთ?
ამ იდეის გამყარებაში დამეხმარა ჩემი საქმიანობის ერთ ერთი მიმართულება - შაშხანებზე ოპტიკური სამიზნეების გასწორება მისროლით. ვიფიქრე - მე თუ ვისვრი ამ ადგილზე სხვამაც ხომ შეიძლება გაისლოს?
რაც შეეხება ადგილს - მდინარე ყვირილის ნაპირზე, ზესტაფონში, ხოხოულაში (სოფ. სვირის ახლობლად), არის საკმაოდ უკაცრიელი სწორი ადგილი (გაზაფხულიდან შემოდგომამდე იყენებენ საძოვრად). საავტომობილო გზაც მიდის. შარშან იმ ადგილებში ჩატარდა (და ადრეც თურმე ტარდებოდა) შეჯიბრი სპორტინგში. ბაზიერელებიც -გიოხანტი1982 და კლიმანჭურიც- იყვნენ შარშან.
სასროლი დისტანცია უპრობლემოდ 250 მეტრია. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება 300 მეტრიანი დისტანციის გამოძებნაც. მაგრამ ვფიქრობ 250 მეტრიც საკმარისია.
ადგილობრივ მთავრობასთან მე შევეცდები მოვაგვარო საკითხი.
დანარჩენი კი... ვილაპარაკოდ, წესებზე, ვარჯიშებზე, ორგანიზაციულ საკითხებზე და ა. ში.
ვფიქრობ აპრილისთვის ყველაზე მისაღები იქნება.
ერთი სიტყვით ვიმსჯელოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
OQRO444
პოსტი Mar 10 2015, 12:27
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 805
რეგისტრ.: 23-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კიდევ დავამატებ რომ შეჯიბრი ჩატრდა ლისზე...... 400, 440,560 და 600 მეტრ დისტანციაზე.....

ესეც "ჩუბინის" შესაბამისი მოთხოვნები და პირობებიიიიიი ...........

ყურადღება!
საქართველოს პირველი ღია შეჯიბრი შაშხანიდან ტყვიის სროლაში მოყვარულთა შორის
შეჯიბრის ჩატარების დრო და ადგილი:

შეჯიბრის მიზნები და ამოცანები:
შეჯიბრის მიზნები და ამოცანებია, სპორტის ამ სახეობის დანერგვა, შემდგომში განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია მოსახლეობის ფართო ფენებში, მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება. ახალგაზრდა თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების მაგალითის ჩვენება.
შეჯიბრში მონაწილეობა:
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომელსაც შეუსრულდა სრულწლოვანი ასაკი, აქვს შესაბამისად რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები (რომელიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით) და დაიცავს ამ დებულებით დადგენილ პირობებს
ტურნირის ორგანიზატორები:
ტურნირს ორგანიზებას უწევს მონადირეთა და სპორტული სროლის მოყვარულთა კლუბი „ჩუბინი“
შეჯიბრის პროგრამა:
1. შეჯიბრის ჩატარების დრო: 2015 წლის 28 თებერვალი
2. მონაწილეთა რეგისტრაცია: რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 15 თებერვლის 11:00 სთ- დან, 2015 წლის 27 თებერვლის 19:00 სთ მდე.
3. შეჯიბრის გახსნა: 2015 წლის 28 თებერვალი 09:00 სთ დან 09:15 სთ მდე
4. კენჭისყრა: 2015 წლის 28 თებერვალი 09:15 სთ დან 09:45 სთ მდე
5. შეჯიბრის დაწყება: 2015 წლის 28 თებერვლის 10: სთ დან
6. პირველი შესარჩევი (საკვალიფიკაციო) ეტაპი:
პირველი ჯგუფი: (შაშხანები მცირე კალიბრის, 22 მაგნუმის ჩათვლით),
25 მეტრის მანძილზე 5 გასროლა, დრო: მონაწილეთა რიგითობის გამოცხადებიდან 20 წუთი ბოლო გასროლის ჩათვლით, მომზადებიანად.
მეორე ჯგუფი: (შაშხანები 22 მაგნუმიდან (22 მაგნუმის გარდა) ზევით, შეუზღუდავად) 300 მეტრის მანძილზე 5 გასროლა, დრო: მონაწილეთა რიგითობის გამოცხადებიდან 20 წუთი ბოლო გასროლის ჩათვლით, მომზადებიანად
7. საშეჯიბრო ეტაპი: შეჯიბრის დასკვნით ეტაპში მონაწილეობას იღებს პირველი და მეორე ჯგუფის მსროლელების ის ერთი მესამედი, რომელთაც საკვალიფიკაციო ეტაპზე დააგროვეს საუკეთესო ქულათა ჯამი.
შეჯიბრის წესები:
შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი პირველი ჯგუფისთვის:
შეჯიბრი გაიმართება 50 მეტრის მანძილიდან 100 მეტრის მანძილის ჩათვლით ოთხ დისტანციაზე, თითოეულ მანძილზე 5 გასროლა, სულ 20 გასროლა. გამოყოფილი დრო გამოცხადებიანად მე 20 გასროლამდე, მომზადებიანად 40 წუთი.
შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი მეორე ჯგუფისთვის:
შეჯიბრი გაიმართება 400 მეტრის მანძილიდან 600 მეტრის მანძილის ჩათვლით ოთხ დისტანციაზე, თითოეულ მანძილზე 5 გასროლა, სულ 20 გასროლა. გამოყოფილი დრო გამოცხადებიანად მე 20 გასროლამდე, მომზადებიანად 40 წუთი.
მონაწილეთა რეგისტრაცია:
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გამოცხადდნენ 2015 წლის 15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით , ყოველდღიურად 11:00 სთ დან 19:00 სთ მდე, შემდეგ მისამართზე: ალ.ყაზბეგის გამ. 25 ა (ახალი ნათების გვერდით) მონადირის მაღაზია ,,დენთში,, და გაიარონ რეგისტრაცია. მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და იარაღის სარეგისტრაციო საბუთი. მონაწილე ვალდებულია შეჯიბრის დაწყებამდე გაეცნოს მოქმედ უსაფრთხოების წესებს და ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა. აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაშიმსაჯთა კოლეგია ან და ორგანიზატორის წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან მოხსნან აღნიშნული პირი შეჯიბრიდან, შესატანი თანხის დაბრუნების გარეშე. კლუბის წევრებისათვის შეჯიბრში მონაწილეობა უფასოა.
შეჯიბრის ჩატარების პირობები:
შეჯიბრში მონაწილე ვალდებულია გადაიხადოს მონაწილეობის საფასური 50 ლარის ოდენობით და მას გადაეცემა სარეგისტრაციო მოწმობა.
დამატებითი პირობები:
შაშხანების დიფერენციაცია ამ ეტაპზე არ მოხდება ორ ჯგუფზე მეტად, მონაწილეთა მცირერიცხოვნობის გამო
ქულების დათვლა და დაანგარიშება მოხდება თითოეულ მანძილზე, მანძილის შესაბამის კოეფიციენტის გათვალისწინებით (50 მეტრზე სროლის შედეგად მიღწეული ქულათა ჯამი გამრავლდება 0,5 ზე, 440 მეტრზე 4,4 ზე, 470 მეტრზე 4,7 ზე)
შეჯიბრის ქულებს არ ემატება საკვალიფიკაციო სროლის შედეგები.
თითოეული სროლის დისტანცია შერჩეული იქნება კენჭისყრით
მონაწილე ვალდებულია თან იქონიოს დამცავი სათვალე, ყურდამცავი მოწყობილობა და შესაბამისიკალიბრის სათანადო რაოდენობის ვაზნა.
მონაწილეს უფლება აქვს თან იქონიოს სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყო (მანძილის, ქარის, კუთხის საზომი, დურბინდი, ბალისტიკური ცხრილი ან და გამომთვლელი)
მონაწილეებს სროლა შეუძლიათ ყველა პოზიციაში: მდგარი, დამჯდარი, დაწოლილი, მაგიდების, დასყრდნობის და დასაწოლი მოწყობილებების გამოყენებით.
მონაწილეებს უსაფრთხოების მიზნით ეკრძალებათ უშუალოდ შეჯიბრის დაწყებამდე შაშხანების შალითებიდან ამოღება და მჭიდებსა თუ სავაზნეებში ვაზნების ჩაწყობა.
კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლული თუ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირების შეჯიბრძე დაშვება.
გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოვება:
გამარჯვებულები გამოვლინდება და დაჯილდოვდება ორივე ჯგუფში.
პირველი, მეორე და მესამე ადგილი. ქულების დატვლა მოხდება ზემოთ აღწერილი წესით.
გამაჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო სიგელები, მედლები და თასები. (თასები გადაეცემათ პირველი ადგილის მფლობელებს შესაბამისი წარწერით, ასევე სამახსოვრო წარწერით იქნება მედლებიც)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- minchanin   შეჯიბრი შაშხანით სროლაში   Feb 9 2015, 10:58
- - assassin29   minchanin დასაწყისისთვი...   Feb 9 2015, 12:38
- - minchanin   ციტატა(levani mgebrishvili @ 9th ...   Feb 9 2015, 13:49
- - ლეონ-ბლექი   ძალიან მეეჭვება..ა...   Feb 9 2015, 15:25
- - ჭალიმგელა   minchanin ყოველ შემთხვე...   Feb 9 2015, 19:46
- - კალვერა   ციტატა(levani @ 9th February 2015...   Feb 9 2015, 20:09
- - minchanin   ციტატა(Chalimgela @ 9th February ...   Feb 9 2015, 20:46
- - assassin29   22 დან შეძლება 50 100 150 მ...   Feb 9 2015, 21:10
- - კალვერა   ციტატა(levani mgebrishvili @ 9th ...   Feb 9 2015, 21:53
- - assassin29   ციტატა(irakli kvachadze @ 9th Feb...   Feb 9 2015, 22:41
- - კალვერა   ციტატა(levani mgebrishvili @ 9th ...   Feb 10 2015, 00:56
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(irakli kvachadze @ 9th Feb...   Feb 10 2015, 01:04
- - jaba_gugesha   ჩემი აზრით, პოლიგო...   Feb 10 2015, 11:16
- - assassin29   ციტატა(irakli kvachadze @ 10th Fe...   Feb 10 2015, 15:41
- - assassin29   ეს ბოლო მაგარია სტ...   Feb 10 2015, 15:47
- - jola   მეორე ვიდეოში მეორ...   Feb 10 2015, 18:57
- - minchanin   assassin29 კარგი ინფორმა...   Feb 10 2015, 19:43
- - jola   minchanin ანუ თბილისიდა...   Feb 10 2015, 19:46
- - minchanin   ციტატა(jola @ 10th February 2015 ...   Feb 10 2015, 20:44
- - ნუკრიMax   იდეა კი მომეწონა, მ...   Feb 10 2015, 21:02
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(jola @ 10th February 2015 ...   Feb 10 2015, 21:05
- - T A M P L I E R   ხო კაი რაიყოთ რა გე...   Feb 11 2015, 09:46
- - jola   ჩავეწეროთ მაშინ , მ...   Feb 11 2015, 10:28
- - თემო.   ვა, სასიამოვნო სია...   Feb 11 2015, 11:23
- - Guga   სიამოვნებით წამოვ...   Feb 11 2015, 11:52
- - minchanin   სულ სამი კაცი ვართ ...   Feb 12 2015, 22:19
- - T A M P L I E R   ბათუმში ხომ არ აჯო...   Feb 13 2015, 00:26
- - ზახარა   ციტატა(nika @ 13th February 2015 ...   Feb 13 2015, 13:52
- - minchanin   კიდევ ერთი პოტენცი...   Feb 13 2015, 19:53
- - minchanin   ციტატა(temoo90 @ 11th February 20...   Feb 13 2015, 19:59
- - okela84   რა ცოტა მსურველია ...   Feb 21 2015, 14:31
- - PREDATOR   ახალი შეჯიბრი შეჯ...   Mar 9 2015, 13:47
- - assassin29   PREDATOR პირველი ჩატარდ...   Mar 9 2015, 15:28
- - assassin29   კიდევ აპირებენ ბიჭ...   Mar 10 2015, 09:37
|- - OQRO444   ციტატა(assassin29 @ Mar 10 2015, ...   Mar 10 2015, 12:15
- - jaba_gugesha   სად ტარდება?   Mar 10 2015, 10:57
- - OQRO444   კიდევ დავამატებ რო...   Mar 10 2015, 12:27
- - assassin29   OQRO444 ძალიან კარგია რ...   Mar 10 2015, 12:28
- - OQRO444   ესეც გამარჯვებული ...   Mar 10 2015, 12:34
- - jaba_gugesha   ღია სამიზნით სროლა...   Mar 10 2015, 14:59
- - assassin29   OQRO444 ვნახე ლინკი სერ...   Mar 10 2015, 15:24
- - უიარაღო   assassin29 თარაზოს ჰგავს.   Mar 10 2015, 16:17
- - თემო.   ეს გახლავთ დახრის ...   Mar 10 2015, 16:38
- - assassin29   უიარაღო არა მგონი...   Mar 10 2015, 16:40
- - თემო.   მარტივი ხელსაწყოა,...   Mar 10 2015, 16:45
- - assassin29   თემო. თენქიუ   Mar 10 2015, 16:49
- - თემო.   ამ ხელსაწყოს ხშირა...   Mar 10 2015, 16:51
- - OQRO444   assassin29 ........ კი მეგობარ...   Mar 10 2015, 22:20
- - უიარაღო   თარაზო გამოდის მაი...   Mar 11 2015, 09:32
- - okela84   guns.ge-ზე რატომ არის რე...   Mar 12 2015, 01:10
|- - OQRO444   ციტატა(okela84 @ Mar 12 2015, 02...   Mar 12 2015, 20:20
- - assassin29   okela84 ნებისმიერი მოკ...   Mar 12 2015, 11:48
- - okela84   assassin29 რაღაც თემა აქვ...   Mar 12 2015, 19:03
- - assassin29   okela84 დაანონსდება შე...   Mar 12 2015, 19:33
- - okela84   assassin29 ეგ ყველაფერი gun...   Mar 12 2015, 20:56
- - assassin29   okela84 ალბათ. რაც მეტს ...   Mar 12 2015, 20:59
- - უიარაღო   არარეგისტრირებულ ...   Mar 13 2015, 10:09
- - okela84   PREDATOR ციტატა(PREDATOR @ 9th M...   Mar 14 2015, 11:08
- - PREDATOR   ციტატა(okela84 @ Mar 14 2015, 12...   Mar 14 2015, 13:57


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2025 - 05:33