minchanin-ის სახელოსნოში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

minchanin-ის სახელოსნოში
minchanin
პოსტი Sep 30 2012, 12:32
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(minchanin @ Jun 23 2012, 11:40 AM) *
როგოც იქნა მოვათავე ჩემი სახელოსნოს გაწყობა. მართალია გზა და გზა კიდევ ბევრი ხელსაწყოებისა და დანადგარების დამატება დაჭირდება, მაგრამ ჩემი საქმიანობის დასაწყებად ესეც საკმარისია.






სამუშაო მაგიდა და საფრეზი ჩარხი


სალესი, სახარატო და საბურღი ჩარხები


შესადუღი MIG/MAG-ი აპარატი (კემპი)


ჟანგბადისა და პროპანის ნაერთით შესადუღი აპარატი


სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (1)


სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (2)


სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (3)


სარემონტო ორმო მოწყობილია ე.წ. ''რაზვალ-სხაჟდენიის'' გასასწორებლად. დანადგარი СКО-1М (ბელორუსია)


სარემონტო ორმოში მარჯვენა ჩასასვლელი


სარემონტო ორმო გახსნილ მდგომარეობაში.

სარემონტო იძლევა საშუალებას დავიწყო ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება და არამარტო გაზის ზამბარების, არამედ სხვაგვარი სამუშაოების განხორციელებაც.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
minchanin
პოსტი Apr 21 2015, 17:47
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ორიოდე დღის წინ დავამთავრე მუშაობა გადამშვები ხ**ელის მოცულობის გავლენაზე ტყვიის სიჩქარესთან მიმართებაში. ანუ, გადავაკეთე ჩემი ჰატსან 105 (ძველი მოდელი) ახალი მოდელის მსგავს კონსრუკციად. ანუ, მოვაცილე კლიპი, და გავუკეთე "ზატვორი", რომლითაც ლულა მივუახლოვე

კომპრესორის ფსკერს 10 მილიმეტრამდე. ადრე იყო 45 მილიმეტრი. როგორც ადრე დავწერე, ჯერ კიდევ მინსკში ვცადე მიმეღწია 300 მეტრ წამში სიჩქარისთვის. რა არ ვცადე. რა ტიპის ზამბარები არ გამოვიყენე. მაგრამ... 11 ჯოულს ვერ ავაცილე მისი ენერგია. მიკვირდა, მისი კომპრესორის

მოცულობა ანალოგიური იყო სხვა გავრცელებული მოდელების მოცულობისა - 57 კუბ. სმ. მერე კი, გადამშვები ხ**ელის დიამეტრის შემცირების საშუალებით მიღწეულ ტყვიის სიჩქარის გადიდების მიზეზზე ფიქრმა მიმიყვანა იმ იდეემდე, რომ სრულიად შესაძლებელია ტყვიის სიჩქარის ზრდა

"მკვდარი მოცულობის" შემცირებამ გამოიწვიოს. რადგან, ცნობილია, რომ ტყვია ჯერ კიდევ ლულაშია, როცა დგუში ამთავრებს სვლას, და, ეტაკება კედელს. ე. ი. გამოდის, რომ კომპრესპრესორში არსებული ჰაერის მთელი მოცულობა გადადის ლულის იმ მოცულობაში, რომელიც ტყვიის ადგილ

მდებარეობით განისაზღვრება. რა თქმა უნდა დგუში უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ტყვია გადაადგილდება ლულაში. ახლა გავიხსენოთ, რომ რედუქტორიან პცპ სისტემაში (მხედველობაში მაქვს გავრცელებული მოდელები) რედუქტორის შემდეგ წნევა დაახლოებით 100 ატმოსფეროს შეადგენს. და ამ

დროს ტყვიის სიცქარე დაახლოებით 250 მეტრ. წამს შეადგენს (0,69 გრამიანი ტყვიებისთვის). გამოდის, რომ, თუ გვინდა ლულაში 100 ატმოსფეროს მიღება საჭიროა 57 კუბ. სანტიმეტრი მოთავსდეს ლულის იმ ნაწილში, რომელიც ტყვიის მდებარეობით განისაზრვრება. ანუ თუ

გადავიანგარიშებთ 57 კუბ. სანტიმეტრის 100-ჯერ შემცირებას, გამოვა, რომ ტყვია დაახლოებით 3,3 სანტიმეტრზე უნდა იყოს კომპრესორის ფსკერიდან მაშინ, როცა დგუშმა სვლა უკვე დაამთავრა (ვთვლით, რომ გადამშვები ხ**ელის დიამეტრიც 4,5 მმ-ია). და, თუ ამას გავითვალისწინებთ,

გამოდის, რომ ჩემს ჰატსან-105 -ში ტყვია, მაშინაც კი, თუ ის ადგილიდან არ დაიძვრება მანამ, სანამ დგუში არ დაეტაკება კედელს, მისი მდებარეობა უკვე 1,5 -ჯერ მეტია ზემოთ ხსენებულ, უკვე დაძრულ, და აჩქარება მიღებულ ტყვიასთან. რაც თავის მხრივ გამოიწვევს ნაკლები წნევის მიღებას

ლულაში, და რა ქმა უნდა ნაკლებ აჩქარებას. ამიტომ ჩავთვალე, რომ მკვდარი მოცულობის შემცირებამ უნდა გამოიწვიოს ტყვიის სიცქარის გადიდება. და, არ გამოვრიცხავ მსგავსი მოდელების კონსტრუკციის შეცვლა მწარმოებლის მიერ სწორედ ამიტომ მოხდა. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ

გარემოებას, რომ ჰატსანის მოდელები 70, 80, 85, 90 და სხვა, კომპრესორის მოცულობით 57 კუბ. სმ., და გადამშვები ხ**ელის სიგრძით 15 მმ. თავისუფლად ანვითარებს 300 მეტრ. წამ სიჩქარეს.
დავუბრუნდები ჩემს "ჰიპერბოლოიდს".

მე მივუახლოვე ლულა კომპრესორის ფსკერს 10 მილიმეტრამდე. და ჩემი ძველი ჰაერის ზამბარით, რომლიც ჯერ კიდევ მინსკში მეყენა მაგ თოფში, მივიღე 265 მეტრ. წამი სიჩქარე 0,69 გრამიანი ტყვიებით. ეს დაახლოებით 24 ჯოულია. მაშინ, როცა ძველი კონსტრუკციით 11 ჯოულს ვერ ავაცილე.
ვფიქრობ გასაგებად დავწერე ის ძირითადი, რისი თქმაც მინდოდა.

უპირველეს ყოვლისა ჩემს ნამუსევარს აქვს შემეცნებითი ხასიათი. თუმცა, მისი პრაქტიკაში გამოყენებაც შესაძლებელია.

გამეკეთებინა სხვა და სხვა ვარიანტები ლულის კომპრესორთან მიახლოებისა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამისათვის გაცილებით ბევრი დრო იქნებოდა საჭირო, ვიდრე 3 დღისა, რაც მე ამ ტესტს მოვახმარე. ამდენი დრო სამწუხაროდ არ გამაჩნდა. და ამიტომ გადავწყვიტე მაშინვე ბოლო ვარიანტისთვის მიმემართა.

სურათებს მოგვიანებით დავდებ.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია minchanin: Apr 21 2015, 17:49
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- minchanin   minchanin-ის სახელოსნოში   Sep 30 2012, 12:32
- - minchanin   ნელნელა ვიწყებ ძვე...   Sep 30 2012, 15:09
- - minchanin   კიდევ ერთი დამატებ...   Sep 30 2012, 15:17
- - ჩელე   minchanin კეთილი იყოს თქ...   Sep 30 2012, 17:39
- - minchanin   ჩელე, მეც ვიმედოვნ...   Sep 30 2012, 17:52
- - LeoTaso   მაყუჩებს (გლუშიტელ...   Sep 30 2012, 18:50
- - minchanin   LeoTaso არა, ჯერ-ჯერობით...   Oct 1 2012, 09:23
- - minchanin   გამარჯობათ. მოვახდ...   Jul 1 2013, 21:17
- - HUNTER FREDY   minchanin "ზავიხრენ...   Jul 1 2013, 21:28
- - minchanin   ციტატა(irakli fofxadze @ 1st July...   Jul 2 2013, 21:56
- - HUNTER FREDY   გასაგებია ისე კი კ...   Jul 2 2013, 22:04
- - amirani123   გამარჯობათ მაქვს ს...   Feb 4 2015, 13:39
- - minchanin   ციტატა(amirani123 @ 4th February ...   Feb 4 2015, 21:24
- - amirani123   მადლობთ   Feb 5 2015, 15:32
- - minchanin   ორიოდე დღის წინ და...   Apr 21 2015, 17:47
- - minchanin   აი სურათებიც ჩემი ...   Apr 25 2015, 21:27
- - minchanin   დღეს, როგორც იქნა ვ...   May 25 2015, 16:27
|- - minchanin   ციტატა(minchanin @ May 25 2015, 1...   May 25 2015, 16:35
- - minchanin   გამარჯობათ. თემის ...   Feb 20 2016, 19:47
- - minchanin   მოგესალმებით. ნადი...   Apr 3 2016, 12:06
- - ძირულა   გამარჯობა. თქვენთა...   Apr 3 2016, 12:29
- - Davitus   minchanin საინატერესოა, ...   Apr 3 2016, 16:28
- - andria   გამარჯობაათ კისტი...   May 7 2016, 07:30
- - minchanin   ბოდიშს ვიხდი, რომ ა...   May 8 2016, 22:56
- - minchanin   გამარჯობათ. თემის ...   Aug 7 2016, 19:49
- - minchanin   https://www.youtube.com/watch?v=dz28VkSTsz8   Oct 16 2016, 19:32
- - Davitus   minchanin მშვენიერია სო...   Oct 16 2016, 23:39
- - koba1973   minchanin შესანიშნავია.   Oct 17 2016, 06:00
- - assassin29   ქართულად არ სჯობს?   Oct 17 2016, 13:39
|- - minchanin   ციტატა(assassin29 @ Oct 17 2016, ...   Oct 17 2016, 15:14
- - minchanin   გამარჯობათ მეგობრ...   Nov 29 2018, 13:57
- - minchanin   გამარჯობათ მეგობრ...   Jan 27 2019, 21:50
- - minchanin   გამარჯობათ მეგობრ...   May 11 2019, 20:53
- - ჭალიმგელა   საინტერესოა   May 11 2019, 21:51
- - minchanin   გაზის ზამბარის (ნი...   Oct 22 2019, 13:18
- - minchanin   ვისაც ჩხირკედელაო...   Sep 21 2020, 21:23


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2025 - 04:00