საყოველთაო დასუფთავების აქცია, ვნახოთ, რა შეგვიძლია?! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საყოველთაო დასუფთავების აქცია, ვნახოთ, რა შეგვიძლია?! |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოკლედ მოგახსენებთ სათქმელს:
შიდა საკლუბო სპორტინგის ჩემპიონატის შემდეგ, სავარაუდოდ მაისის ბოლოსკენ გვინდა დასუფთავების აქციის ჩატარება. აქ ყველა მონადირეები და მეთევზეები ვართ შეკრებილნი, ყველას გვაერთიანებს ბუნების სიყვარული, დარწმუნებული ვარ ყველამ კარგათ იცით დღევანდელი კატასტროფული მდგომარეობა, რაც ხდება ტბებზე, ტყეებში, მდინარეებზე და თუნდაც ეროვნული პარკების ტერიტორიებზე. ბევრს ვიღებთ ამ დალოცვილი დედაბუნებისგან, მაგრამ ძალიან ცოტას გავცემთ, ძალიან ცოტას ვზრუნავთ და არ ვაძლევთ ამოსუნთქვის საშუალებას. მოდით ერთი დღე გავერთიანდეთ, ავირჩიოთ ერთი კონკრეტული ადგილი და ისევ და ისევ ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის, დავასუფთაოთ დაბინძურებული ტერიტორია. ჩემი აზრით ეს აქცია ხელს შეუწყობს: 1. დასუფთავდება კონკრეტული ტერიტორია. 2. ტელევიზიის საშუალებით გავაშუქებთ და იქნებ მასიური ხასიათი მიიღოს. 3. ექნება გაცნობითი ხასიათი ფორუმელებსა და კლუბელებს შორის. 4. კარგი იქნება თუ შვილებს წამოვიყვანთ, ამით ძალიან კარგ მაგალითს მივცემთ მომავალ თაობას. 5. იქნებ გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ მონადირე ბუნების მტერი არ არის. თქვენი დახმარებით, იქნებ ავირჩიოთ ადგილი, სადაც ამ აქციას ჩავატარებთ. გამოთქვით თქვენი აზრი, რა ჯობია, როგორ ჯობია?! რომ ჩამოვყალიბდებით, დავუკავშირდები სპონსორებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რათა გვერდში დაგვიდგნენ აღნიშნული აქციის ჩასატარებლას.... ნუ დატოვებთ ამ თემას უყურადღებოთ, ეს ჩვენს მომავალს ეხება!!! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Rey -
მომენატრე მას მერე ![]() ![]() მოიცალე,მეც წინასწარ უნდა გავეთავესუფლო ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2025 - 10:59 |