FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
ვფიქრობ საინტერესო იქნება ბევრისთვის ამ წესების გაცნობა, ეტაპობრივად დავამატებ
FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე მუხლი 1 შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ სუფთა ჯიშის ძაღლები რომლებიც არიან FCI–ის მიერ აღიარებულ საგვარეულო წიგნში ჩაწერილი ან მასთან არსებულ (მიმაგრებულ) დოკუმენტში. მუხლი 2 C.A.C.I.T.)–ის რანგის შეჯიბრზე დაიშვებიან ძაღლები რომლებიც პირველ სტატიაში დასახელებულ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. თუკი სავარგული არ იძლევა საშუალებას, მაშინ შეჯიბრზე შესაძლოა შეიზღუდოს მონაწილეთა რაოდენობა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა სოლო შეჯიბრია თუ წყვილებში, მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 15–ზე ნაკლები. მუხლი 3 ნამდვილი წესები მოითხოვს განსკაუთრებული სიმკაცრით იყოს დაცული შემდეგ პუნქტებში: ა) თუ შეჯიბრი ტარდება რამდენიმე ჯგუფში, ძაღლების განაწილება ჯგუფებში ხდება ორგანიზატორების მიერ, ამასთან ერთ გამომყვანს უფლება აქვს გამოიყვანოს ძაღლები არაუმეტეს 2 ჯგუფში. ბ) ძუები რომლებსაც აქვთ მძუნაობის პერიოდი შეჯიბრზე გამოდიან მხოლოდ ბოლო ნომრებად და ეჯიბრებიან(წყვილში) მხოლოდ ერთმანეთს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი შეჯიბრის ორგანიზატორები ძუს მძუნაობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ დილით ან შეჯიბრის დაწყებამდე. გ)განაცხადის მიღება შეჯიბრში მონაწილეობაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეიძლება დ) ფულადი შენატანი ბრუნდება უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზატორს შეჯიბრის დაწყებამდე 5 დღით ადრე შეატყობინებთ რომ ვერ იღებთ მონაწილეობას. ასევე ისეთ შემთხვევებში როდესაც შეჯიბრიდან ხსნით მძუნავ, დაშავებულ ან ავადმყოფ ძაღლს და ამის შესახებ გამოსვლამდე შეატყობინებთ ორგანიზატორს, ასევე ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ვეტერინარის მიერ ძაღლის ავადმყოფობაზე გაცემული ცნობა. ![]() მუხლი 4 შეჯიბრზე არ დაიშვება აგრესიული, ავადმყოფი და ისეთი ძაღლები რომლებიც ეკუთვნის დიკვალიფიცირებულ მფლობელებს. ასევე ძაღლები რომლებიც დარეგისტრირებულები არიან კლუბებში რომელსაც არ აღიარებს FCI. მუხლი 5 ძაღლის გამომყვანმა უნდა უზრუნველყოს ფილდ ტრაილში მონაწილე ძაღლების შეკრების ადგილზე მიყვანა და ასევე მისცეს მსაჯებს საშუალება ქონდეთ მათთან მუდმივი წვდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძაღლები შესაძლოა მოხსნან შეჯიბრიდან. მუხლი 6 თუკი შეიქმნა გამოუვალი მდგომარეობა რომლის შეცვლაც ორგანიზატორებს არ შეუძლიათ ყველა მონაწილეს უბრუნდება შეტანილი თანხა. ![]() მუხლი 7 FCIის შეფასების ოფიციალური აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო არანაკლებ 6–მა ძაღლმა. მუხლი 8 ძაღლების გადანაწილება ჯგუფებში ორგანიზატორების მიერ ხდება, თუმცა ძაღლების დაწყვილება და გამოსვლის რიგითობა ხდება კენჭისყრით. წყვილში შეჯიბრის დროს თუკი ძაღლების რაოდენობა კენტი იქნება, წყვილის გარეშე დარჩენილი ძაღლი შეჯიბრზე გავა იმ ძაღლთან ერთად რომელსაც მსაჯები ამოირჩევენ. მსაჯები ასევე ურჩევენ წყვილს ძაღლებს რომელთა მოწინააღმდეგეები პირველ ტურში მოხსნეს შეცდომების გამო. შეჯიბრი უნდა გაიმართოს ერთ დღეს თუკი არ არის ისეთი მდგომარეობა რომ ეს შეუძლებელი ხდება. თუკი არის მაგალითისთვის 13 ძაღლი ან 13 წყვილი ორგანიზატორებს შეუძლიათ მათი 2 ჯგუფად გაყოფა. თუმცა მონაწილეების რაოდენობა ერთ ჯგუფში არ უნდა არემატებოდეს 15 ძაღლს ან 15 წყვილს. ![]() მუხლი 9 წყვილში შეჯიბრს უნდა მსაჯობდეს მინიმუმ 2 სერტიფიცირებული მსაჯი რომელთაგან როგორც მინიმუმ ერთი უნდა იყოს FCI–ში აკრედიტირებული. სოლო შეჯიბრში კი ერთი სერტიფიცირებული მსაჯი მონაწილეობს რომელიც FCI–შია აკრედიტირებული. წყვილში შეჯიბრის დროს მსაჯთა კომისია ისე უნდა განაწილდეს რომ მუდმივად ხედავდეს ორივე ძაღლის მუშაობას. მსაჯთა კომისიის ნებისმიერი წევრი ვალდებულია სადიკვალიფიკაციო შეცდომის დანახვის შემდეგ დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომისიი თავმჯდომარეს რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას გამოსვლის გაჩერების შესახებ. ყოველი წყვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ მსაჯები თავმჯდომარეს ატყობინებენ მათ მიერ ძაღლის მუშაობისას დანახული ღირსებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ. მსაჯები ვალდებულები არიან დაამყარონ სრული წესრიგი შეჯიბრის ჩატარების პერიოდში. ![]() მუხლი 10 შეჯიბრზე წესრიგის დამყარების რეგლამენტირება ხდება იმ წესებით რომელიც არსებობს ქვეყანაში თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებიან F.C.I–ის დებულებებს. მუხლი 11 გამოსვლის დროს ძაღლზე არ უნდა იყოს დამაგრებული მოწყობილობა რომელიც მის ქცევას კორექტირებას უკეთებს, ასევე გამომყვანს არ უნდა ქონდეს თან ისეთი საწვრთნელი ნივთები რომელიც გამოიყენება იძულებისთვის ან გეშვისთვის(გამონაკლისია სატვენი) ![]() მუხლი 12 გამომყვანი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს მსაჯების მითითებებს. მან რაც შეიძლება იშვიათად უნდა მისცეს ძაღლს ბრძანებები ხმით და სასტვენით, ასევე უნდა ეცადოს ხელი არ შეუშალოს მონაწილეს რომელიც მასთან წყვილში გამოდის. წყვილში გაშვების შემთხვევაში გამომყვანებმა გვერდიგვერდ უნდა იარონ. ძაღლის ნაბულზე მისვლის დროს ან აუცილებლობის შემთხვევაში მიტანების დასრულების დროს გამომყვანი ვალდებულია ძაღლს საბელი ჩააბას და დაელოდოს მსაჯთა კომისიის თავმჯდომარის მითითებას. ![]() მუხლი 13 ყველა გამოყვანის წინ ძაღლებს ეძლევათ დამატებითი წუთი რომლის დროსაც მისი მუშაობა ითვლება, დაშვებული შეცდომების გამო კი ძაღლები არ ისჯება, მაგრამ მსაჯებს აქვთ უფლება ეს შეცდომა გაითვალისწინონ საპრიზო ადგილების განაწილების დროს. თუ ძაღლი არ გამოიყენებს დამატებით წუთს მუშაობისთვის მას ავტომატურად აღარ ეძლევა საშუალება მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში. იმ შემთხვევაში თუ მსაჯების მითითებით ხდება ძაღლის გამოყვანის ადგილის შეცვლა, ძაღლზე საბელის ჩაბმის შემდეგ დროის ათვლა ჩერდება და ახლდება ხელახალი გაშვების შემდეგ. ხელახალი გაშვების დროს ძაღლის მიერ პირველ პარალელზე(მარცხნივ და მარჯვნივ) ფრინველის გამოტოვება ან დაფრთხობა, ასევე ძაღლის მოხმობის შემდეგ იგივე შეცდომის დაშვება არ ითვლება შეცდომად. ![]() მუხლი 14 პირველ ტურში შეძლებისდაგვარად ძაღლების გაშვება ხდება ნიავის საწინააღმდეგოდ. ტურის ხანგრძლივობა მინიმუმ 15 წუთს შეადგენს–იმ შემთხვევაში თუ არცერთი გამომსვლელი ძაღლი არ დაუშვებს მადისკვალიფიცირებელ შეცდომას და ორივე აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს. წყვილში შეჯიბრის დროს თუ ერთი ძაღლის მოხსნა ხდება გამოყოფილი დროის დასრულებამდე მეორე ძაღლს საშუალება ეძლევა გამოიყენოს დარჩენილი დრო პირველ ტურში ყველა გამოსვლის დასრულების შემდეგ, განმეორებითი გამოსვლების დაწყებამდე. ![]() მუხლი 15 მსაჯებს შეუძლიათ გამოიძახონ ძაღლი იმდენჯერ და გამოსცადონ ის იმდენ ხანს რამდენსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან. მათ ასევე შეუძლიათ შეაფასონ ძაღლი პირველივე ტურში. განმეორებითი გაშვებების ხანგრძლივობა მსაჯების მიზანშეწონილობით განისაზღვრება. ![]() მუხლი 16 მას შემდეგ რაც გამოცხადდება მუშაობის დასრულება, არანაირი მუშაობა, ასევე არანაირი შეცდომა მსაჯის მიერ არ აღინიშნება. იმ შემთხვევაში თუკი გამოსვლა იყო მაღალი დონის მაგრამ ძაღლი გამოვიდა მორჩილებიდან და გამომყვანმა ვერ ჩააბა მას სწრაფად საბელი–ეს ჩაითვლება შეცდომად რომელიც ძაღლს საშუალებას აძლევს მიიღოს მხოლოდ შემდეგი შეფასება–,,მოწმობა თანდაყოლილ თვისებებსა და ხარისხზე,,– C.Q.N ![]() მუხლი 17 მსაჯები უნდა ისწრაფოდნენ იმისთვის რომ ყველა ძაღლს შეუქმნან თანაბარ პირობებში გამოსვლის შესაძლებლობა. მსაჯებმა უნდა გაითვალისწინონ ის ოსტატობა რომელსაც ძაღლი გამოავლენს რთულ პირობებში, იმ შემთხვევაში თუკი არსებობს ეჭვები ის ინტერპრეტირებული უნდა იყოს ძაღლის სასარგებლოდ. მუხლი 19 ძაღლი ვერ მიიღებს შეფასებას თუ ის არ აჩვენებს ერთ მუშაობას მაინც ფრინველზე ან ფრინველთა გუნდზე რომელის სახეობაც განსაზღვრულია შეჯიბრის პროგრამით. ა)საგაზაფხულო, ასევე მასთან რეიტინგით გათანაბრებულ საზაფხულო შეჯიბრებებზე მუშაობა ითვლება მხოლოდ ბუნებაში ველურად მყოფ ფრინველზე(გნოლი ან თუ ეს აუცილებელია ხოხობი–იმის მიხედვით რომელი ფრინველია ქვეყანაში სადაც შეჯიბრი ტარდება) ბ)საზაფხულო და საშემოდგომო შეჯიბრებზე რომლის დროსაც ხდება ფრინველზე სროლა შეჯიბრი ტარდება მკაცრად მხოლოდ სანადირო სეზონის პერიოდში იმ ქვეყნის კანონმდებლობით სადაც ღონისზიება იმართება. ძაღლს ეთვლება ნებისმიერი მუშაობა ფრინველზე რომელიც არის მოცემული პროგრამაში. ამასთან თუ მეძებარმა იმუშავა ცხოველზე (იგულისხმება კურდღელი ყველაზე დიდი ალბათობით) ძაღლი მაქსიმუმ შესაძლოა მხოლოდ ფრიადზე შეფასდეს. გ)აუცილებლობის შემთხვევაში მუშაობა იწყება ლტოლვით სემდეგ მას მოყვება ნაბული, აუცილებლობის შემთხვევაში მიტანება მხოლოდ ბრძანებით, ფრინველის ამოფრენის მომენტში გაჩერება და სიმშვიდე გასროლის დროს(შეჯიბრებებზე სადაც ფრინველზე სროლა ხდება ძაღლმა უნდა გააკეთოს მოკლული ფრინველის აპორტი). მუშაობა არ ითვლება დამთავრებულად იქამდე, სანამ გამომყვანი არ ჩააბამს ძაღლს საბელს. მუშობა ფრინველზე არ ითვლება თუ ის არ ამოფრინდა. დ)ძაღლი საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა მიეტანოს, გამომყვანზე ოდნავ წინ უნდა იყოს და მიტანება მხოლოდ მისი ბრძანებით უნდა დაიწყოს, ამავე დროს ცხვირიდან არ უნდა დაკარგოს ფრინველი. მსაჯება საგრძნობლად უნდა დააკლონ ქულა ძაღლს რომელსაც აქვს მძიმე მიტანება ან რომელსაც გამომყვანის დახმარება სჭირდება. დიდ მანძილზე მიტანება დასაშვებია ისეთ შემთხვევაში თუ ის არის ენერგიული და ზუსტი. არ უნდა აგვერიოს მიტანება ძაღლის ფრინველთან სპონტანურ მიახლოებაში გამომყვანის მოსვლამდე, ეს რეალურად მიმართულია ძაღლის მიერ იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძაღლი ცხვირზე. მადლობა ბატონო შადიმან თარგმანი გრძელდება ![]() მუხლი 20 შეფასება–,,მოწმობა თანდაყოლილ თვისებებსა და ხარისხზე,,– C.Q.N–ის მიღებაზე პრეტენდენტი შესაძლოა იყოს მხოლოდ ის ძაღლი რომელსაც გააჩნია გამორჩეული თანდაყოლილი თვისებები, იმ პირობით რომ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში ის არაჩვეულებრივად მუშაობდა და შეასრულა ერთი მუშაობა, მაგრამ დაუშვა ერთი მადისკვალიფიცირებელი შეცდომა ძაღლის წვრთნისა და გეშვის დროს დაშვებული შეცდომის გამო; ან შეჯიბრზე სადაც ხდება ფრინველზე სროლა ძაღლი უარს ამბობსუარი თქვას იმ ფრინველის აპორტირებაზე რომელიც მისი მუშაობის შემდეგ იქნა მოკლული, ან უარი თქვა აპორტზე წყლის ტესტის მიმდინარეობისას. ![]() მუხლი 21 მსაჯები ძაღლების შეფასებისას ეყრდნობიან არა ძაღლის მიერ ნაჩვენები მუშაობის რაოდენობას, არამედ მუშაობის ან რამდენიმე მუშობის ხარისხს. მსაჯებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ძაღლის მოძრაობის მანერასა და სტილს, აზარტს და რეზულტატივობას, მისი მომხიბვლელობის ძალასა და ფრინველის სუნის დამუშავების მანერას, ფრინველის ძებნის დროს მის დამოუკიდებლობასა და ოსტატობას, მის რწმენას ფრინველთან მიახლოებისას სანამ ნაბულზე დადგება და სიფრთხილეს ლტოლვის დროს, დამჯერობას და იმას თუ როგორ არის ის დაყენებული. ძებნის სიშორე უნდა იყოს ჯიშის შესაძლებლობების შესაბამისი, ასევე იმის თუ რა ტიპის შეჯიბრია, რამდენად ხშირი მცენარეებითა მინდორი დაფარული და როგორი გეოგრაფიული გარემოა. ძაღლმა მისთვის განკუთვნილი ტერიტორია უნდა დაამუშაოვოს რაციონალურად და სისტემურად. მეძებარი უნდა იყოს მუდმივ კონტაქტში გამომყვანთან, მაგრამ ამავე დროს უნდა შეინარჩუნოს რაც შეიძლება უფრო მეტი ინიციატივა. მოძრაობა უნდა იყოს ჯიშისთვის დამახასიათებელი, ენერგიული და მისი ექსპრესიულობა არ უნდა დუნდებოდეს, ძაღლმა არ უნდა შეამციროს სისწრაფე. იმ შემთხვევაში თუ კომისიას აქვს გარკვეული ეჭვები ძაღლის კონკრეტულ ქმედებაზე, ეჭვები უნდა გადაწყდეს ძაღლის სასარგებლოდ. გამოსვლის დასრულების შემდეგ ძაღლის შეფასება ქულებით ხდება შემდეგი ცხრილის მიხედვით: 0–დან 5= 0 5–დან 10–მდე=კარგი 10–დან 15–მდე=ძლიერ კარგი 15–დან 20–მდე=ფრიადი ![]() მუხლი 22 იმისთვის რომ მიიღოს C.A.C.I.T ძაღლმა უნდა აჩვენოს უნაკლო პირველხარისხოვანი აბსოლუტურად უშეცდომო გამოსვლა. თუ სხვადასხვა ჯგუფებში რამდენიმე ძაღლი იღებს C.A.C.I.T–ს, მაშინ დღის ბოლოს მათ შორის ხდება შედარება C.A.C.I.T–ის მისანიჭებლად. შედარების დროს ფასდება ძებნა და ჯიშისთვის დამახასიათებელი სტილი. მუშაობისა და შეცდომების გათვალისწინება არ ხდება, იმ გამონაკლისის გარდა როდესაც სახეზეა აშკარა დაუმორჩილებლობა. –იმისთვის რომ მიიღოს შეფასება, ძაღლმა არ უნდა დაუშვას არცერთი მადისკვალიფიცირებელი შეცდომა. –იმისთვის რომ იყოს ფრიადის პრეტენდენტი ძაღლი აუცილებლად გაუნძრევლად უნდა იდგეს ფრინველის ამოფრენის დროს. –ძაღლი რომელიც გაუმართლებლად გამოტოვებს ან დააფრთხობს ფრინველს რომელიც პროგრამითაა განსაზღვრული, ვერ მიიღებს უფრო მაღალ შეფასებას ვიდრე ძლიერ კარგია. ![]() ![]() მუხლი 23 ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან თუ: 1–არ აკმაყოფილებს(მოძრაობის მანერით, ძებნით და გაწვრთნის ხარისხით) შეჯიბრის მოთხოვნებს დაწყებიდან რამდენიმე წუთშივე. 2–შედის სიღრმეში ან გამოდის კონტროლიდან, არ რეაგირებს გამომყვანის ბრძანებაზე, ახდენს უსისტემო ძებნის დემონსტრირებას 3–შეუჩერებლად ყეფს 4–წყვილში გასვების დროს აშკარად ხელს უშლის მეორე ძაღლის მუშაობას(უკან დასდევს, აკეთებს ცრუ ნაბულს) 5–წყვილში გამოსვლის დროს სპონტანურად არ აკეთებს ნაბულს მაშინ როდესაც ამჩნევს რომ მეორე ძაღლი დგას(არ აკეთებს სეკუნდირებას). შეჯიბრებზე სადაც დაშვებულია ფრინველზე სროლა დაშვებულია სეკუნდირების დროს აკურატული ბრძანებით ძაღლის შექება. 6–ერთჯერადად მიზანმიმართულად აფრენს ფრინველს რომელიც იყნოსა. 7–ორჯერ გაუმართლებლად ტოვებს ან აფრთხობს ფრინველს რომელიც განსაზღვრულია პროგრამით 8–მინდვირის სხვადასხვა ნაწილში აკეთებს სამ მყარ ნაბულს რომელიც ცრუ აღმოჩნდა. 9–ძებნის დროს ან ნაბულის შემდეგ მისდევს ფრინველს ან ცხოველს, არ ბრუნდება გამომყვანის პირველივე ბრძანებაზე 10–როდესაც აშკარად ჩანს ძაღლის შიში გასროლის მიმართ ასევე იმ შეჯიბრებებზე სადაც დაშვებულია ფრინველზე სროლა: 11–ვერ პოულობს ჩამოგდებულ ფრინველს რომლის ადგილმდებარეობა მსაჯთა კომისიის მიერ დადგენილია 12–აშკარად აფუჭებს ჩამოგდებულ ფრინველს(ჩავლება რომლის დროსაც ფრინველი იჭყლიტება ან კბილებით იკეპება) 13–უარს ამბობს მოიტანოს ფრინველი რომელიც პროგრამითაა განსაზღვრული. მუხლი 24 გადაწყვეტილებას მსჯათა კომისია იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში ტავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია. მსაჯთა კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა. მორჩა მეგობრებო, რამდენიმე უმნიშვნელო აბზაცი და თავი გამოვტოვე პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Fishman: Oct 19 2014, 22:22 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
მოკლედ კიდევ ერთხელ დავუბრუნდი ამ თემას, დღეს შემოგთავაზებთ სტატიას დიდი ძებნის შესახებ რომელიც კარგად განმარტავს ყველაფერს რაზეც ვდავობთ ხოლმე.
![]() დიდი ძებნა–სრულყოფილების ძიებაში სრულყოფილების ძიება დამახასიათებელია ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, ყველაფერი იწყება უბრალო სურვილით გახსე კონკურენტზე უკეთესი, გაიმყარო ბაზარზე შენი ადგილი, გქონდეს შენი ნიშა, შექმნა უფრო მოთხოვნადი და ცნობადი პროდუქტი. მაგრამ ხშირად მოქმედებაში შედის რაოდენობის ხარისხში გადაზრდის კანონი და ჩნდებიან უდიდესი მხატვრები და მოქანდაკეები, წყალში ხტომა 30 მეტრის სიმაღლიდან, პილოტაჟი დაბალ სიმაღლეზე, ფორმულა 1 და დიდი ძებნა! სინამდვილეში დიდი ძებნა–ეს ფილდ ტრაილის ერთ–ერთი სახეობაა ანუ მეძებრების სამუშაო თვისებების გამოცდა. ,ძებნის რამდენიმე სახეობა არსებობს: სანადირო ძებნა სხვადასხვა სახეობის ფრინველზე მათ შორის გასროლის თანხლებით და ფრინველის აპორტირებით, სანადირო ძებნა გნოლზე, კლასიკური ძებნა ჩაჯენილ მწყერზე... მაგრამ დიდი ძებნა გამორჩეულია და უკავია დაახლოებით ისეთივე ადგილი როგორც ფორმულა 1–ს სხვა სახეობის ავტორბოლებში. დიდი ძებნა წარმოიშვა იტალიაში, 40–იანი წლების ბოლოს, საერთოდ იტალია უკვე ორ საუკუნეზე მეტია აბსოლუტური კანონმდებელია ინგლიური პოინტერისა და ინგლისური სეტერის სტანდარტებისა. ბუნებრივია რომ ამ დროის განმავლობაში იტალიელებმა გამოიმუშავეს ამ ჯიშების თვისებების გაუმჯობესებისა და გამორჩევის უნიკალური მეთოდი–ყველა ზემოთ ნახსენები ძებნის სახეობები. მაგრამ მხოლოდ დიდი ძებნა იძლევა საშუალებას ბოლომდე ამოიხსნას ჯიშის შესაძლებლობები, აჩვენოს მაქსიმუმი რომელიც ძაღლს შეუძლია, მიაღწიოს სრულყოფილებას. რიტ გამოირჩევიან პოინტერები და ინგლისური სეტერები ყველა სხვა დანარჩენი მეძებრისგან? პირველ რიგში თავისი განუმეორებელი და უნიკალური სტილით მინდორში. ამ ორი ჯიშის ძაღლებს შეუძლიათ სწრაფად, მეთოდურად და ეფექტურად დაამუშაონ უზარმაზარი ფართობი, ამასთანავე არ დაკარგონ გამომყვანთან კონტაქტი. ცალ ფრთაზე ძებნის სიშორე შეიძლება შეადგენდეს 250, 300, 350 მეტრს... მაგრამ დიდ ძებნაში ის 400–450 მეტრიდან იწყება და ასეთი გასვლა მხოლოდ პოინტერისა და ინგლისური სეტერისთვის არის ხელმისაწვდომი. ძირითადად მხოლოდ ეს ორი ჯიში დაქრის დიდ ძებნაში, ბევრად იშვიათად–ირლანდიური და შოტლანდიური სეტერები. მაინც რა თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული მეძებარი, რომ დიდი ძებნის ძაღლი გახდეს? სერბი მომშენებელი პეტარ პეტროვიჩი(ძაღლსაშენ ,,პემბო,,–ს მფლობელი), რომელმაც ამ პრესტიჟული შეჯიბრების არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი გაზარდა თვლის რომ მეძებრის ყველაზე მთავარი თვისება არა სისწრაფე, ყნოსვა და მითუმეტეს არა მისი საგამოფენო სილამაზეა. ძაღლის მთავარი თვისება რომელიც მას საშუალებას აძლევსგამოავლინოს ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებების მაქსიმუმი–მისი მენტალიტეტია!–ძარლის თვისება დამოუკიდებლად იაზროვნოს. მხოლოდ ასეთ მეძებრებს შუძლიათ გამომყვანისგან ასეთ შორ მანძილზე გასვლა, ისე რომ მასთან კონტაქტი არ დაკარგოს. ეს გამოიხატება იმაში, რომ ძაღლს მაქსიმალური დაშორების შემთხვევაშიც პირველ რიგში არ ეშინია, აგრძელებს ჩვეულ მდგომარეობაში თავისი სამუშაოს –ფრინველის ძებნის–შესრულებას. ამასთანავე აკონტროლებს გამომყვანის გადაადგილებებსა და მის ბრძანებებს. მეორე–არაჩვეულებრივად იმახსოვრებს თავის ,,ტრეკს,,(გზას)–არ გადის ორჯერ იმ ადგილს რომელიც უკვე დაამუშავა და პარალელებს შორის მანძილს ინარჩუნებს, რითაც მინიმუმამდე დაჰყავს ფრინველის გამოტოვების ალბათობა. მესამე–ასეთ ძაღლებს უნდა ჰქონდეთ ძალიან დელიკატური მიტანება და ნაბული რათა რამდენიმე წუთის განმავლობაში, გამომყვანის მოსვლამდე ფრინველი ყავდეს აყვანილი ცხვირზე(ყნოსვაზე), ამავე დროს მეძებარმა არ უნდა მოახდინოს ფრინველის პროვოცირება რომ ის დროზე ადრე არ აფრინდეს. ყველა ეს თვისება მეტწილად თანდაყოლილია, ვითარდება შემდგომში გეშვით. ამის ნათელი მაგალითია უბრალო ფაქტი: იტალიაში ყოველწლიურადმაღალი კლასის მწარმოებლებისგან იბადება 14 000 ინგლისური სეტერისა და პოინტერის ლეკვი, მათგან დიდ ძებნაში ხვდება მაქსიმუმ 15–20 ძაღლი. გასაკვირია თუმცა ამ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე კარი ყველასთვის ღიაა. როგორც პეტარი ამბობს–დაარეგისტრირე თუნდაც ნებისმიერი ხოჭო, თუკი მის გამო არ შეგრცხვება შემდგომ. მაგრამ ტერმინი–დიდი ძებნის ძაღლი ნიშნავს, რომ მეძებარს აქვს პრეტენზია დაიკავოს მაღალი საპრიზო ადგილი. თქვენ მკითხავთ–რა სჭიროა ეს ყველაფერი? სრულყოფილების მიღწევის ბანალური თემის გარდა, დიდი ძებნის ძაღლების გადარჩევას აქვს პრაქტიკული დანიშნულება. ასეთი ძაღლები საუკეთესო საჯიშე მასალაა, მასალა რომელშიც ჩადებულია ჯიშისთვის დამახასიათებელი ყველა საუკეთესო თვისება. დიდი ძებნის ძაღლების შთამომავლობას გარატირებულად ექნება არაჩვეულებრივი სანადირო თვისებები, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. აი რას ფიქრობს ამაზე პეტარი რომელიც იმ საოჯახო ბიზნეს აგრძელებს რომელიც მამამისმა 1969 წელს დაიწყო: –თუ თქვენ დართავთ ძაღლს რომელსაც ვთქვათ ძებნის სიშორე აქვს 200 მეტრი,მისი ლეკვების უმრავლესობა ძებნას დაიწყებს 160–180 მეტრზე. შემდეგ თაობებში ძებნის მანძილი კიდევ უფრო შემცირდება. ასეთი დართვებით მომავალ თაობებს მასიურად გაუუარესდებათ სხვა სამუშაო თვისებებიც. როგორ შევაჩეროთ ჯიშის გაუარესების შეუქცევადი პროცესი? მხოლოდ იმ ძაღლების მუდმივი სისხლის არევით რომლებიც საუკეთესო სამუშაო თვისებებს ფლობენ. საველე გამოცდის სხვადასხვა სისტემები–ძებნები–საშუალებ როგორ ხდება გადარჩევა? რა თქმა უნდა პროფესიონალი მომშენებელი გარკვეული სიზუსტით განსაზღვრავს დართვის დაგეგმვისას დიდი ძებნის ძაღლის არსებობას ლეკვებში. მაგრამ დიდი ძებნის გარკვეული ნიშნები ჩნდება არაუმეტეს 6 თვისას, როდესაც იწყება გეშვა და წვრთნა მინდორში. თუმცა არსებობს მომენტები როდესაც მეძებარი იხსნება ერთი წლის შემდეგაც და უფრო გვიანაც. ამოიცნო ლეკვში მომავალი ვარსკვლავი–თავისტავად ადვილი არ არის, ეს მხოლოდ პროფესიონალ მომშენებლებსა და მგეშავებს ძალუძთ. ამიტომ ვთქვათ, პეტართან დიდი ძებნის ძაღლები წლინახევრიდან ორ წლამდე და მხოლოდ ამის შემდეგ ყიდიან მათ ახალ პატრონზე. ასეთი ძაღლების ფასები ხშირად ცასაც კი წვდება თავისი სიძვირით, მაგრამ გაყიდვის მთავარ პირობად რჩება არა ფასი არამედ ის რომ ძაღლი ხვდება ,,ფურგუნში,,(მანქანა რომელსაც მგეშავი კონდუქტორები იყენებენ, ფურგუნში ხშირად არის 6–8 ძაღლი, ფურგუნში მოხვედრა ნიშნავს რომ კონდუქტორი მას მიიჩნევს იმის ღირსად რომ შეჯიბრზე გაიყვანოს), ეს ნიშნავს რომ ძაღლი პროფესიონალი სპორტსმენი გახდება. დიდი ძებნის ძაღლების მფლობელები თუ თავად არ არიან პროფესიონალი მომშენებლები ან მგეშავები, საკუთარ ძაღლებს თავად იშვიათად ავარჯიშებენ. ამას აკეთებს პროფესიონალი კონდუქტორი(მგეშავი), რომელსაც როგორ წესი ,,გუნდში,, ყავს 7–დან 10 ძაღლამდე. კონდუქტორს გამოყავს ძაღლი შეჯიბრზე. წელიწადში 10 თვე ის თავის ძაღლებს სპეციალურად მოწყობილი ფურგუნით ატარებს სხვადასხვა ქვეყნების მინდვრებში, ამზადებს მათ ფიზიკურად და წვრთნის. თითოეული ძაღლი ინდივიდუალური გრაფიკით ემზადება რათა გარკვეულ შეჯიბრებზე ფორმის პიკზე იყოს. რას წარმოადგენს თავად დიდი ძებნის შეჯიბრი? დიდ ძებნაში შეჯიბრი ტარდება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სულ წლის განმავლობაში 10–ზე ნაკლები შეჯიბრია სხვადასხვა ქვეყნებში. ტარდება შეჯიბრი მხოლოდ გნოლზე და ფასდება ძაღლი მხოლოდ ამ ფრინველზე მუშაობისას. ძაღლები რომლებიც ასაკით 30 თვემდე არიან ცალკე გამოდიან. ასევე ტარდება შეჯიბრი ცალკე მხოლოდ ძუ ინგლისური პოინტერებისთვის და ცალკე ძუ ინგლისური სეტერებისთვის. მინდორი დიდი ძებნისთვის ირჩევა მშრალი, ფრინველი მცირე რაოდენობით. იმისთვის რომ იპოვოს ფრინველი ძარლისთვის ძირითადად გამოყოფილია 10 წუთი, თუ ამ დროის განმავლობაში ფრინველთან შეხვედრა არ მოხდა, მსაჯს შეუძლია დაამატოს დრო. დიდ ძებნაში ძარლების გაშვება ყოველთვის ხდება წყვილში, როგორც წესი სხვადასხვა მხარეს. ასეთ შემთხვევაში მათ უნდა გამოამჟღავნონ თვისება–ეძებონ დამოუკიდებლად, არ შეუშალოს ხელი მეორე ძაღლს ძებნაში, არ აურიოს სისტემური ძებნა მხარეების შეცვლის დროს, ქონდეს სეკუნდირების უნარი ანუ შეწყვიტოს ძებნა მაშინ თუ მეორე ძაღლი ნაბულზე დადგა. შეფასების ქულები არ არსებობს(ისევე როგორც ძებნის სხვა სახეობებში), როლს მხოლოდ ძაღლის ხარისხიანი მუშაობა თამაშობს. საბოლოო ჯამში იმარჯვებს ძაღლი, რომელმაც ყველა გაშვებისას სტაბილური და სტილიანი მუშაობა აჩვენა. დიდი ძებნის ძაღლებით საერთოდ არ ნადირობენ? –რათქმაუნდა ნადირობენ–ამბობს პეტარ პეტროვიჩი. მისი თქმით ნებისმიერმა ძაღლმა რეგულარულად უნდა იგრძნოს ,,ფრინველი პირში,,. სხვა საქმეა ის რომ ნადირობის ხანგრძლივობა მათთვის არ აჭარბებს ერთ–ორ საათს. ბუნებრივია რომ კონდუქტორი ცდილობს ინადიროს იმ ადგილებში სადაც არის ფრინველი რომელზეც ძაღლი შეჯიბრისთვის ემზადება. ანუ ყველა ხშირად გარეულ გნოლზე. თუმცა ზოგიერთი დიდი ძებნის ძაღლი გამოყავთ სხვა შეჯიბრებზეც, ძირითადად ,,კლასიკაზე,,–ზაფხულის შეჯიბრზე ჩასმულ მწყერზე. კუნძულელი მეძებრების გეშვა–მომზადებისას ყველაზე რთული ფაქტორი არის მათი ,,არაუნივერსალურობა,,. ეს ჯიშები აჩვენებენ ძებნის მაქსიმალურ სიშორესა და სისწრაფეს, ბუნებრივია ეს მაქსიმუმები მნიშვნელოვნად განსხვავდება ვთქვათ გნოლზე და ბეკასზე. გარკვეულ წილად იცვლება სვლის სისწრაფე, უფრო მეტ წილად პარალელების სიმჭიდროვე. ამიტომაც სხვათაშორის იტალიელი მომშენებლებთან ვისთანაც დასავლელი მონადირეები ყველაზე ხშირად ყიდულობენ ახლაგაზრდა მაგრამ უკვე სანადიროდ ბოლომდე მომზადებულ ძაღლებს, მიღებულია კითხონ მომავალ პატრონს რომელ ფრინველზე აპირებს მეტწილად ნადირობას, რათა აარჩიონ და მოამზადონ ძაღლი უშუალოდ ასეთი ნადირობისთვის. ძაღლი რომელიც დაგეშილია ბეკასზე ან მწყერზე რა თქმა უნდა არანაკლები ეფექტურობით მოძებნის ტყის ქათამსაც და გნოლსაც, მაგრამ უფრო მჭიდრო პარალელების გამო წააგებს ძარლებთან რომლებიც დაგეშილები არიან ფრინველებზე რომლთა სუნი უფრო მძაფრია. აი ძაღლი რომელიც სპეციალიზირებულია გნოლზე ან ხოხობზე, ნკლები სუნის მქონე მწყერს და ბეკას ხშირად გამოტოვებს არასაკმარისად მჭიდრო პარალელების არქონის გამო. სპორტსმენი ძაღლის ერთი სახეობის ფრინველიდან მეორეზე გადაწყობას ხანდახან ერთი თვეც სჭირდება, ამიტომაც ასეთი ძაღლები მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში სპეციალიზირებულები არიან მხოლოდ ერთი სახეობის ფრინველზე. რით არის მაშინ მდიდარი ეს სპორტული ცხოვრება გარდა ძაღლის მომზადებისა შეჯიბრისთვის? რა თქმა უნდა საჯიშე მუშაობით. დიდ ძებნაში ძაღლების ძირითადი მასა ხვადებია–მათ უმეტესობას აქტიურად რთავენ 2, ორწლინახევრიდან. სპორტული კარიერა როგორც წესი გრძელდება 4–5 წელი. ამის სემდეგ დიდი ძებნის ყოფილი ვარსკვლავი ხდება კარგი, უფრო ხშირად კი არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი, თუმცა ამასთანავე ის არ მიდის ,,დიდი სექსიდან,,. ბევრი გამოდის შეჯიბრებზე ძებნის სხვა სახეობებში, რადგან დღეს ევროპაში მეძებრების შეჯიბრი–ეს ცალკე ინდუსტრიაა. ინდუსტრია რომელიც–პრესტიჟული, საინტერესო და რაც მთავარია ამ ინდუსტრიის წყალობით ნარჩუნდება და მრავლდება გამორჩეული სანადირო ძაღლები, მათ შორის პოინტერები და ინგლისური სეტერები. მასალა მომზადებულია პროფესიონალი მგეშავებისა და მომშენებლების პეტარ პეტროვიჩის, მარიო და ფრანკო ტურტუროს დახმარებით თარგმანი დათო კაკულია (ნათარგმნია რუსულ სანადირო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიიდან) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gagrinski: May 8 2015, 13:51 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:25 |