სპორტინგი 2015, შიდასაკლუბო შეჯიბრი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
სპორტინგი 2015, შიდასაკლუბო შეჯიბრი |
May 11 2015, 20:58
პოსტი
#1
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
თავიდანვე დავწერ, რომ მსგავსი ექსტრემალური შეჯიბრი ჯერ არ ჩატარებულა.
ასევე დავწერ, რომ ნელნელა ვიზრდდებით და ვიხვეწებით, რაც სასროლი პოზიციების ნადირობასთან მაქსიმალურად მიახლოებაც მოწმობს. შეჯიბრიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებამ თავს დაგვასხა ნალექის ერთი კვირის მარაგი, მონადირულმა ჟინმა თავის ქნა და ექსტრემალური შეჯიბრი მაინც უმაღლეს დონეზე ჩატარდა, რაშიც დიდი წვლილი ჩვენს მსაჯებს, შოთა თავაძეს და ავთო ანდღულაძეს მიუძღვის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ასევე დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ყველა მონაწილეს უსაფრთხოების წესების დაცვისთვის, მოთმინებისთვის და მონაწილეობისთვის. დაძაბული პაექრობის შედეგები კი ასე გადანაწილდა: 1 ადგილი : გიორგი მეტრეველი 29 ქულა 2 ადგილი : გიორგი ვარდოსანიძე 26 ქულა 3 ადგილი: კახა ჩავლეიშვილი 22 ქულა ვულოცავ გამარჯვებულებს საპრიზო ადგილებს, ასევე ვულოცავ ყველა მონაწილეს წარმატებულ სპორტინგ 2015 ში მონაწილეობას. შეჯიბრი კი საღამოს ქეიფით დაგვირგვინდა, რასაც ფოტორეპორტაჟი დაადასტურებს. ვისაც სურათები გაქვთ, გთხოვთ დადოთ ქრონომეტრაჟით: შეჯიბრი, დაჯილდოება და მერე ქეიფი. საერთო შედეგები კი ასე გადანაწილდა: ![]() upload gifs |
|
|
|
![]() |
May 14 2015, 00:11
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით ყველას. ცოტა გვიან მოხდა თემის გახსნა, მაგრამ იმედია გაგვიგებთ და შეგვინდობთ))) რაც შეეხება ჩემპიონატს სპორტინგში, მინდა გითხრათ რომ ერთერთი ყველაზე ექსტრემალური ჩემპიონატი იყო, რომელშიც კი მიმიღია მონაწილეობა! თავსხმა წვიმა, ქარი, სიცივე, ნისლი... ფაქტიურად მანქანიდან სასროლად გადმოვდიოდით ხოლმე. ჩართული ღუმელები და დაორთქლილი მინები მანქანაში, ტალახი, მობუქსავე მანქანები... მაგრამ ამ პირობების მიუხედავად ყველა მონაწილე მთელი გულით და შემართებით ცდილობდა მაქსიმუმი შედეგი გაეკეთებინა.. მსაჯებიც ვაჟკაცურად ბოლომდე გვედგნენ გვერდით. დიდი მადლობა მათ. მადლობა ორგანიზატორებს, მაგრად იწვალეს და ივაჟკაცეს, რომ ჩემპიონატი მაღალი დონის გამოსულიყო. მადლობა ბლექს, რომელიც შუა ღამემდე ედგა თავზე იუველირებს, რომ მედლები დილით მზად ყოფილიყო. ცოტა გაჭაღარავდა კიდეც))) ვულოცავ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით პრიზიორებს, რომლებმაც ამინდის მიუხედავად მაღალი შედეგები აჩვენეს! რაც შეეხება სურათებს, დავდებ რაც მოვახერხე და გადავიღე თავსხმაში. ხარისხისთვის მაპატიეთ, ხან ობიექტივი დასველდა, ხან ხელი ამიკანკალდა. ისე ციოდა ჩახმახს ვერ ვგრძნობდი ნორმალურად))) თავს აღარ შეგაწყენთ და გაერთეთ ფოტოებით.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მადლობა ყურადღებისათვის!!! |
|
|
|
ნუკრიMax სპორტინგი 2015 May 11 2015, 20:58
hunter88 რა ხდება ხალხნოო? May 13 2015, 09:59
ზახარა hunter88
სერვერს აქვს პ... May 13 2015, 14:46
ზახარა free photo hosting May 13 2015, 15:00
Fishman RE: სპორტინგი 2015 May 13 2015, 16:05
Fishman RE: სპორტინგი 2015 May 13 2015, 16:34
general ტიხარიუს May 13 2015, 16:39
ლეონ-ბლექი მაგარია. საღოლ ფიშ... May 13 2015, 17:02
Fishman RE: სპორტინგი 2015 May 13 2015, 17:57
jola არადა მეგონა ყველა... May 13 2015, 22:08
ჭალიმგელა მაგარი ვიხალისე, მ... May 13 2015, 22:26
megreli ციტატა(Chalimgela @ 13th May 2015... May 13 2015, 22:38
jola ერთი ფოტო ვიპოვე, მ... May 13 2015, 22:46
megreli მოკლედ დილიდან-დილ... May 13 2015, 22:51
ლეონ-ბლექი მაგარია. დილიდან ს... May 14 2015, 00:32
megreli მეც დავწერ ერთ ორ ს... May 14 2015, 01:23
ზახარა megreli
ეს თეფშის სურათ... May 14 2015, 02:04
ზახარა რაც შეეხება შეჯიბრ... May 14 2015, 02:15
ნუკრიMax შუაში რომ რამოდენი... May 14 2015, 06:53
საბო მშვენიალური დღე იყ... May 14 2015, 10:10
megreli ციტატა(zaxara @ 14th May 2015 ... May 14 2015, 13:11
მაია წყნეთელი კიდევ ერთხელ გილოც... May 14 2015, 14:03
Ellimyst არყის ფერი ცა ყოფი... May 15 2015, 09:14
megreli ნამეტანი ჩქარი ვარ May 23 2015, 00:23![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th November 2025 - 07:21 |