სპორტინგი 2015 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სპორტინგი 2015, შიდასაკლუბო შეჯიბრი
ნუკრიMax
პოსტი May 11 2015, 20:58
პოსტი #1


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თავიდანვე დავწერ, რომ მსგავსი ექსტრემალური შეჯიბრი ჯერ არ ჩატარებულა.
ასევე დავწერ, რომ ნელნელა ვიზრდდებით და ვიხვეწებით, რაც სასროლი პოზიციების ნადირობასთან მაქსიმალურად მიახლოებაც მოწმობს. შეჯიბრიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებამ თავს დაგვასხა ნალექის ერთი კვირის მარაგი, მონადირულმა ჟინმა თავის ქნა და ექსტრემალური შეჯიბრი მაინც უმაღლეს დონეზე ჩატარდა, რაშიც დიდი წვლილი ჩვენს მსაჯებს, შოთა თავაძეს და ავთო ანდღულაძეს მიუძღვის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ასევე დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ყველა მონაწილეს უსაფრთხოების წესების დაცვისთვის, მოთმინებისთვის და მონაწილეობისთვის.
დაძაბული პაექრობის შედეგები კი ასე გადანაწილდა:

1 ადგილი : გიორგი მეტრეველი 29 ქულა
2 ადგილი : გიორგი ვარდოსანიძე 26 ქულა
3 ადგილი: კახა ჩავლეიშვილი 22 ქულა

ვულოცავ გამარჯვებულებს საპრიზო ადგილებს, ასევე ვულოცავ ყველა მონაწილეს წარმატებულ სპორტინგ 2015 ში მონაწილეობას.
შეჯიბრი კი საღამოს ქეიფით დაგვირგვინდა, რასაც ფოტორეპორტაჟი დაადასტურებს.
ვისაც სურათები გაქვთ, გთხოვთ დადოთ ქრონომეტრაჟით: შეჯიბრი, დაჯილდოება და მერე ქეიფი.


საერთო შედეგები კი ასე გადანაწილდა:


upload gifs
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
megreli
პოსტი May 14 2015, 01:23
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეც დავწერ ერთ ორ სიტყვას newsmile05.gif

მოკლედ დიდი ხანი ველოდი ამ შეჯიბრს,მართალია გამოცდილება არანაირი არ მქონდა თეფშებზე სროლაში და მინდოდა პირველად აქ გამომეცადა საკუთარი თავი newsmile05.gif ყველაზე მეტად ვღელავდი პირველ გამოფრენილ თეფშზე და პირველ გასროლაზე,რიგით 15-ე ვიყავი და სანა ჩემი რიგი მოვიდა,იქამდე 51მა ელფერმა გადამიარა მგონი D.gif რომ დავდექი ნომერში ცოტა ავნერვიულდი,მაგრამ უცებ ავიყვანე თავი ხელში...შევძახე მიდი და წამოვიდა პირველი თეფში,პირველი გასროლაც მოყვა და დავმშვიდდი,ობიექტი 100 % გავანადგურე newsmile090.gif
მართლაც დიდი მნიშვნელობა ქონდა პირველ გასროლას,მერე შეიძლებოდა ავყოლოდი ნერვებს და ყველაზე ამეცილებინა,თუმცა მოვახერხე და პირველ პოზიციაზე დუპლებში 10დან 6 თეფში გავტეხე newsmile05.gif უკმაყოფილო არ ვიყავი ამ შედეგით,შემდეგი პოზიციებზე კი უფრო იძაბებოდა სიტუაცია,სროლის ლიმიტიც შემცირდა,მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო მეტ-ნაკლები მღელვარებით 5 პოზიციიდან,30 გასროლით,13 თეფში გავტეხე newsmile05.gif უკმაყოფილო არ ვარ,არც ძალიან მაგარი შედეგია.რაც შეეხებოდა ამინდს ? ზოგჯერ ეგეთ ამინდში სანადიროდ წასვლა მეზარება D.gif მაგრამ ყველა მონაწილეს შემართებით,მსაჯების გულშემატკივრობით ყველამ ვიყოჩაღეთ და საბოლოოდ კარგი,სანახაობრივი შეჯიბრი ჩავატარეთ,ძალიან ექსტრემალურ პირობებშიnewsmile05.gif მადლობა აქვე ყველას,ორგანიზატორებს,მსაჯებ
ს,მონაწილეებს newsmile05.gif კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულს და პრიზიორებს !!! მადლობა ასეთი სანახაობისთვის Shooting.gif


ეს კი ჩემ მიერ დაზიანებული თეფში,რომელიც სამახსოვროდ წამოვიღე newsmile05.gif



ამ ფოტოს რო ვუყურებ,ერთი რუსული გამონათქვამი მახსენდება : ''ტანკი გრიაზი ნე ბაიატსა"
მართლაც დიდი ძალა ვართ !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ნუკრიMax   სპორტინგი 2015   May 11 2015, 20:58
- - hunter88   რა ხდება ხალხნოო?   May 13 2015, 09:59
- - ზახარა   hunter88 სერვერს აქვს პ...   May 13 2015, 14:46
- - ზახარა   free photo hosting   May 13 2015, 15:00
- - Fishman   RE: სპორტინგი 2015   May 13 2015, 16:05
- - Fishman   RE: სპორტინგი 2015   May 13 2015, 16:34
- - general   ტიხარიუს   May 13 2015, 16:39
- - ლეონ-ბლექი   მაგარია. საღოლ ფიშ...   May 13 2015, 17:02
- - Fishman   RE: სპორტინგი 2015   May 13 2015, 17:57
- - jola   არადა მეგონა ყველა...   May 13 2015, 22:08
- - ჭალიმგელა   მაგარი ვიხალისე, მ...   May 13 2015, 22:26
- - megreli   ციტატა(Chalimgela @ 13th May 2015...   May 13 2015, 22:38
- - jola   ერთი ფოტო ვიპოვე, მ...   May 13 2015, 22:46
- - megreli   მოკლედ დილიდან-დილ...   May 13 2015, 22:51
- - თაზო   მოგესალმებით ყველ...   May 14 2015, 00:11
- - ლეონ-ბლექი   მაგარია. დილიდან ს...   May 14 2015, 00:32
- - megreli   მეც დავწერ ერთ ორ ს...   May 14 2015, 01:23
- - ზახარა   megreli ეს თეფშის სურათ...   May 14 2015, 02:04
- - ზახარა   რაც შეეხება შეჯიბრ...   May 14 2015, 02:15
- - ნუკრიMax   შუაში რომ რამოდენი...   May 14 2015, 06:53
- - საბო   მშვენიალური დღე იყ...   May 14 2015, 10:10
- - megreli   ციტატა(zaxara @ 14th May 2015 ...   May 14 2015, 13:11
- - მაია წყნეთელი   კიდევ ერთხელ გილოც...   May 14 2015, 14:03
- - Ellimyst   არყის ფერი ცა ყოფი...   May 15 2015, 09:14
- - megreli   ნამეტანი ჩქარი ვარ   May 23 2015, 00:23


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2025 - 10:19