თქვენი რჩევა მჭირდება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თქვენი რჩევა მჭირდება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო. მოკლედ ასეთი დილემის გადაჭრის წინაშე ვდგავარ, მსურს ვიყიდო ნახევრად ავტომატური თოფი, არჩევანი დიდია და უკვე ტვინი ამიდუღდა ამდენი რევიუების, ვიდეოების და კომენტარების კითხვით ფორუმებზე იუთუბზე და საიტებზე. ამიტომ გადავწყვიტე უშუალოდ მფლობელთათვის მეკითხა რჩევა, რეკლამის ნდობა არაფრით რომ არ შეიძლება და მითუმეტეს იქ სადაც მევარ ამაში არაერთხელ დავრწმუნდი, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ მირჩიოთ თქვენი გამოცდილებიდან რამე, არჩევანი მაქვს ასეთი ან ვიყიდო იაფასიანი ფირმების მოდელები ისეთები როგორიცაა ჩეზე, მოსბერგი, შტოგერი, და სხვა იაფიანი ამერიკული ფირმების წარმოებული მოდელები, რაზეც თავს ვიკავებ გასაგები მიზეზების გამო, ან ხარისხიანი ბრენდის წარმოებული მოდელები, აი აქ უკვე წავაწყდი სერიოზულ არეულობას
![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეს ბაიკალის ფირმა მესიმპათიურა ნამდვილად არ გირჩევდი. ხარისხი აქვთ უსაზიზღრესი. ერთი შეხედვით თითქოს კარგად გამოიყურება..მაგრამ კარგად დააკვირდი დეტალებს. ხის მორგებას ლითონზე. ნაპრალებს და ზოგადად მორგებას. ბალანსზე და წონაზე აღარაფერს ვამბობ. მაგას რომელიმე თურქული თოფი ჯობია. ეგეთი შემთხვევაც დაფიქსირდა შარშან.. სეზონის გახსნის წინ..სულ ახლად შეძენილი ბაიკალის თოფი.. გაიტანეს გახსნის პირველივე დღეს და პირველივე სროლაზე აძვრა გვერდითა თამასა(პლანკა) დარჩა უთოფოდ იმ დღეს. მრ-27-ზე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2025 - 01:08 |