გამარჯობათ მეგობრებო. მოკლედ ასეთი დილემის გადაჭრის წინაშე ვდგავარ, მსურს ვიყიდო ნახევრად ავტომატური თოფი, არჩევანი დიდია და უკვე ტვინი ამიდუღდა ამდენი რევიუების, ვიდეოების და კომენტარების კითხვით ფორუმებზე იუთუბზე და საიტებზე. ამიტომ გადავწყვიტე უშუალოდ მფლობელთათვის მეკითხა რჩევა, რეკლამის ნდობა არაფრით რომ არ შეიძლება და მითუმეტეს იქ სადაც მევარ ამაში არაერთხელ დავრწმუნდი, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ მირჩიოთ თქვენი გამოცდილებიდან რამე, არჩევანი მაქვს ასეთი ან ვიყიდო იაფასიანი ფირმების მოდელები ისეთები როგორიცაა ჩეზე, მოსბერგი, შტოგერი, და სხვა იაფიანი ამერიკული ფირმების წარმოებული მოდელები, რაზეც თავს ვიკავებ გასაგები მიზეზების გამო, ან ხარისხიანი ბრენდის წარმოებული მოდელები, აი აქ უკვე წავაწყდი სერიოზულ არეულობას

))) ვეღარ გავიგე რომელი ავირჩიო იმდენი კარგი ბრენდი და მოდელია თვალები ამიჭრელდა. ზოგადად არჩევანი მაქვს remington versa max-ს, ბენელის მოდელებს, beretta a400 xtreme unico-ს, browning maxus-ს და XLR5 Velocity-ს შორის, ვნახე ძალიან ბევრი ვიდეო იუთუბზე, როგორც რეკლამა ისე რევიუები და ტესტები, გადავქექე ამერიკული და ქართული ფორუმები, უამრავი აზრია და შეხედულება, ძირითადად სუბიექტურები. საბოლოოდ ფასი-ხარისხის და საიმედოობის ხრივ უფრო beretta a400 xtreme unico-მ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ბენელი მომწონს, მაღაზიასიც ვნახე და მოვირგე რამდენიმე მოდელი, ზალიან მსუბუქები და ერგონომიულებია მარა აი ეს სიმსუბუქე მაფიქრებს, დიდ დოზიანი ვაზნების სროლისას მსუბუქი თოფი ძალიან დიდ უკუცემას და ვიბრაციას განიცდის და მითუმეტეს პლასტიკის კონდახით, თან ინერცია. ვიცნობ ერთ ადამიანს რომელიც ბენელის ემდუროდა დიდი უკუცემის გამო, არიან კმაყოფილი მფლობელებიც მარა მაინც არ მინდა ინერციაში ამხელა ფულის გადახდა, გასაგებია რომ ინოვაციები ბევრი აქვს ბენელის მარა არამგონია ბერეტა და ბრაუნინგი რამით ჩამოუვარდებოდეს, ბრაუნინგს დიდად არ არეკლამებენ და ეს მაფიქრებს, თან ბერეტაზე და ბენელზე იაფია, მაგალითად ბრაუნინგ მაქსუსი თუ ღირს 1200 დან 1300 დოლარამდე ბერეტას ზემოთ მოყვანილი მოდელის ფასი 1500 დან 1600 დოლარამდე მერყეობს ნუ ამას ემატება შტატის გადასახადი, აი რაც შეეხება ბენელის მოდელების მიხედვით ფასი იწყება 1900 დან და 2000 დოლარს ცდება. ამხელა ფასი და პოპულარობა ბენელისა დასაფიქრებელია მარა ჩემი აზრით ამხელა თანხა არ ღირს მარტო იმიტომ რომ ბენელია. რაც შეეხება ფაბარმს უაზროდ ძვირია 2500 დოლარამდე ურტყავს ფასი ზემოთ ხსენებული მოდელისა. ამიტომ ჩემი აზრით არ მინდა გადავიხადო 1000 დოლარით მეტი მარტო იმის გამო რომ სახელშია განსხვავება. ჩემი სიმპატიები მაინც ბერეტასკენ იხრება და იქნებ მირჩიოთ რამე მათ ვისაც ამ ბრენდების მოდელები გაქვთ. მფლობელის თვალით დანახული აგრეგატი მაინც სხვაა, ოღონდ ერთი თხოვნა მექნება თეორიულ ვარაუდებს და მსჯელობას უშუალოდ პრაქტიკული მონაცემები გამიზიაროთ, თქვენს მფლობელობაში არსებული თოფის მინუსები და პლიუსები, წინასწარ დიდი მადლობა თქვენი აზრი მაგრად დამეხმარება არჩევანის გაკეთებაში