Carp Fishing 2015, შიდა საკლუბო შეჯიბრი თევზჭერაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Carp Fishing 2015, შიდა საკლუბო შეჯიბრი თევზჭერაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კლუბის „ოჩოპინტრე“ ორგანიზატორობით 2015 წლის 30 მაისს დებედას ტბაზე ჩატარდა შეჯიბრი თევზჭერაში “Carp Fishing 2015”, რომელიც უკვე ყოველწლიურ სახეს იღებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად იხვეწება წესები, ვითარდებიან მონაწილეები, გროვდება გამოცდილება და უფრო და უფრო საინტერესო ხდება ასპარეზობა. მონაწილეთა სია ასე ჩამოყალიბდა: 1. ჭალიმგელა - გენო ძია 2. კაჟუბერი - მახო 3 თაზო - ნოდარ ილარიონიჩი 4. გენერალ - ჩავლე 5. საბო -კონდოლი 6. დონ-G - გიორგია კაკულია 7. ჯოლა - ნუკრი 8. ჩელე - ახალციხელი 9. კალვერა - ალთაზარა 10. დარჩო - ბარონი მსაჯები: 1. ზახარა 2. Fishman 3. გურგენა 4. გოგა აქვე დავწერ გამარჯვებულების ვინაობასაც და შემდეგ შემოგთავაზებთ სურათებს. I ადგილი: ჭალიმგელა - გენო ძია II ადგილი: თაზო - ნოდარ ილარიონიჩი III ადგილი: დარჩო - ბარონი წამახალისებელი პრიზი „წონით ყველაზე ბევრი თევზი“: თაზო - ნოდარ ილარიონიჩი ![]() შეკრება გადაწყდა 3 საათზე ორთაჭალის ფრესკოსთან და ჩვენც თანდათან დავიწყეთ დათქმულ ადგილზე „მოქუჩება“ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() დავიძარით ისეთ დროს, რომ 5 საათზე კენჭისყრა დამთავრებული ყოფილიყო და მონაწილეებს ანკესების გაწყობა და დაკვება დაეწყოთ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აქვე უნდა აღვნიშნო, რომ წავედი მთელი აღჭურვილობით და ხელში შემრჩა ეს ![]() ![]() 5 საათზე დაიწყეს მონაწილეებმა დაკვება და ანკესების გაწყობა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ზუსტად 6 საათზე თქვენმა მონამორჩილმა მივეცი თევზაობის დაწყების ნიშანი ![]() ![]() და დაიწყო თევზაობაც ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() პირველად გენერალამ აგვანერვიულა თავისი ლოქოთი ![]() ![]() ![]() ![]() მაგრამ, რადგან წესების მიხედვით ლოქო არ შედიოდა შეჯიბრში „მონაწილე“ თევზთა სიაში აწონვის გარეშე დაუბრუნდა დედაბუნებას ![]() მიწყნარდა ყველაფერი და გაგრძელდა თევზაობა უკეთესის მოლოდინით ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() იქვე ახლომახლო სეპარატისტების დაჯგუფებაც აღმოვაჩინე(დაჯგუფება რა, ორი ცალი იყო სულ) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჩვენი მეგობარი ცუგა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც საქმე მოწმობდა საჭირო იყო რაიმე მაგიური და პრეზიდენტმაც არ დააყოვნა და თავის თავზე აიღო ჯადოსნური ცეკვა!
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აი, ესეც მორიგი აღელვება ![]() და პირველი საზანი ნოდარ ილარიონიჩისგან. ![]() ![]() ![]() ამან კიდე ხო შეგვჭამა ამ უსარგებლო რაღაცეების დაჭერით რა… ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() უცბად ატყდა ჩოჩქოლი გენო ძიასა და ჭალიმგელას სექტორში. დაიწყო ჭალომ ნაპირისკენ თევზის გამოყვანა. ეტყობოდა, რომ დიდი ინდივიდი იყო. ამ ჭიდაობისას ჩაარტყა გენოს ანკესმაც და ორივე მონაწილე ერთდროულად ებრძოდნენ ვეებერთელა თევზებს ![]() რადგან ორივე მონაწილეს თევზი ყავდა, მსაჯებმა ერთობლივი გადაწყვეტილებით დავუშვით, რომ პირველ ამომყვანს მსაჯი მოვხმარებოდი თევზის ბადით ამოყვანაში. რადგან გენოს თევზი შედარებით პატარა იყო პირველი მან შეძლო ბადეში შემოტყუება. თევზის ამოყვანის შემდეგ დავივიწყეთ გამონაკლისი, დავუბრუნდით წესებს და გენომ განაგრძო ჭალოს თევზის ამოყვანაში დახმარება. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესეც ჭალოს ის კობრი, რომელმაც გამარჯვება მოუტანა წყვილს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აი, მორიგი სიხარულიც... ![]() ![]() ნამეტანი დავიღალე და გადავწყვიტე მხართეძოზე გამეტარებინა გარკვეული დრო ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ერთი პერიოდი არავინ არაფერს სამსაჯოს არ აკეთებდა და ზახარაც შემოვიერთე მხართეძოზე კოტრიალში. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რიგითი ფანჩატურის გადასარჩენად (ქარისგან) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აი, კიდე!... გვეკაიფება რა! ![]() ![]() ![]() უნდა აღინიშნოს მაღალი ტემპერატურაც. ისე ცხელოდა ხმელეთზე დაგდებული თევზივით ვიყავი და მეგონა სულს ვღაფავდი ![]() ამგვარად, მოახლოვდა საღამოს 5 საათი, მივეცი დამამთავრებელი ნიშანი და დავიწყეთ მზადება დაჯილდოვებისთვის. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ოპერატორი მზადაა ![]() წავიდააააააა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მასმედია In Action ![]() ![]() კიდევ ერთხელ პრიზიორები(ტაში ამხანაგებო!) ![]() ტრადიციულად ერთობლივი ფოტოც მივაიმასვქენით ![]() ![]() აქვე დიდ მადლობას ვუხდით ამ ულამაზეს-უმშვენიერეს-აღმაფრთოვანებელი მე"ნ"დლებისთვის ლეონ ბლექს! ![]() ![]() ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა! გმადლობთ ყურადღებისთვის. თქვენი მონა-მორჩილი Fishman. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 21:27 |