Carp Fishing 2015, შიდა საკლუბო შეჯიბრი თევზჭერაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Carp Fishing 2015, შიდა საკლუბო შეჯიბრი თევზჭერაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კლუბის „ოჩოპინტრე“ ორგანიზატორობით 2015 წლის 30 მაისს დებედას ტბაზე ჩატარდა შეჯიბრი თევზჭერაში “Carp Fishing 2015”, რომელიც უკვე ყოველწლიურ სახეს იღებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად იხვეწება წესები, ვითარდებიან მონაწილეები, გროვდება გამოცდილება და უფრო და უფრო საინტერესო ხდება ასპარეზობა. მონაწილეთა სია ასე ჩამოყალიბდა: 1. ჭალიმგელა - გენო ძია 2. კაჟუბერი - მახო 3 თაზო - ნოდარ ილარიონიჩი 4. გენერალ - ჩავლე 5. საბო -კონდოლი 6. დონ-G - გიორგია კაკულია 7. ჯოლა - ნუკრი 8. ჩელე - ახალციხელი 9. კალვერა - ალთაზარა 10. დარჩო - ბარონი მსაჯები: 1. ზახარა 2. Fishman 3. გურგენა 4. გოგა აქვე დავწერ გამარჯვებულების ვინაობასაც და შემდეგ შემოგთავაზებთ სურათებს. I ადგილი: ჭალიმგელა - გენო ძია II ადგილი: თაზო - ნოდარ ილარიონიჩი III ადგილი: დარჩო - ბარონი წამახალისებელი პრიზი „წონით ყველაზე ბევრი თევზი“: თაზო - ნოდარ ილარიონიჩი ![]() შეკრება გადაწყდა 3 საათზე ორთაჭალის ფრესკოსთან და ჩვენც თანდათან დავიწყეთ დათქმულ ადგილზე „მოქუჩება“ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() დავიძარით ისეთ დროს, რომ 5 საათზე კენჭისყრა დამთავრებული ყოფილიყო და მონაწილეებს ანკესების გაწყობა და დაკვება დაეწყოთ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აქვე უნდა აღვნიშნო, რომ წავედი მთელი აღჭურვილობით და ხელში შემრჩა ეს ![]() ![]() 5 საათზე დაიწყეს მონაწილეებმა დაკვება და ანკესების გაწყობა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ზუსტად 6 საათზე თქვენმა მონამორჩილმა მივეცი თევზაობის დაწყების ნიშანი ![]() ![]() და დაიწყო თევზაობაც ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() პირველად გენერალამ აგვანერვიულა თავისი ლოქოთი ![]() ![]() ![]() ![]() მაგრამ, რადგან წესების მიხედვით ლოქო არ შედიოდა შეჯიბრში „მონაწილე“ თევზთა სიაში აწონვის გარეშე დაუბრუნდა დედაბუნებას ![]() მიწყნარდა ყველაფერი და გაგრძელდა თევზაობა უკეთესის მოლოდინით ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() იქვე ახლომახლო სეპარატისტების დაჯგუფებაც აღმოვაჩინე(დაჯგუფება რა, ორი ცალი იყო სულ) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჩვენი მეგობარი ცუგა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოვედი... სანამ ჩემს ამბავს მოგახსენებდეთ, მინდა გთხოვოთ, რომ პატარა რაღაც დაწეროთ შეჯიბრის თაობაზე. რა იყო, როგორ იყო, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ. მარტო მადლობა და საღოლ რა უბედურებაა? დაწერეთ რააა, რატომ გეზარებათ? გაალამაზეთ რეპორტი ცოტა....
მოკლედ ჩემი ამბავი ასე იყო. ვინაიდან ორგანიზატორებში გავდიოდი, დებედაზე წავედით პარასკევს საღამოს 6 საათზე, მაგრამ 8 საათამდე ვერ გავედით ქალაქიდან. ვიყავით 3 კაცი. მე, ზახარა და თაზო სახლი-მანქანა ფიატ 2015-ით. ნუკრისგან ავიღეთ საორგანიზაციო აღჭურვილობა, ჭალოსგან საპრიზო აღჭურვილობა და გავუდექით გზას. შევიარეთ მარნეულში საჭმლის საყიდლად. თითქმის დაბნელებული იყო რომ ჩავედით, მაგრამ ამან არ შეგვაშინა, მოვიმარჯვეთ ჩვენი ფანარი 2015-ები და დავიწყეთ სათევზაო ზონების მონიშვნა. ზონები ასე განაწილდა: მარცხენა ზონა ანუ ადმინისტრაციის მხარე: სტუმარი; 1;2; სამსაჯო ფანჩატური;3;4;5; მარჯვენა ზონა; 6;7;8;9;10;11; ზონები დაყოფილი იყო 20 მეტრიანი სიგრძის ზონებად და გადაბმული იყო ერთმანეთზე ანუ დაშორება თითქმის არ იყო ერთმანეთთან. შუალედში მოვინახულეთ დებედის ტბის საშენი მეურნეობა, სადაც ლიფსიტა გამოჰყავთ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг картинок ძალიან საინტერესო პროცესია. მოკლედ ღამის 12 საათი ხდებოდა. როგორც იქნა მოვრჩით ზონების დაყოფას და გამოვეშურეთ მანქანისკენ, სადაც გვეგულებოდა პური ჩვენი არსობისა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() загрузить картинку на сайт ამ დროს გაისმა ზარის ხმა და ლოთი ძიების ყაყანი მომესმა. ჩავლე, გურგენა, ნუკრი, ჯოლა და სანდრიკა მოემართებოდნენ დებედას ტბისკენ. გზას კითხულობდნენ: საით უნდა გადმოვუხვიოთო. ჩვენც ვუთხარით და გავაგრძელეთ ჭამა. დაახლოვებით 30 წუთში ფარებმა გაანათეს. მოვიდნენ.... ![]() ![]() ![]() ![]() upload ამ ყაყანში, ხორხოცში და აურზაურში მოვიდა 5 საათიც და უკვე ბევრად მეტმა მანქანის ფარმა გაანათა მიდამო. დანარჩენი მონაწილეები ჩამოვიდნენ. მოკითხვა, კოცნა, ხუმრობა და დავიწყეთ ე.წ. ''ჟირიბიოვკა'' ავიღეთ ჩვენ აღჭურვილობა და შევუდექით საქმიანობას. პრინციპში შეუდგნენ, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ საორგანიზაციო საკითხებით ვიყავი დაკავებული და 6 საათამდე ვერც მივედი ჩემს ნომრამდე. ჩემი და ახალციხელის ნომერი იყო 8. როგორც კი მივაღწიე ჩემს ნომრამდე, ავაწყე 1 ანკესი. მეორე ჩემმა მეწყვილემ ახალციხელმა ამიწყო და შევუდექი თევზავს. მაგრამ რად გინდა? არსაიდან ხმა არსით ძახილი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг картинок бесплатный ზოგადად ჩვენს მხარეს მოძრაობა არ შეინიშნებოდა მთელი დღის მანძილზე. არ ვიცი რისი ბრალი იყო. მეორე მხარეს თითქმის ყოველ ნახევარ საათში სასიხარულო ამბები და ყიჟინა ისმოდა, რაც ჩვენც გვმატებდა მოტივაციას, მაგრამ რაც დრო გადიოდა მით ქრებოდა ბრძოლის ჟინი. ![]() ![]() ![]() ![]() бесплатный хостинг картинок ასე იყო, თუ ისე არ ვეშვებოდით და ვაგრძელებდით თევზაობას იმ იმედით, რომ დასცხებდა და დააზანზარებდა ერთხელაც და გამოვიყვანდით საოცნებო თევზს... ზოგი კი ასე თევზაობდა, სიზმრებში.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг картинок для форумов დღის განმავლობაში ჩვენს მხარეს ასეთი სიტუაცია იყო: 420 გრამიანი საზანი (თუ ვცდები ჩამისწორეთ)- გიორგი ვარდოსანიძე, რითიც მესამე ადგილი აიღო. ვერაფერი- დარჩო 1 კუ- ჯოლა 1 პატარა თებზი- ნუკრი 2 კუ- მე 2 პატარა საზანი- ახალციხელი ვერაფერი- ალთაზარი ვერაფერი- იკო ვერაფერი- მახო ვერაფერი- კაჯუბერი პ.ს. თუ რამე შემეშალა მაპატიეთ ![]() მეორე მხრიდან კი ისევ ისმოდა შეძახილები. ძალიან ცხელოდა. ძალიან დაღლილი ვიყავი. მთელი ღამის უძილო, ნამუშევარი და მოკლედ გადაღუნული ვიყავი. საათი საათს მიყვებოდა და მოახლოვდა 5 საათიც. გაისმა ნანატრი ფინიშის სიგნალი.... ავეყარეთ და გადავბარგდით ფანჩატურისკენ, სადაც გაიმართა დაჯილდოვება. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც კმაყოფილი ვიყავი. რაც მთავარია ერთად და რაც მთავარია შეჯიბრმა გაუგებრობების გარეშე ჩაიარა. მოკლედ ნასიამოვნებ-დაღლილი ხალხი გამოემართა თბილისისკენ. მე და თაზომაც დავქოქეთ ჩვენი ფიატ 2015 და წამოვედით... კი წამოვედით, მაგრამ ვერ ჩამოვედით ![]() ![]() ![]() хостинг картинок без регистрации ხან იქიდან ვუტრიალეთ, ხან აქედან, მუხლებზეც კი დავუდექი, მაგრამ შენც არ მომიკვდე.... დავიწყეთ რეკვა აქედან, იქიდან, მაგრამ ჩვენი პატრონი ვერსად ვიპოვნეთ.... რა უნდა გვექნა? უნდა გადავსულიყავით აქტიურ ხელის ქნევაზე და მანქანების გაჩერებაზე იმ იმედით, რომ ვინმეს საბუქსირე ტროსი ექნებოდა, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ??.... კაციშვილმა არ გაგვიჩერა. ერთმა გააჩერა, მაგრამ ისეთი მოკლე ჰქონდა (საბუქსირე ![]() გამოხდა ხანი და ვიდექით ასე ობლად, უპატრონოდ, რომ უცებ გამოანათა სტაფილოსფერმა ფორდ-ტრანზიტმა სადა ბატონი სულიკო და ძროხა ისხდნენ.... გააჩერა... გააჩერა ბიჯო და თან თაზოს ახლობელი აღმოჩნდა... აბა ეხლა მაგას გავუშვებდით ხელიდან? ძროხას შეხსნა ეგრევე თოკი, გადმოვაბით მანქანაზე და.... ![]() фото хостинг დაიქოქა... დაიქოქა ბიჯო, დაიქოქა... მოკლედ ჩამოვაღწიეთ ღამის 10 საათზე .. მერე ილარიონიჩს დავურეკეთ და დიდუბეში მოგვაკითხა, რომ სახლებში დავერიგებინეთ. ამასობაში მაცივარი გამოვხსენი და ჰოი საოცრებავ, ორაყი შემორჩენილიყო თავისი ''ზაკუსკით''. მივეცით 3-3 ჭიქა მე და თაზომ და ამასობაში ილარიონიჩის მანქანის ფარებმაც გამოანათა... ![]() ![]() მოკლედ, როგორც იყო და არ იყო 11 საათზე სახლში მივედი დამტვრეული, არაფრის თავი არ მქონდა... მოკლედ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფრის ასე ლამაზად ჩატარებაში. ორგანიზატორებს განსაკუთრებით. დიდი მადლობა ლევანს მედლებისთვის. მართალია დიდი ნერვების ფასად დაჯდა ეს ყველაფერი, მაგრამ ღირდა. დიდი მადლობა მსაჯებს. ლაშა ჩემპიონი ხარ. დიდი მადლობა ზახარიუსს გაძლებისთვის ![]() დიდი მადლობა ყველა მონაწილეს. დიდი მადლობა დებედას ადმინისტრაციას. მომავალ შეჯიბრზე ან დავრჩები ორგანიზატორად ან მხოლოდ მონაწილედ. არ შეიძლება ორივე ერთად იყო. სწორედ მაგიტომ არ მინდოდა მონაწილეობა. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, მაგრამ მაინც კარგი იყო ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 11:32 |