საყოველთაო დასუფთავების აქცია, ვნახოთ, რა შეგვიძლია?! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საყოველთაო დასუფთავების აქცია, ვნახოთ, რა შეგვიძლია?! |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოკლედ მოგახსენებთ სათქმელს:
შიდა საკლუბო სპორტინგის ჩემპიონატის შემდეგ, სავარაუდოდ მაისის ბოლოსკენ გვინდა დასუფთავების აქციის ჩატარება. აქ ყველა მონადირეები და მეთევზეები ვართ შეკრებილნი, ყველას გვაერთიანებს ბუნების სიყვარული, დარწმუნებული ვარ ყველამ კარგათ იცით დღევანდელი კატასტროფული მდგომარეობა, რაც ხდება ტბებზე, ტყეებში, მდინარეებზე და თუნდაც ეროვნული პარკების ტერიტორიებზე. ბევრს ვიღებთ ამ დალოცვილი დედაბუნებისგან, მაგრამ ძალიან ცოტას გავცემთ, ძალიან ცოტას ვზრუნავთ და არ ვაძლევთ ამოსუნთქვის საშუალებას. მოდით ერთი დღე გავერთიანდეთ, ავირჩიოთ ერთი კონკრეტული ადგილი და ისევ და ისევ ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის, დავასუფთაოთ დაბინძურებული ტერიტორია. ჩემი აზრით ეს აქცია ხელს შეუწყობს: 1. დასუფთავდება კონკრეტული ტერიტორია. 2. ტელევიზიის საშუალებით გავაშუქებთ და იქნებ მასიური ხასიათი მიიღოს. 3. ექნება გაცნობითი ხასიათი ფორუმელებსა და კლუბელებს შორის. 4. კარგი იქნება თუ შვილებს წამოვიყვანთ, ამით ძალიან კარგ მაგალითს მივცემთ მომავალ თაობას. 5. იქნებ გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ მონადირე ბუნების მტერი არ არის. თქვენი დახმარებით, იქნებ ავირჩიოთ ადგილი, სადაც ამ აქციას ჩავატარებთ. გამოთქვით თქვენი აზრი, რა ჯობია, როგორ ჯობია?! რომ ჩამოვყალიბდებით, დავუკავშირდები სპონსორებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რათა გვერდში დაგვიდგნენ აღნიშნული აქციის ჩასატარებლას.... ნუ დატოვებთ ამ თემას უყურადღებოთ, ეს ჩვენს მომავალს ეხება!!! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჭალიმგელა
ისე არწივის ხეობის დასუფთავება გვთხოვა დაცულებმა და რას იტყოდით? არწივის ხეობა კარგი ვარიანტია, მაგრამ შორია. თან მანდ ამირან კოდალაშვილი პატრონობს მაგ ხეობას და დასასუფთავებელიც არაფერია მგონი. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია დარეკვა ამირანთან და გარკვევ. თან თუ მანდ წავიდოდით, ჩემს ხოხბებსაც ვინახულებდი. ![]() ისე გუშინ მეც გზიდან მივბრუნდი. მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა, მაგრამ თაზომ დამირეკა და აზრი არ აქვს ნუღარ წამოხვალო. თუ ვინმე რამეს გაარკვევთ, შემეხმიანეთ ძალიან გთხოვთ. არც შრომა მეზარება და არც მანქანით მომსახურება. სიონს რაც შეეხება, თავს ვერ დავდებ, მაგრამ იმედი მაქვს გამოგვიყოფენ ნაგვის მანქანას. გამგებელს კარგად ვიცნობ და დაველაპარაკები. უბრალოდ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2025 - 11:22 |