კობრის მოშენება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

kamladzeguka
პოსტი Jul 2 2015, 13:55
პოსტი #1


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 29-June 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობა ხალხო. ბევრ თემას გადავაწყდი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი რამდენად გასცდა ფორუმის დისკუსიას ეს საკითხი. მაქვს ასეთი წინადადება. მარაბდაში არის ერთი კარგი ადგილი, საკმაოდ დიდი ფართობის და სიღრმის ხევია. არის გასაწმენდ–გასასუფთავებელი ხეებისგან, ბუჩქებისგან და ა.შ. ყველაზე მთავარი ისაა რომ ხევის განაპირას მაქვს დაჩა, სადაც ზაფხულ–გაზაფხულ–შემოდგომა არის მუდმივი მაცხოვრებელი (ზამთრის ძალიან სუსხიან დღეებში პირობები არაა იმისთვის შექმნილი რომ დარჩე)
გასარკვევია რამდენად არის შესაძლებელი ხევის მიერთება ჩემს დაჩასთან (დაკანონება) და შემდეგ უნდა აეწყოს საქმე (ასე მგონია)
ხევის გვერდით გადის მდინარე ალგეთიდან წამოსული არხი, წყლის პრობლემა არ იქნება. თუ არ ვცდები ერთხელ მანდ ხევში ვიღაცამ წყაროსაც მიაგნო. მოკლედ იდეალური პირობებია თევზის მოსაშენებლად. ერთი ოჩოპინტრეს სახელობის ტბა არ უნდა იყოს ამქვეყნად? :დ
მოკლედ ხვალ მივდივარ ადგილზე და კარგად გავარკვევ ყველაფერს.

თუ დაინტერესდით აქავარ, ინფოსაც მოგაწვდით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩელე
პოსტი Jul 2 2015, 15:51
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



kamladzeguka

კარგია კარგი ინიციატივები. უბრალოდ გასარკვევია შემდეგი საკითხები:

1. ვის ეკუთვნის კონკრეტულად ეგ ტერიტორია. ნაკრძალი ან დაცული ტერიტორია ხომ არ არის. გასარკვევია რეესტრში.
2. უფლება წყლით სარგებლობისთვის. ეს ალბათ გამგეობაში უნდა გაირკვეს.
3. საფრთხეს ხომ არ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას ეს ტბა. რამდენად არის იმის შანსი, რომ წყალმა დატბოროს მიმდებარე ტერიტორია წყალდიდობის ან უბედური შემთხვევის დროს.
4. მეწყერსაშიში ზონა ხომ არ არის

კიდევ იქნება რაღაც საკითხები, რომლებიც უცბათ წამოყოფენ თავებს newsmile05.gif მოკლედ საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა ჩემი აზრით დაძლევადი. დიდი ხანია მიდის მსგავს პროექტზე ფიქრი კლუბში და იმედი მაქვს ოდესმე გვექნება საკუთარი ტბა.


იქნებ ფოტოები გადაუღო და მოგვაწოდო რამენაირად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th July 2025 - 13:21