ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც იცით და ზოგმა შეიძლება არ ციცით გაფორმდა მემორანდუმი გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის
არსი მდებარეობს იმაში რომ ყველა მხრიდან დავარტყათ ბრაკონიერებს თევზის კონტროლი დაიწყება ბაზრებში, საბითუმო წერტილებში, სადაც თეორიულად შესაძლებელია დენით დაჭერილი თევზის რეალიზაცია შეგვიძლია ბრაკონიერების ფაქტებზე დავრეკოთ 112 და სამივე სამინისტროს თანამშრომლები ერთდროულ რეაგირებას გააკეთებენ ფაქტზე. ეს გააიოლებს ბრაკონიერებთან ბრძოლას გუშინ შსს ში გაიმართა სხდომა, სადაც მოვიწვიეთ ყველა არსებული კლუბის წარმომადგენელი. მაპატიოს თუ ვინმე უნებლიედ გამომრჩა. განვიხილეთ საკითხები და მოგვეცა დავალება წარვადგინოთ პროექტები როგორ ვევრძოლოთ ბრაკონიერებს უფრო ეფექტურად ყველა კლუბს ეთხოვა მოამზადოს თავისი მოსაზრება და მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მთავრობიდან მხარდაჭერა გვაქვს რომ იმოქმედებენ ისე როგორც ჩვენ ვურჩევთ ეს ფაქტიურად გამოწვევაა და თუ რამის მოფიქრება შეგვიძლია ეხლა მაგის დროა ზუსტად. (მერე სხვას რომ არარაფერი გადავაბრალოთ) გთხოვთ განვიხილოთ თქვენი მოსაზრებები და თუ რამე კონკრეტული ფაქტი იცით ერთობლივად სამივე სამინისტროსთან შეგვიძლია დავეცეთ ველი გამოხმაურებებს |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ ისეტი წინადადება შემოგვთავაზეს რომ აწი ჩვენს თავს დავაბრალოთ თუ რამე არ გამოვა, თუ ეგრეა.. ადრეც დავწერე და ეხლაც ვიტყვი აგერ. რეალურად თუ უნდათ ბრაკონიერობასთან ბრძოლა..სერიოზული კონტროლია საჭირო. ეგრე ლოკალური მივარდნები..არანაირ ეფექტს არ მოიტანს და საქმის კეთების იმიტაციის მეტს არაფერს მოგვცემს. მერე ვიღაცას დააჯარიმებენ..მერე ვიღაცის ახლობელი აღმოჩნდება და ა..შ.. 2 კვირა თავს შეიკავებენ და ისევ დაუბრუნდებიან თავიანთ "საქმიანობას". ყველას რომ ყველგან მივუვარდეთ.. 5000 კაციან ლაშქარი დაგვჭირდება..მუდმივ მზადყოფნაში. თან იმ ვადით..სანამ ახალი თაობა არ გაიზრდება..ვინ ეგეთებს აღარ იზავს. მოკლედ....ეგ..ბევრი ვერაფრის მომცემი იქნება. ამიტომ. სერიოზული კონტროლი..უნდა დაიწყოს აღრიცხვით.. ანუ..ვის უნდა იყოს მონადირე და მეთევზე. ყველა...ვისაც უყვარს ნადირობა-თევზაობა..უნდა გაწევრიანდეს რომელიმე კლუბში.. ან შეიკრან ჯგუფებად და დააფუძნონ თავიანთი კლუბები. ეგ მოგვცემს იმას..რომ ეგ კონკრეტული ადამიანი..პასუხისმგებელი ხდება..თავისი კლუბის წინაშე და არა მთელი სახელმწიფოსი..რომელსაც ადვილად უსხლტება ხელიდან. იმ კონკრეტულ ადამიანს.. თვითონ თავისი კლუბი მიხედავს..რომ ეგეთები აღარ იჩალიჩოს..თორემ თვითონ კლუბს მოუწევს მიკეტვა. რას ნიშნავს მიკეტილი კლუბი?.. გაფუჭებულ რეიტინგს და თუ სხვაგან ვერ გადანაწილდნენ დანარჩენები და იმათი ქსივა არ ექნებათ ..საერთოდ ვეღარ შეძლებენ თევზაობა-ნადირობას. მაკონტროლებლებს კი მარტო ის მოუწევთ..შეუმოწმონ საბუთები და ვისი ქსივაც აღმოაჩნდება ჯიბეში..იმ კლუბს გამოუგზავნონ ჯარიმა. დამრღვევს თვითონ კლუბი მიხედავს. მოკლედ..პრინციპი ეგეთია.. აფუჭებს ერთი..ისჯება რამდენიმე. მისი უახლოესი თანამეინახეები. ამიტომ..თითონ მიხედავენ. კლუბის ქსივის გარეშე კი.. ნადირობა-თევზაობის ნებართვა არავის ქწონდეს. ეგ არ ნიშნავს..ადამიანების იძულებით შერეკვას..რომელიმე კონკრეტულ კლუბში. ვისაც სად მოესურვება..იქ გაწევრიანდეს..ან ახალი დააფუძნოს. მთავარია..ვინმე კონკრეტულ პირებთან იყოს პასუხისმგბელი და არა მთელი სახელმწიფოს წინაშე. აი ეგ..გააჩერებს ბრაკონიერობას გლობალურად. მაგისი კოპნტროლი ბევრად ადვილიც არის და ნაკლებ დანახარჯებსაც მოითხოვს. ვისაც არ ექნება კიდე არცერთი კლუბის ქსივა.. გამოცხადდეს ოფიციალურ ბრაკონიერად და რაც წერია კანონში ბაკონიერებზე..ისე მიხედონ ვისაც ევალება. ან შევეშვათ ლანძღვას თუ ისევ ესე იქნება ყველაფერი..და კონკრეტულ ბრაკებს დავუწყებთ დევნას..ნამდვილად არაფერი არ გამოვა. ცოტახნით დავაფრთხობთ ვიღაცას..მაგრამ მალე მოეცემა ისევ გული და გააგრძელებს თავის "საქმეს". ასე რომ ლანძღვის უფლება დაგვრჩება. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 02:50 |