ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც იცით და ზოგმა შეიძლება არ ციცით გაფორმდა მემორანდუმი გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის
არსი მდებარეობს იმაში რომ ყველა მხრიდან დავარტყათ ბრაკონიერებს თევზის კონტროლი დაიწყება ბაზრებში, საბითუმო წერტილებში, სადაც თეორიულად შესაძლებელია დენით დაჭერილი თევზის რეალიზაცია შეგვიძლია ბრაკონიერების ფაქტებზე დავრეკოთ 112 და სამივე სამინისტროს თანამშრომლები ერთდროულ რეაგირებას გააკეთებენ ფაქტზე. ეს გააიოლებს ბრაკონიერებთან ბრძოლას გუშინ შსს ში გაიმართა სხდომა, სადაც მოვიწვიეთ ყველა არსებული კლუბის წარმომადგენელი. მაპატიოს თუ ვინმე უნებლიედ გამომრჩა. განვიხილეთ საკითხები და მოგვეცა დავალება წარვადგინოთ პროექტები როგორ ვევრძოლოთ ბრაკონიერებს უფრო ეფექტურად ყველა კლუბს ეთხოვა მოამზადოს თავისი მოსაზრება და მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მთავრობიდან მხარდაჭერა გვაქვს რომ იმოქმედებენ ისე როგორც ჩვენ ვურჩევთ ეს ფაქტიურად გამოწვევაა და თუ რამის მოფიქრება შეგვიძლია ეხლა მაგის დროა ზუსტად. (მერე სხვას რომ არარაფერი გადავაბრალოთ) გთხოვთ განვიხილოთ თქვენი მოსაზრებები და თუ რამე კონკრეტული ფაქტი იცით ერთობლივად სამივე სამინისტროსთან შეგვიძლია დავეცეთ ველი გამოხმაურებებს |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 19-June 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
თქვენის ნებართვით გამოვთქვამ მეც ჩემ აზრს აღნიშნულთან დაკავშირებით.
მართლაც მისასალმებელია მთავრობის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა, იქნებ ეხლა მაინც ეშველოს რამე ამ ,, მოუშორებელ ჭირს" 1. უნდა აიკრძალოს ბრაკონიერული საშუალებებით ვაჭრობა, გაკონტროლდეს ყველა სამონადირე მაღაზია, ბრაკონიერული საშუალებებით ვაჭრობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კონტკრეტული მაღაზია ან ფიზიკური პირი დაჯარიმდეს სოლიდური ჯარიმით. 2. აიკრძალოს ნანადირევის გაყიდვა. 3. გაკონტროლდეს ისეტი ადგილები სადაც იყიდება თევზი (ბაზრები და ა.შ) იმ სახეობის თევზის აღმოჩენის შემთხვევაში რომელზედაც თევზაობა აკრძალულია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. 4. მაქსიმალურად გაშუქდეს ტელევიზიით, ყველა ბრაკონიერული გამოვლენილი პაქტი და სამართალდამცველების რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. 5. ყველა ადამიანს რომელიც დაჯარიმდება ბრაკონიერობისთვის, ჩამოერთვას ან შეუჩერდეს რამოდენიმე წლით ნადირობის უფლება. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 04:43 |