ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც იცით და ზოგმა შეიძლება არ ციცით გაფორმდა მემორანდუმი გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის
არსი მდებარეობს იმაში რომ ყველა მხრიდან დავარტყათ ბრაკონიერებს თევზის კონტროლი დაიწყება ბაზრებში, საბითუმო წერტილებში, სადაც თეორიულად შესაძლებელია დენით დაჭერილი თევზის რეალიზაცია შეგვიძლია ბრაკონიერების ფაქტებზე დავრეკოთ 112 და სამივე სამინისტროს თანამშრომლები ერთდროულ რეაგირებას გააკეთებენ ფაქტზე. ეს გააიოლებს ბრაკონიერებთან ბრძოლას გუშინ შსს ში გაიმართა სხდომა, სადაც მოვიწვიეთ ყველა არსებული კლუბის წარმომადგენელი. მაპატიოს თუ ვინმე უნებლიედ გამომრჩა. განვიხილეთ საკითხები და მოგვეცა დავალება წარვადგინოთ პროექტები როგორ ვევრძოლოთ ბრაკონიერებს უფრო ეფექტურად ყველა კლუბს ეთხოვა მოამზადოს თავისი მოსაზრება და მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მთავრობიდან მხარდაჭერა გვაქვს რომ იმოქმედებენ ისე როგორც ჩვენ ვურჩევთ ეს ფაქტიურად გამოწვევაა და თუ რამის მოფიქრება შეგვიძლია ეხლა მაგის დროა ზუსტად. (მერე სხვას რომ არარაფერი გადავაბრალოთ) გთხოვთ განვიხილოთ თქვენი მოსაზრებები და თუ რამე კონკრეტული ფაქტი იცით ერთობლივად სამივე სამინისტროსთან შეგვიძლია დავეცეთ ველი გამოხმაურებებს |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჩემის აზრით, მივარდნა და ბადეების ამოღება საქმეს ვერ უშველის. ყველამ ვიცით სადაც არის ბადეები ჩადებული და სადაც ადუღებენ წყალს. სწორედ ჩასაფრებით უნდა მოხდეს, ბადის ჩამგებების დაკავება, ასევე ელკტრიკების ადგილზე დაკავება..
უნდა გაშუქდეს ყველა აღკვეთილი შემთხვევა ტელევიზიით და პრესი, ასევე სოციალური ქსელებით.დამრღვევევბს უნდა დაედოს სერიოზული სანქციები (ჯარიმა დიდი და ნადირობა -თევზაობის სამუდამო თუ არა მინ.5 წლიანი აკრძალვა.) დარწმუნებული ვარ საკმარისია თუნდა ხშირი ასეთი "პიარი"-ს გაშუქება, რომ სხვამ მიაყენოს შიშით ერთი ადგილი. საჭიროა მინდვრებში გატარდეს რეიდები, სეზონის გახსნამდე ნადირობის აღსაკვეთად და სეზონის პერიოდში მანოკისტების მოსაჭიმად. ასევე გაკონტროლდეს, კანონით გაწერილი რაოდენობა. დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს როგორც თანამდებობის პირების , ასევე მათი "ნაცნობები"-ს წინააღმდეგ. ბრაკონიერული საშუალებების გამყიდველები როგორც მაღაზიებში, ასევე ინტერნეტ საიტებზე იქნეს გამოვლენილი და მოჭიმული მკაცრად. დაჯარიმებული იქნენ არა მარტო აკრძალული მეთოდით მოპოვებული ნანადირევ ნათევზავების ბაზრებში შემტანები, არამედ მათი რეალიზატორებიც. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს თბილისიდან მოშორებით მყოფ რაიონებს, სადაც ვერ მოხერხდება თბილისიდან ოპერატიულად ჩასვლა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 16:29 |