ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც იცით და ზოგმა შეიძლება არ ციცით გაფორმდა მემორანდუმი გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის
არსი მდებარეობს იმაში რომ ყველა მხრიდან დავარტყათ ბრაკონიერებს თევზის კონტროლი დაიწყება ბაზრებში, საბითუმო წერტილებში, სადაც თეორიულად შესაძლებელია დენით დაჭერილი თევზის რეალიზაცია შეგვიძლია ბრაკონიერების ფაქტებზე დავრეკოთ 112 და სამივე სამინისტროს თანამშრომლები ერთდროულ რეაგირებას გააკეთებენ ფაქტზე. ეს გააიოლებს ბრაკონიერებთან ბრძოლას გუშინ შსს ში გაიმართა სხდომა, სადაც მოვიწვიეთ ყველა არსებული კლუბის წარმომადგენელი. მაპატიოს თუ ვინმე უნებლიედ გამომრჩა. განვიხილეთ საკითხები და მოგვეცა დავალება წარვადგინოთ პროექტები როგორ ვევრძოლოთ ბრაკონიერებს უფრო ეფექტურად ყველა კლუბს ეთხოვა მოამზადოს თავისი მოსაზრება და მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მთავრობიდან მხარდაჭერა გვაქვს რომ იმოქმედებენ ისე როგორც ჩვენ ვურჩევთ ეს ფაქტიურად გამოწვევაა და თუ რამის მოფიქრება შეგვიძლია ეხლა მაგის დროა ზუსტად. (მერე სხვას რომ არარაფერი გადავაბრალოთ) გთხოვთ განვიხილოთ თქვენი მოსაზრებები და თუ რამე კონკრეტული ფაქტი იცით ერთობლივად სამივე სამინისტროსთან შეგვიძლია დავეცეთ ველი გამოხმაურებებს |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
წარმოიდგინეთ რომ გდი ს უფროსი ან მინისტრი ხარ და გავაკეთოთ რასაც იტყვით. ხოდა ხომ ვთქვი?.. ეხლა მაგისი მუხლებით და პუნქტებით მიმოხილვა გამიჭირდება..არ ვიცი მაგდენი იურიდიული კუთხით..მაგრამ მთავარი ეგ უნდა ოყოს. უბრალოდ... გადავხედოთ რეალობას. 1 სამართალდამცავზე.. ალბათ 500 ბრაკონიერი მოდის. მაგ 500-დან.. 200-ს ეგრედ წოდებული "კრიშა" ყავს. რომელიღაც მიჩქმალული ჩინოვნიკი..რომელც ხელს ითბობს იმ ბაზრებიდან იქნება თუ რესტორნებიდან. მოკლედ.. კი შეგვიძლია მივარდნა და დაწიოკება..რომელიმე კონკრეტული ბრაკონიერის. მაგრამ ეგ დიდხანს არ იმუშავებს. მაგ მეთოდით რომ გააკონტროლო ყველა.. უბრალოდ იმხელა რესურსი და ფინანსები დაჭირდება.. შანსი არ არის ეგ გამოვიდეს. ქარის წისქვილებთან ბრძოლა გამოვა. ხერხი რომ ჯობია ხონესა..ეგ კი დიდიხანია ვიცით. ჩემ ვერსიაში.. გაცილებიტ მარტივად არის საქმე. ბრაკონიერს ეკარგება ბრაკონიერობის სურვილი. უფრო სწორად აკარგინებენ ძალით. ეგ ხდება უმტკივნეულოდ. დიდი დანახარჯების გარეშე და ადვილად საკონტროლებელიც არის. ისე გაქრებიან თვითონვე..არ წავა იმისი ქექვა..ვინ რას აფუჭებდა აქამდე. სხვათაშორის..ეგ ყველ;აფერი..გადასარევია ეკონომიკის ამბავშიც. ის რესტორნები და ბაზრობები..კერძო მეურნეობებიდან იყიდიან იმ თევზს და ბრაკონიერებს აღარ დაელოდებიან. უკეთესად ამუშავდება თევზის მეურნეობებიც. ბიუჯეტშიც მეტი ფული შევა და შავი ბაზარიც შევიწროვდება მაქსიმალურად. აი მერ ომ მინისტრი ვიყო..ამას ვიზავდი რა იავიცი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 22:14 |