ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც იცით და ზოგმა შეიძლება არ ციცით გაფორმდა მემორანდუმი გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის
არსი მდებარეობს იმაში რომ ყველა მხრიდან დავარტყათ ბრაკონიერებს თევზის კონტროლი დაიწყება ბაზრებში, საბითუმო წერტილებში, სადაც თეორიულად შესაძლებელია დენით დაჭერილი თევზის რეალიზაცია შეგვიძლია ბრაკონიერების ფაქტებზე დავრეკოთ 112 და სამივე სამინისტროს თანამშრომლები ერთდროულ რეაგირებას გააკეთებენ ფაქტზე. ეს გააიოლებს ბრაკონიერებთან ბრძოლას გუშინ შსს ში გაიმართა სხდომა, სადაც მოვიწვიეთ ყველა არსებული კლუბის წარმომადგენელი. მაპატიოს თუ ვინმე უნებლიედ გამომრჩა. განვიხილეთ საკითხები და მოგვეცა დავალება წარვადგინოთ პროექტები როგორ ვევრძოლოთ ბრაკონიერებს უფრო ეფექტურად ყველა კლუბს ეთხოვა მოამზადოს თავისი მოსაზრება და მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მთავრობიდან მხარდაჭერა გვაქვს რომ იმოქმედებენ ისე როგორც ჩვენ ვურჩევთ ეს ფაქტიურად გამოწვევაა და თუ რამის მოფიქრება შეგვიძლია ეხლა მაგის დროა ზუსტად. (მერე სხვას რომ არარაფერი გადავაბრალოთ) გთხოვთ განვიხილოთ თქვენი მოსაზრებები და თუ რამე კონკრეტული ფაქტი იცით ერთობლივად სამივე სამინისტროსთან შეგვიძლია დავეცეთ ველი გამოხმაურებებს |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ალბათ არავისთვის უცხო და გასაკვირი არაა რომ უფრო ხშირად სწორედ ის ადამიანები ბრაკონიერობენ ვისაც ევალებათ ბუნების დაცვა და ბრაკონიერობის ფაქტების აღმოჩენა. ამიტომ მთლიანად მათ დავალდეს ბრაკონიერობის აღმოფხ**ა ნაკლებეფექტური იქნება ჩემი აზრით.
ეფექტური იაფი და მარტივი მგონია შეიქმნას ჯგუფი (სახელმწიფო სტრუქტურაში. სასურველია თუ იმ რაიონის მკვიდრები არ იქნებიან სადაც მათი სამუშაო ზონა იქნება) და ამ ჯგუფის ფუნქცია იყოს ფოტოხაფანგების მონტაჟი და შემდეგ ინფორმაციის მოგროვება. საკმაოდ მცირე ადამიანური რესურსით და მატერიალური დანახარჯებით შესაძლებელი იქნება დიდი საქმის გაკეთება. წარმოიდგინეთ მდინარის პირას დამონტაჟებული ფოტოხაფანგი. ერთი კვირის განმავლობაში ყველა ბრაკონიერი იქნება ფირზე თუ ვიდეოში აღბეჭდილი. გაცილებით იაფი არ დაჯდება ფოტოხაფანგი ვიდრე 24 საათიანი გარემოს დამცველების რეოდები? თან აპარატი ადამიანზე უფრო კეთილსინდისიერად ხომ შეასრულებს თავის საქმეს. ასე მგონია რომ გარემოს დაცვის სამინისტროში პატარა ასეთი ჯგუფის შექმნით ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეიძლება. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 19:25 |