ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც იცით და ზოგმა შეიძლება არ ციცით გაფორმდა მემორანდუმი გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის
არსი მდებარეობს იმაში რომ ყველა მხრიდან დავარტყათ ბრაკონიერებს თევზის კონტროლი დაიწყება ბაზრებში, საბითუმო წერტილებში, სადაც თეორიულად შესაძლებელია დენით დაჭერილი თევზის რეალიზაცია შეგვიძლია ბრაკონიერების ფაქტებზე დავრეკოთ 112 და სამივე სამინისტროს თანამშრომლები ერთდროულ რეაგირებას გააკეთებენ ფაქტზე. ეს გააიოლებს ბრაკონიერებთან ბრძოლას გუშინ შსს ში გაიმართა სხდომა, სადაც მოვიწვიეთ ყველა არსებული კლუბის წარმომადგენელი. მაპატიოს თუ ვინმე უნებლიედ გამომრჩა. განვიხილეთ საკითხები და მოგვეცა დავალება წარვადგინოთ პროექტები როგორ ვევრძოლოთ ბრაკონიერებს უფრო ეფექტურად ყველა კლუბს ეთხოვა მოამზადოს თავისი მოსაზრება და მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მთავრობიდან მხარდაჭერა გვაქვს რომ იმოქმედებენ ისე როგორც ჩვენ ვურჩევთ ეს ფაქტიურად გამოწვევაა და თუ რამის მოფიქრება შეგვიძლია ეხლა მაგის დროა ზუსტად. (მერე სხვას რომ არარაფერი გადავაბრალოთ) გთხოვთ განვიხილოთ თქვენი მოსაზრებები და თუ რამე კონკრეტული ფაქტი იცით ერთობლივად სამივე სამინისტროსთან შეგვიძლია დავეცეთ ველი გამოხმაურებებს |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 37 რეგისტრ.: 28-May 15 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოკლედ, მე მაქვს ასეთი შეთავაზება ხსენებულ სამინისტროებთან: ყველა მონადირეთა კლუბი, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული და წარმოადგენს იურიდიულ პირს, ყველა ეს კლუბი შეარჩევს რამოდენიმე მონადირეს, რომელიც ლოკალურად( კონკრეტულ რეგიონში) ითანამშრომლებს იმ უწყებებთან რომლებსაც დაევალებათ ბრაკონიერობასთან ბრძოლა! უნდა შეიქმნას "საზოგადო ეგერის" მსგავსი ინსტიტუტი! სხვაგვარად ვინ იქნება მონადირე რომელიც ითანამშრომლებს გდისთან? არამკითხე მოამბე! ჰოდა ასეთი ინსტიტუტი გარკვეულ სტატუსს მისცემს ამ მონადირეს! ეს ხალხი არ იქნება რომელიმე უწყების თანამშრომელი და არ ექნებათ ხელფასი! უბრალოდ, ექნებათ "საზოგადო ეგერის" (თუ რაც გნებავთ ის დავარქვათ) ქსივა! დაახლოებით ისეთივე ქსივა, როგორც კლუბის წევრ მონადირეებს აქვთ! ყველ მონადირულ კლუბში არის ხალხი, რომელიც ენთუზიაზმით ებრძვის ბრაკობას! ვისაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უყვარს ბუნება და გული შეტკივა მასზე! ერთი სიტყვით მე არ გამიჭირდება ასეთი ხალხის მოძიება ჩემს კლუბში( კლუბი "ბაზიერი") და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს კლუბშიც ისევე როგორც სხვა კლუბებში არ არის პორბლემა ასეთი ხალხის შერჩევა! თან როცა, ეს ყველაფერი კონკრეტულ რაიონში მცხოვრებ მონადირეს დაევალება, რომელმაც ხუთი თითივით იცის ყველა სანადირო-სათევზაო ადგილი და რომელიც მართლა მოწადინებულია ბრაკობის აღმოსაფხ**ელად, მასზე უკეთ ამას, სხვა რეგიონიდან ჩასული გდის წარმომადგენელი იქნება ეს თუ სხვა უწყების, ვერ მოახერხებს! ამ თემის გაშლა უკეთაც შეიძლება და რავიცი.... თქვით თქვენც, თქვენი აზრი!
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია giohunt-1982: Jul 4 2015, 08:16 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 16:26 |