ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც იცით და ზოგმა შეიძლება არ ციცით გაფორმდა მემორანდუმი გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის
არსი მდებარეობს იმაში რომ ყველა მხრიდან დავარტყათ ბრაკონიერებს თევზის კონტროლი დაიწყება ბაზრებში, საბითუმო წერტილებში, სადაც თეორიულად შესაძლებელია დენით დაჭერილი თევზის რეალიზაცია შეგვიძლია ბრაკონიერების ფაქტებზე დავრეკოთ 112 და სამივე სამინისტროს თანამშრომლები ერთდროულ რეაგირებას გააკეთებენ ფაქტზე. ეს გააიოლებს ბრაკონიერებთან ბრძოლას გუშინ შსს ში გაიმართა სხდომა, სადაც მოვიწვიეთ ყველა არსებული კლუბის წარმომადგენელი. მაპატიოს თუ ვინმე უნებლიედ გამომრჩა. განვიხილეთ საკითხები და მოგვეცა დავალება წარვადგინოთ პროექტები როგორ ვევრძოლოთ ბრაკონიერებს უფრო ეფექტურად ყველა კლუბს ეთხოვა მოამზადოს თავისი მოსაზრება და მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მთავრობიდან მხარდაჭერა გვაქვს რომ იმოქმედებენ ისე როგორც ჩვენ ვურჩევთ ეს ფაქტიურად გამოწვევაა და თუ რამის მოფიქრება შეგვიძლია ეხლა მაგის დროა ზუსტად. (მერე სხვას რომ არარაფერი გადავაბრალოთ) გთხოვთ განვიხილოთ თქვენი მოსაზრებები და თუ რამე კონკრეტული ფაქტი იცით ერთობლივად სამივე სამინისტროსთან შეგვიძლია დავეცეთ ველი გამოხმაურებებს |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
NickAdams
ძალიან სასიამოვნოა.რომ გამოეხმაურეთ ამ თემას. ძალიან სწორი აქცენტები გაქვთ საკითხისადმი. ![]() ავიღოთ მაგალითად ბელორუსიის კანონმდებლობა იქ თევზის დენით მოპოვება კი არა წყალსატევთან თუ სწორად მახსოვს მანძილი 300 მეტრზე ახლო ყოფნა აკრძალული მოწყობილობით უკვე დასჯადია. თუ მაინცდამაინც კანონების შეცვლაზე მიდგა საქმე.. აი ეს კანონი შეცვალონ. როგორც ბელორუსიაში ყოფილა. ეგ კანონი..უკვე გამორიცხავს ყოველგვარ საბუთომანიას..ექსპერტიზებს და თავის მართლების საშუალებას. სინამდვილეში რაც ხდება..ხომ ყველას გვესმის. როდესაც ბევრი მიზეზია "ვერ დასაკავებლად" გადასარევად იყენებენ ვისაც მაგისი საშუალება ეძლევა. მაგრამ შეხვედრაზე ერთერთი ფედერაციის ხელმძღვანელმა კონტრარგუმენტად ის მოიყვანა, რომ ამით ზარალდებოდა თევზის მეურნეობის (ტბორების) ის მესაკუთრენი, რომლებიც თევზის გასაყიდად მოსაპოვებლად საკუთარ ტბორებში იყენებდნენ დენის აპარატებს. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ? ამაზე რა უნდა ვთქვა არც კი ვიცი. რასქვია "საკუთარ ტბორში" იყენებენ?.. დენის გაშვება რას ანადგურებს არ იცის?.. ეგ წყლის რესურსი..სულაც არ არის მაგათი საკუთრება. დენი კი ყველაფერს სპობს...რითაც თევზი იკვებება ბუნებრივ პირობებში. მაგ აღიარების გამო.. უკვე დასაჯარიმებელი ყოფილა. რაც შეეხება სამინისტროთა შორის თანამშრომლობას. ისევ თევზის რეალიზაციის თემას რომ დავუბრუნდეთ. გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით ასეთი რამ მითხრეს სამინისტროში, ვერ დავადგენთ, რომ დენით არის მოკლულიო, ექსპერტიზისათვის სამხარაულის ბიურო 5000 ლარს ითხოვსო. მაგაზე არსებობს ერთი ქართული ანდაზა. "მიზეზ მიზეზ..დოს მარილი აკლიაო" ეგრე აწობთ და იმისი ბრალია ეგ ყველაფერი. ამიტომ უნდა გაძლიერდეს კლუბები და გააქტიურდნენ ამ ყველაფრის მოწესრიგების მომხრე ადამიანები. რაც შეიძლება მეტმა ამოვიღოტ ხმა.. და სხვანაირად თუ არ უნდათ..მივადგეთ ერთ მშვენიერ დღეს ყველა ერთად. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 22:43 |