კობრის მოშენება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კობრის მოშენება, საინტერესო წინადადება
kamladzeguka
პოსტი Jul 2 2015, 13:55
პოსტი #1


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 29-June 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობა ხალხო. ბევრ თემას გადავაწყდი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი რამდენად გასცდა ფორუმის დისკუსიას ეს საკითხი. მაქვს ასეთი წინადადება. მარაბდაში არის ერთი კარგი ადგილი, საკმაოდ დიდი ფართობის და სიღრმის ხევია. არის გასაწმენდ–გასასუფთავებელი ხეებისგან, ბუჩქებისგან და ა.შ. ყველაზე მთავარი ისაა რომ ხევის განაპირას მაქვს დაჩა, სადაც ზაფხულ–გაზაფხულ–შემოდგომა არის მუდმივი მაცხოვრებელი (ზამთრის ძალიან სუსხიან დღეებში პირობები არაა იმისთვის შექმნილი რომ დარჩე)
გასარკვევია რამდენად არის შესაძლებელი ხევის მიერთება ჩემს დაჩასთან (დაკანონება) და შემდეგ უნდა აეწყოს საქმე (ასე მგონია)
ხევის გვერდით გადის მდინარე ალგეთიდან წამოსული არხი, წყლის პრობლემა არ იქნება. თუ არ ვცდები ერთხელ მანდ ხევში ვიღაცამ წყაროსაც მიაგნო. მოკლედ იდეალური პირობებია თევზის მოსაშენებლად. ერთი ოჩოპინტრეს სახელობის ტბა არ უნდა იყოს ამქვეყნად? :დ
მოკლედ ხვალ მივდივარ ადგილზე და კარგად გავარკვევ ყველაფერს.

თუ დაინტერესდით აქავარ, ინფოსაც მოგაწვდით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩელე
პოსტი Jul 8 2015, 11:07
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რაღაც ვერ ვხვდები. პირველ ფოტოზე ხეებია ბევრი. სად შეიძლება, რომ მანდ ტბა გაკეთდეს ვერ მივხვდი. ასევე, მეორე ფოტოზე. ძალიან პატარა ადგილი მეჩვენება. თან თითქოს ჩავარდნილი ადგილია. ხევის ჩაკეტვის უფლებს არ მოგვცემენ. თუ მაინცდამაინც, ხევის გვერდით უნდა გაკეთდეს და არა ხევში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 23:57