ქათმისნაირთა გამრავლების დიდი პროექტი, გნილი, კაკაბი, ხოხობი, დურაჯი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქათმისნაირთა გამრავლების დიდი პროექტი, გნილი, კაკაბი, ხოხობი, დურაჯი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც იქნა ოცნების ასრულებას ვიწყებთ და ვაშენებთ ვოლიერებს ქათმისნაირთა მოსამრავლებლად და ნაწილის ბუნებაში გასაშვებად
მე და დირექტორმა გადავწყვიტეთ ეროვნული სატყეო სანერგის ბაზაზე გავაკეთოთ "ფლორა-ფაუნის ეროვნული საშენი" გავიარეთ ბევრი კოსულტაცია დავუკავშირდით ყველა მაგ საქმის მცოდნეს. დიდი მადლობა ირაკლი ბრეგვაძეს და ყველას გვერდში დგომისთვის ასევე ახალი მინისტრი მთელი სულით და გულით გვიდგას გვერდით, დანარჩენი საქმე და ცოტა ბიუროკრატიების გადალახვა გველოდება ესეც საპილოტე საცდელი ხოხობ კაკბები კოლხური ხოხბები 2,5 თვის ![]() ![]() ![]() ![]() hosting images ესეც ირაკლის კაკბები. მთავარი სახოხბე ვოლიერი ეხლა იწყება და სურათებს შემოგთავაზებთ, იქნება ველურ ბუნებასტან მაქსიმალურად მიახლოებული სადედე საკაკბე მზადაა და გადაყვანის მერე იმ სურატებსაც შემოგთავაზებთ ![]() ![]() ![]() ![]() upload png სიახლეებს მაქსიმალურად მოგაწვდით. ისე თუ ვინმე გაიმეტებს და დამეხმარება ენდემებით მადლობელი დავრჩები |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სოფ.ახალდაბის გამოღმა დიდველს ეძახიან ადრე ამ ათიოდე წლის წინათ ძაღლს /მდევარს/ხშირად ამოუფრენია ხოხობიც და კაკბის გუნდიც მამალი ხოხბის ყივილიც ხშირად გამიგია ეხლა ერთსაც ვერ ნახავ ისე გადაშენდა დანამდვილებით შემიძლია თქმა რომ ისინი მონადირეებს არ ამოუწყვეტიათ საკვები რესურსის გამო გადაშენდნენ ამით იმის თქმა მინდა გაშვებითაც ისეთ ადილზე უნდა გაუშვათ რომ თავის რჩენა შეეძლოთ.სანამ ცხონებული ტარიელ კაპანაძე იყო გარდაბნის ნაკრძალის დირექტორი ეგერებს ტურის მოკვლის სავალდებულო გეგმა ჰქონდათ წელიწადში 200 ტურა ეხლა მოგჭამა ჭირი სადღაა ან ხოხობი ან ღორი ან ირემი მდევრის პატრონებს ხშირად გვეძახდნენ მტაცებლების გასანადგურებლად ასე რომ პატრონი უნდა ყველაფერს პატრონი.თქვენ ინიციატივას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 23:54 |