ქათმისნაირთა გამრავლების დიდი პროექტი, გნილი, კაკაბი, ხოხობი, დურაჯი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქათმისნაირთა გამრავლების დიდი პროექტი, გნილი, კაკაბი, ხოხობი, დურაჯი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
როგორც იქნა ოცნების ასრულებას ვიწყებთ და ვაშენებთ ვოლიერებს ქათმისნაირთა მოსამრავლებლად და ნაწილის ბუნებაში გასაშვებად
მე და დირექტორმა გადავწყვიტეთ ეროვნული სატყეო სანერგის ბაზაზე გავაკეთოთ "ფლორა-ფაუნის ეროვნული საშენი" გავიარეთ ბევრი კოსულტაცია დავუკავშირდით ყველა მაგ საქმის მცოდნეს. დიდი მადლობა ირაკლი ბრეგვაძეს და ყველას გვერდში დგომისთვის ასევე ახალი მინისტრი მთელი სულით და გულით გვიდგას გვერდით, დანარჩენი საქმე და ცოტა ბიუროკრატიების გადალახვა გველოდება ესეც საპილოტე საცდელი ხოხობ კაკბები კოლხური ხოხბები 2,5 თვის ![]() ![]() ![]() ![]() hosting images ესეც ირაკლის კაკბები. მთავარი სახოხბე ვოლიერი ეხლა იწყება და სურათებს შემოგთავაზებთ, იქნება ველურ ბუნებასტან მაქსიმალურად მიახლოებული სადედე საკაკბე მზადაა და გადაყვანის მერე იმ სურატებსაც შემოგთავაზებთ ![]() ![]() ![]() ![]() upload png სიახლეებს მაქსიმალურად მოგაწვდით. ისე თუ ვინმე გაიმეტებს და დამეხმარება ენდემებით მადლობელი დავრჩები |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
assassin29
სადაც მე სახოხბეები ვიცოდი ხოხობი კიარა ობოლი კალია არ დახტის სწორედ მაგიტომ არის ენდემური ანუ გადაჯიშების გზაზეა უკვე კოლხური ხოხობი. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ბევრი სახოხბე, რომელიც მოამრავლებს კოლხურს და გაუშვებს ბუნებაში. დედოფლისწყაროში არის სახოხბე, რომლებსაც ჰყავს კოლხური და რომელიც წელიწადში ორჯერ უშვებს რაღაც რაოდენობას ბუნებაში. შარშან 40 ფრთა ივრის ჭალებში გაუშვეს. ეს ადამიანი თავისი ფინანსებით აკეთებს ყველაფერს. მართალია ცოტა დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს სხვადასხვა დროს, მაგრამ უმეტესი წილი თავისი ფინანსებით აკეთებს ყველაფერს. აგერ ეხლა ჭალიმგელამ დაიწყო იგივე საქმე. ხვალ ვიღაც დაიწყებს და გააკეთებს ამ კეთილ საქმეს და ეშველება დროთა განმავლობაში. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ ხომ სხვა ქვეყანა არ ვართ? საქართველოში შენი ჯიში გყავს და არ ჯობია შენი გაამრავლო, ცოტა დაიცადო და მერე ინადირო ამ ხოხობზე როცა მრავლად იქნება? ცოტა პათეტიურია ალბათ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 04:04 |