შინაური ცხოველის სავალდებულო იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, აქტუალური თემა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შინაური ცხოველის სავალდებულო იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, აქტუალური თემა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
6 აპრილს მიღებული განახლებული წესდების (კანონი) თანახმად, თბილისის მუნიციპალურ ტერიტორიაზე კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის იდენტიფიცირება (ჩიპირება, ტატუირება, ან დაბირკვა), რომლის შემდეგ ცხოველს დაარეგისტრირებს (რეგისტრაცია უფასოა კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, ანუ 6 ოქტომბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაურეგისტრირებელ ცხოველებზე პატრონს დაეკისრება ჯარიმა).
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, თბილისის საკრებულოს მიმდინარე წლის 6 აპრილის დადგენილების თანახმად, სავალდებულოა ყველა პატრონიანი ძაღლისა და კატის რეგისტრაცია. აღნიშნული პროცედურა ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე ხორციელდება ცხოველის იდენტიფიკაცია: ჩიპირება, ტატუირება ან საჭდეს, ე.წ. „ბირკის“ დადება. იდენტიფიცირებულ ცხოველს აუცილებლად უნდა გააჩნდეს საყელური. მეორე ეტაპზე ტარდება საკუთრივ რეგისტრაცია, ანუ ცხოველის პატრონისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემა მასში შეტანილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეს ეტაპები პირობითია - ფაქტიურად ერთდროულად ტარდება შემდეგ დაწესებულებებში: 1. საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი N115, ტელეფონები: 568953821 და 790553821 E-mail: kinologia.ge@mail.ru 2. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი მის.ამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა N9, ტელეფონი: 593733973 E-mail: ana_kopaliani@mail.ru 3. შ.პ.ს. „ზოოლოგია +“ ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი მისამართი: ყაზბეგის გამზირი N41, ტელეფონი: 577447077 E-mail: chachuaekaterine@yahoo.com 4. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი მისამართი: თამარაშვილის ქუჩა N7, ტელეფონი: 577272110 E-mail: ketevan.kvirkvelia@mail.ru იდენტიფიკაცია გავლილი ცხოველების რეგისტრაცია წარმოებს ასევე თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი №89/24, ან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, მისამართზე: ვარკეთილის მეურნეობა, თვალჭრელიძის ქუჩა №17ა. ცხოველების იდენტიფიკაცია ფასიანია, ხოლო სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა - უფასო. ვადა იწურება 6 ოქტომბერს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
gagrinski
გეთანხმები, მაგრამ თუნდაც დაკარგული ძაღლის საპოვნად, ცუდი საშუალება არ არი. ყელსაბამს მოხსნის ქურდი, მაგრამ ტატუირებას ხომ არ დაუწყებს წაშლას. იდეაში, პატრონის პირადი ნომრის დაწერაც შეიძლება... საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, თუ გადამყვანის პირადი ნომერი არ დაემთხვა ტატუირებას, საჭირო იქნება რაიმე საბუთის წარმოდგენა, თუნდაც ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის, რომელიც პატრონობას ან მეურვეობას მიანიჭებს აღნიშნულ ცხოველზე... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 07:48 |