გამარჯობათ , თქვენი დახმარება მჭირდება ., მაინტერესებს თევზაობისთვის  საჭირო ატრიბუტები .  | 
	 
	 
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
| 
 | 
გამარჯობათ , თქვენი დახმარება მჭირდება ., მაინტერესებს თევზაობისთვის  საჭირო ატრიბუტები .  | 
	 
	 
			
			  Jul 26 2015, 12:27
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 26-July 15 ნიკის ჩასმა ციტირება  | 
       
			
			 
				გამარჯობათ, მეგობრებო  მე თქვენი ფორუმის ახალი წევრი ვარ.  ვიმედოვნებ რომ თქვენ შეძლებთ ჩემს  დახმარებას და დაკვალიანებას .  
			
			
					
		იმედი მაქვს თემა სწორად გავხსენი და გამოქვეყნებაზე არ იქნება პრობლემა . მე მეთევზე არ ვარ , არც მონადირე უბრალოდ ძალიან მიყვარს თევზაობა . ეხლა ვემზადები სოფელში წასასვლელად და მინდა შევიძინო კარგი ანკესეი, ადრე ამას ყოველთვის ხაშურში ვაკეთებდი მაგრამ ანკესი მალევე ფუჭდებოდა ამიტომ იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება არც ისე ძვირად ნორმალური ანკესის შეძენა... ასევე მთელი ცხოვრებაა , ვერ გავცდი ღორჯოს დაჭრას. ამიტომ მაინტერესებს როგორ შეიძლება დავიწირო მტკვარზე ციმორი ან რომელიმე სხვა თევზი ? რომელი სატყუარა გამოვიყენო ამისთვის? მაინტერესებს ხავსზე რომ თევზაობენ ეგ ხავსი სად უნდა ვიშოვო ? მოკლედ იქნებ დამაკვალიანოთ , რამე მარტივი რჩევებით და ბედნიერი ვიქნები . დიდი მადლობა ყველას !!!!  | 
	
| 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  Jul 27 2015, 13:12
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	|
        	
				
					![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			 
				JohnDarbo  
			
			
					
		გაგიმარჯოს, კეთილი იყოს შენი მობრძანება. რაც შეეხება შენს კითხვებს, დიდი ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ვეცდები შეძლებისდაგვარად გიპასუხო. ნორმალური ანკესის დაკომპლექტება ბევრგან შეიძლება. მაგალითად ბიძოსთან FISHING CLUB-ში - საბურთალოს ქუჩაზეა ეკლესასთან. მტკვარზე "ცოცხალის" ანუ მურწას (ციმორს რასაც ეძახიან ხაშურში), წვერას ან ხრამულის დაჭერა თუ გინდა, ფსკერული მეთოდით უნდა ითევზაო: ძირითად ძუაზე დააყენებ მოძრავ სიმძიმეს (შუაშია გახ**ეტილი და ძუას უბრალოდ გაატარებ შიგნით, სიმძიმემ თავისუფლად უნდა იმოძრაოს ძუაზე), შემდეგ სტოპორს კვანძი რომ არ დააზიანოს სიმძიმემ, კარაბინს და გრძელ 50-70 სმ სადავეს (ერთს ან ორს). სატყუარას რაც შეეხება თეთრ ჭიას მეტ ნაკლებად ზემოთ ხსენებული სამივე ჯიშის თევზი იღებს, წითელ ჭიას წვერა და ხრამული გეახლება, თხელ წყალში სადაც შედარებით სწრაფი დინებაა ქვების ქვეშ არის ხოლმე მიკრობილი ჭია თავისივე გარსში, მურწა გიჟდება მაგაზე და წვერა და ხრამულიც არ ინაზებიან მაინცდამაინც, ნედლ ნაკელში არის ხოლმე კიდევ თეთრი ჭიის მსგავსია, ოღონდ კუდი აქვს და საშინლად მყრალია მურწაზე ერთ-ერთი საუკეთესო სატყუარაა. წვერა ჰოლანდიურ ყველს მიირთმევს სიამოვნებით, კიდევ ათასნაირი "სმესის" მომზადება შეიძლება და ა.შ. ჯოხს რაც შეეხება რაიმე ფსკერული თევზჭერისათვის განკუთვნილი ჯოხი დაგჭირდება ასე 100-130 გრამამდე ტესტით. მე ფიდერის ჯოხს ავიღებდი, ფიდერის ჯოხი ფსკერული თევზჭერისათვის არის განკუთვნილი თუმცა გაჭირვებაში ტივტივასაც თუ ააწყობ დამდგარ წყალში სათევზაოთ საყვედურს არ გეტყვის. ასეთი ჯოხის მინუსი ისაა, რომ ტრანსპორტირებისათვის ცოტა მოუხერხებელია რამდენიმე ნაწილად იშლება (არ იკეცება) და ყველა თევზაობის წინ ახალად ასაწყობი გექნება. ხავსით თევზაობა კიდევ სულ სხვა რამაა, აბსოლიტურად განსხვავებული ჯოხი და კოჭა, აგრეთვე გარკვეული გამოცდილება ჭირდება. ისე კი ფორუმს გადახედე, თეორიულ ცოდნას შეიძენ, არის შესაბამისი თემები, როგორც სხვადასხვა სტილით თევზაობაზე ასევე ჯოხებზე, კოჭებზე, სხვადასხვა თევზის ჭერის მეთოდებზე, სატყუარებზე და კიდევ ბევრ რამეზე დანარჩენი უკვე შენზე იქნება დამოკიდებული. წარმატებებს გისურვებ!  | 
	
| 
			
			 | 
	|
 JohnDarbo   გამარჯობათ , თქვენი დახმარება მჭირდება .   Jul 26 2015, 12:27
 
 საბო   ხალხნო კითხვა მაქვ...   Mar 17 2017, 18:50
 
 ახალციხელი   ციტატა(საბო @ Mar 17 2017...   Mar 17 2017, 19:09
 
 უიარაღო   საბო 
 კალმახზე თუ ...   Mar 18 2017, 14:34
 
 საბო   ახალციხელი
უიარაღ...   Mar 18 2017, 22:31
 
 შოთა.03   საბო 
ხო კარგად ხარ?...   Mar 20 2017, 15:36
 
 Nodar_Ilarionich   საბო
კვირას ვიყავი...   Mar 20 2017, 19:32
 
 საბო   Nodar_Ilarionich
დიდი მადლობ...   Mar 21 2017, 11:49![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 02:57 |