კლუბის და ფორუმის ერთობლივი თევზაობა, წალკა, შაბათი, 1 აგვისტო. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბის და ფორუმის ერთობლივი თევზაობა, წალკა, შაბათი, 1 აგვისტო. |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო.
კლუბს ''ოჩოპინტრე'' ნადირობის სეზონამდე დაგეგმილი ჰქონდა კლუბის და ფორუმის ერთობლივი თევზაობა რომელიც ყოველ წელს ტარდება. ეს და მსგავსი ღონისძიებები, ძირითადად ემსახურება ფორუმის აქტიური წევრების გაცნობას. ეს გაცნობა კი ხელს უწყობს ადამიანებს, გახდნენ ''ოჩოპინტრეს'' კლუბის წევრები რა თქმა უნდა სურვილის შემთხვევაში. ![]() ადგილი: წალკის წყალსაცავი გასვლა: პარასკევი ღამე-შაბათი გამთენია, რომ არ დაიბნეთ: 1 აგვისტო. გასვლის დრო: ღამის 2 საათი შეკრების ადგილი: ორთაჭალა, სუპერმარკეტი ფრესკო. შეიკვრება მანქანები, ეკიპაჟები და წავალთ წალკაში. საწვავის თანხას გადანაწილდება ეკიპაჟის ყველა წევრზე. საჭმელ-სასმელი მოაქვს ყველას თავისი. ასევე: ჭიაყელა, კოპტონი, დასაკორმი საშუალება, ანკესი, ''კარმუშკა'' ტივტივა და ძმანი მისნი მოაქვს ყველას თავისი. ![]() წამოსვლის მსურველებმა გთხოვთ მიუთითოთ ფორუმული ნიკი და ჩაეწეროს შესაბამის სიაში პ.ს. თევზს თუ ვერ დავიჭერთ, ერთმანეთს მაინც გავიცნობთ უკვე რეალურად და გვეცოდინება თუნდაც ვირტუალური ჩელე რეალურად ![]() ![]() ![]() მანქანიანები: 1. ჩელე 2. 3. 4. 5. უმანქანოები: 1. 2. 3. 4. 5. 6. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 459 რეგისტრ.: 14-June 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩემი დის შვილიც მანდ არის და ძალიან გაწამაწიაშია. ვიცი მანდ რაც ხდება ხო რა, ქაოსია რასაც ქვია. არადა მანდაც გაცნობის ,დამეგობრების და ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაციის თემაა,პლიუს გამოცდილება , როგორც ამ ჩვენი თევზაობის შემთხვევაში, ამ ასპექტში გვანან ერთმანეთს ![]() ![]() კარგია გლდანიდან რომ მიდიხარ. მოკლედ უშუალოდ შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენების ჩამოსვლა ფაქტობრივად დამთავრებულია, დარჩენილია VIP სტუმრები, ამიტომ ბოლო ერთი-ორი დღეა ისეთი დატვირთვა აღარ არის, მაგრამ კაკრაზ პირველში იხურება ოლიპიადა და დაიწყება გაცილებები.მე ყველანაირად ვეცდები რამე მოვახერხო... ფსკერული მეთოდით ძირითადად. გასაგებია ნადარბაზევზე დიდი ხანია არავინ ვყოფილვართ. თან 7-8-9 აგვისტოს ოჩოპინტრეს თასი ტარდება და მინდვრებია მოსაძიებელი ანუ ორ საქმეს ერთად ვეჭიდებით. მიზეზი ეს არის. ესეც გასაგებია ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2025 - 21:49 |