ტკბილი მოგონებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ტკბილი მოგონებები
ჭალიმგელა
პოსტი Sep 10 2009, 19:03
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აქ დავწეროთ ნადირობის ტკბილ მოგონებებზე, რაც ჩვენ გადაგვხდენია. ვეცადოთ კომენტარების გარეშე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
უიარაღო
პოსტი Aug 11 2015, 12:05
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



წინა საუკუნეში დაღესტანში ვართ სანადიროდ. იალაღზე ნადირობა სულ სხვაა. აქ განსაკუთრებული თანადგომა და ყურადღებაა საჭირო. ყველა ყველაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ასეთ ნადირობაში გაიცნობ ადამიანს. გასაჭირი და სირთულეების გადალახვა "აშიშვლებს" ადამიანის ხასიათს და სწორედ იმას ავლენს რაც სინამდვილეშია. მე განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევენ რადგან ახალბედა ვარ. ჩემი ნათლიმამა მპირდება რომ დღეს დეკაზე შემწვარი მწვადი უნდა მაჭამოს. პრინციპში საწვავის სხვა საშუალება აქ მაინც არაა. მხოლოდ დეკის ბუჩქები. მივუახლოვდით საბინაო ადგილს. ესაა სიმაღლე საიდანაც სამი ხეობა იღებს სათავეს, და სადაც ვულკანის კრატერში კამკამა ტბაა. ამ ადგილზეა მხოლოდ სწორი ადგილი საბინაოდ. დანარჩენი სხვაგან ციცაბო ფერდობებია.
ადგილს რომ მივუახლოვდით ნადირი შევნიშნეთ ნაშალზე. ეტყობა მანამდე თვითონ გვიყნოსა, გადაიარა სერი და მარცხენა ხეობაში გაუჩინარდა. აჩქარდნენ მონადირეები. საღამოა უკვე და უნდათ პირველ ღამესვე ნადირის მწვადით გაალამაზონ სუფრა და სასაუბროც ცხელ-ცხელი ამბები გვქონდეს. მივედით ადგილზე. მოვხსენით ცხენებს საპალნე. ტბასთან ცხვარი იყო ნამყოფი და ნაპირები ცხ**ის კურკლითაა მოფენილი, წყალი კი სუფთაა მაგრამ მაინც არაა სასიამოვნო, გასაჭირში თუ დალევს ასეთ წყალს მონადირე. მებინავედ მე დამტოვეს, მონადირეები კი გაჰყვნენ ნადირის კვალს. ბარგი შევაგროვე, გადავაფარე ნაბდები. ცხენები გამოვაბი თოკებით პალოებზე. ჩემ ცხენს მოვკიდე ხურჯინი, ცალ მხარეს ჩავდე კანისტრა წყლისთვის და დავყევი საცალფეხო ბილიკს მარჯვენა ხეობაში რომ წყლამდე მივაღწიო. საკმაოდ დიდი სიმაღლე მქონდა ჩასავლელი წყლამდე. ნახევრამდე არ ვიქნებოდი მისული რომ მარჯვენა ფერდობზე ცხვარი შევნიშნე, მაგრამ შანსი არაა ცხენით ამ ფერდობზე გასვლის, თან საკმაოდ შორია, ჩავიქნიე ხელი და გავაგრძელე გზა წყლისაკენ. "გზას ვამბობ თორემ რა გზაა, ვიწრო ბილიკი კლდეზედა" ისეთი ჩასახტომები აქვს ცხენი ძლივს მიმყავს. ხოდა წყლამდე რომ ჩავედი გავიხედე ზემოთ და ჩემს თავს მაღლა არაა ასე 200 მეტრში ეს ბეკეკა. ირგვლივ 11 ცხვარი და თხა დავითვალე მგლისაგან დაგლეჯილი. გამოვაბი დეკის ბუჩქზე ცხენი და მივაღწიე ცხ**ამდე. ყელი და დუმა ჰქონდა მგლისაგან გაფუჭებული. ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩამოვიყვანე წყალთან, დავკალი და გავატყავე, არც ხეა რომ დავკიდო, არც მომხმარე მყავს. ბევრი ვიწვალე. დავტვირთე ცხენი წყლით და ხორცით და გამოვუყევი უკან ბინისკენ. ბინდია უკვე. ბინას რომ მოვუახლოვდი მონადირეები იქ დამხვდნენ . შორიდან მივაძახე ნათლიმამას დეკა მოაგროვე, მწვადი შევწვათ მეთქი. ვერაფერი მოვინადირეთ არ დაგვჭირდებაო, ჩამომძახა იმედგაცრუებით.
ასეთი უცნაური რამაა ნადირობა. ნადირს კვალზე მიყვნენ ნადირობაში გამოცდილი ხალხი და ვერ მოინადირეს, მე კი წყალზე წასული ახალბედა "ნანადირევით" დამშვენებული დავბრუნდი . იმ ღამეს ავაშიშხინეთ დეკაზე ჭუხელი ლეკების გაზრდილი , მგლისაგან ჩვენთვის ნაზიარები თოხლი. მაგრად გამისწორდა რომ მე , ახალბედა, ვიყავი იმ საღამოს "გმირი" და მასპინძელი . animated smilies_006.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჭალიმგელა   ტკბილი მოგონებები   Sep 10 2009, 19:03
- - hunter777   ვახ შენ გენაცვალე ...   Dec 27 2009, 10:16
- - იკო1981   მეც ჩავაკვეხებ 1 ამ...   Dec 27 2009, 15:51
- - CUZI   მოგესალმებით ყველ...   Jan 5 2010, 20:37
- - ალაზნისპირელი   ერთ ისეთ ნაკლებ თო...   Feb 1 2010, 16:59
- - ჭალიმგელა   ალაზნისპირელი კომ...   Feb 1 2010, 17:24
- - ფეოლა   ნოველების კრებულზ...   Feb 1 2010, 19:29
- - gocha311   ერთ ამბავს მოგიყვე...   Feb 14 2010, 18:01
- - aragveli   მოკლეთ განსაკუთრე...   Apr 7 2010, 21:25
- - kupra   მამაჩემის ახლობლი...   Apr 19 2011, 06:39
- - ლევანი   ვაა..ეს თამა სულ აღა...   Apr 20 2011, 15:55
- - aragveli   არ ვიცი ამას ტკბილ ...   Apr 19 2013, 19:10
- - ნუკრიMax   ციტატა(aleksandre @ 19th April 20...   Apr 19 2013, 21:45
- - ჭალიმგელა   ეხლა ვიქექებოდი ...   May 1 2013, 23:37
- - megreli   წელი ზუსტად არ მახ...   Jun 3 2015, 01:46
- - უიარაღო   წინა საუკუნეში დაღ...   Aug 11 2015, 12:05
- - ახალციხელი   უიარაღო   Aug 11 2015, 12:10
- - kajuberi   უიარაღო   Aug 11 2015, 14:35
- - berua   არაგველო   Aug 11 2015, 16:57
- - rachveli11   RE: ტკბილი მოგონებები   Aug 11 2015, 18:17


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th June 2025 - 05:18