ედა, ციმბირული ჰასკი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ედა, ციმბირული ჰასკი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ რომ ვთქვა, 2011 წლის მერე ქალბატონი ჩელსის გარდაცვალების შემდეგ, არც კი გამიხედავს ძაღლისკენ. ძალიან დიდი ტკივილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი მყავდა. აღარ ვაპირებდი ძაღლის აყვანას და გაზრდას. მაგრამ ისევ მეუღლის დიდი სურვილის და დაჟინებული ზუზუნის გათვალისწინებით, ავიყვანე ისევ ციმბირული ჰასკი და ისევ მეუღლის დაბადების დღეზე სიურპრიზად მივართვი.
![]() მაშ ასე, გაიცანით ![]() ![]() ლეკვის წარმოშობა: საგვარეულო ნომერი: FCG-1000 სქესი- ძუ სახელი- ედა შეფერილობა: შავ-თეთრი დაბადების თარიღი- 20.02.2015 დაბადების ადგილი- ბორჯომი მამა- ბუფი FCG-0590 დედა- დეზი FCG-0617 მოყვანის დღიდან მოუსვენარი, ხანდახან თავხედი და მაიმუნი. ჭამს ყველაფერს რაც იღეჭება. არ აქვს მნიშვნელობა რა არის: ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ა.შ. ძირითადად კი მისი საჭმელი როიალ კანინის MEDIUM JUNIOR. დილაობით 0%-იანი ხაჭო. 2 დღეში ერთხელ მოხარშული თევზი- მოივა. ასევე 2 დღეში ერთხელ ქათმის ფილე მოხარშული. თევზს და ქათამს მონაცვლეობით ვაჭმევ. ვაპირებ დავუმატო საქონლის ხორცი რა თქმა უნდა მოხარშული. დამუშავებულია ჭიებზე და აცრილია ცოფზე 23.06.2015 (ეს ისე, ჩემთვის ![]() მოკლედ რაღა დავამატო და შემოგთავაზებთ ფოტო-ვიდეო მასალას ქალბატონი ედას მოყვანის დღიდან კაცმა არ იცის როდამდე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასეთი არეულობა ბევრჯერ დამხვედრია მისი წყალობით ![]() ![]() ![]() ![]() პირველი ბანაობა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სტუმრად ვიტოს ცხოველებთან: დეგისთან და ტარასთან... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() фото хостинг ისე კი დიდი გეგმები მაქვს ამ ძაღლთან დაკავშირებით. ბევრს გაგეცინებათ დარწმუნებული ვარ და იფიქრებთ ამას აკლია-ო. ნუ ამას ზრდილობიანად ![]() ![]() ინსტიქტები აქვს ძალიან კარგად განვითარებული. რაც კი მოძრაობს ყველაფერს დასდევს. რამდენიმე კუ უკვე მომითრია სახლში მეხობლის ეზოდან. ასევე ზღარბები იპოვნა და არ მოეშვა სანამ მე არ მივედი და არ გამოვიყვანე. მფრინავ ხოჭოებს იჭერს, აი მარტორქასავით ხოჭოები რომ არის იმათ და ჭრიჭინებს კიდევ. ზოგიერთს გავახარებ და გეტყვით, რომ პეპლებსაც დასდევს ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ ძალიან მინდა, რომ მწყერზე მაინც ქნას რამე, რომ მეც მომემატოს ჟინი და იქნებ მეც დავიწყო ნადირობა ![]() ![]() ![]() თავისი მოთრეული კუ მეზობლის ეზოდან ![]() ![]() ასე ძინავს ხოლმე ![]() ![]() ![]() ![]() хостинг фото პრობლემები: ხასიათი- ძალიან ჯიუტი. თუ ხასიათზე არ არის, ზედაც არ შემოგხედავს. ისე პატრონმა მითხრა, დედამისიც მასე იყოო. იმედი მაქვს ასაკის მატებასთან ერთად გამოსწორდება. 1. პირველი და დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ მკბენს. რა თქმა უნდა ბოროტად არა, თამაშში. როგორ შეიძლება გადავაჩვიო კბენას. 2. სახლში მოსაქმებას ვერ გადავაჩვიე. ღამით კარი კი მაქვს ღია, რომ გავიდეს და მოისაქმოს, მაგრამ ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. ამიტომ რამენაირად უნდა გადავაჩვიო. 3. თუ ეზოს გაცდა, რაც არ უნდა ეძახო არ მაქცევს ყურადღებას. იქნებ აქაც მირჩიოთ რამე. 4. რას მირჩევთ, აპორტირება თოკით ვასწავლო? 5. მტრედი თუ ფერმის მწყერი?... თან მეშინია მერე ქათმებზე არ გაიწიოს და არ დამღუპოს ![]() 6. ჩემ გვერდით სიარული როგორ ვასწავლო. ესეც თოკით ალბათ ![]() ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას... ედამ ბოყაყი გაიცნო ედა და ზღნარბი ვიდეოებს ეტაპობრივად დავამატებ.... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
MORGAN
მუშა რა პონტში ? მუშა- ანუ გამწევი ძალა. შეგიძლია შეაბა მარხილში და ათრევინო ბარგი. ზურგზე ხურჯინი მოჰკიდო და ათრევინო და ა.შ. ეხლა კი სერიოზულად. საგამოფენო ძაღლები დაყოფილია ცალკე კატეგორიებად. როცა ყიდულობ, ვალდებულება გაქვს ყველა გამოფენაზე ატარო. მუშა კი შეგიძლია საერთოდ არც კი გაიყვანო თუ მოშენებას არ აპირებ. საგამოფენო ძუს მხოლოდ საგამოფენო ხვადთან აჯვარებენ. მუშას არ შეგიჯვარებენ მასთან. აი მუშა ძუს შეჯვარება საგამოფენო ხვადთან კი შესაძლებელია, მაგრამ მაქსიმუმ 10%. მუშა შეგიძლია გლდანშიც ასეირნო. საგამოფენოს სეირნობა კი ვაკეს გარდა არ შეიძლება, მაგრად ტეხავს ![]() ჰასკისა და ლაიკას შორის რა სხვაობაა? ჰასკი და ლაიკა ერთი ოჯახიდან არიან. ლაიკისებრთა ოჯახი. მაგრამ ჰასკი უფრო გამოყვანილი ჯიშია. უძლებს უფრო მეტ ყინვას ვიდრე ლაიკა. ათრევს უფრო მეტ ბარგს და დიდხანს ვიდრე ლაიკა. ძლიერია ლაიკასთან შედარებით. ჰასკის უმეტესობა ცისფერთვალებაა ლაიკასთან შედარებით. ჰასკი მეტად რთული მოსათვინიერებელია ვიდრე ლაიკა თავისი ხასიათიდან გამომდინარე. ზომებშიც არის განსხვავება. მცირე, მაგრამ მაინც. როცა ჰასკის ასეირნებ ტვინი გაქვს შეჭმული კითხვებით. მაგ: ლაიკაა? რა ლაიკაა? ეს ის ლაიკა არ არის, ფილმიც რომ არის გადაღებული? და ა.შ. როცა ჰასკის ასეირნებ, უფრო მეტად ჩერდები ვიდრე ლაიკის სეირნობისას. თითო მოფერება, 1-დან 3 წუთამდე გრძელდება. ჰასკის ბეწვის ხარისხს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ლაიკის. შესაბამისად რთული მოსავლელია. აქ მოყვანილი ფაქტები შეიძლება სიმართლეს არ შეესაბამებოდეს, ასე რომ მთლად მენუ დამიჯერებთ.... ![]() შოთა.03 ჯიგარი ხარ ძია კაკო... |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 23:48 |