შინაური ცხოველის სავალდებულო იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, აქტუალური თემა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შინაური ცხოველის სავალდებულო იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, აქტუალური თემა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
6 აპრილს მიღებული განახლებული წესდების (კანონი) თანახმად, თბილისის მუნიციპალურ ტერიტორიაზე კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის იდენტიფიცირება (ჩიპირება, ტატუირება, ან დაბირკვა), რომლის შემდეგ ცხოველს დაარეგისტრირებს (რეგისტრაცია უფასოა კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, ანუ 6 ოქტომბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაურეგისტრირებელ ცხოველებზე პატრონს დაეკისრება ჯარიმა).
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, თბილისის საკრებულოს მიმდინარე წლის 6 აპრილის დადგენილების თანახმად, სავალდებულოა ყველა პატრონიანი ძაღლისა და კატის რეგისტრაცია. აღნიშნული პროცედურა ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე ხორციელდება ცხოველის იდენტიფიკაცია: ჩიპირება, ტატუირება ან საჭდეს, ე.წ. „ბირკის“ დადება. იდენტიფიცირებულ ცხოველს აუცილებლად უნდა გააჩნდეს საყელური. მეორე ეტაპზე ტარდება საკუთრივ რეგისტრაცია, ანუ ცხოველის პატრონისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემა მასში შეტანილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეს ეტაპები პირობითია - ფაქტიურად ერთდროულად ტარდება შემდეგ დაწესებულებებში: 1. საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი N115, ტელეფონები: 568953821 და 790553821 E-mail: kinologia.ge@mail.ru 2. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი მის.ამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა N9, ტელეფონი: 593733973 E-mail: ana_kopaliani@mail.ru 3. შ.პ.ს. „ზოოლოგია +“ ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი მისამართი: ყაზბეგის გამზირი N41, ტელეფონი: 577447077 E-mail: chachuaekaterine@yahoo.com 4. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი მისამართი: თამარაშვილის ქუჩა N7, ტელეფონი: 577272110 E-mail: ketevan.kvirkvelia@mail.ru იდენტიფიკაცია გავლილი ცხოველების რეგისტრაცია წარმოებს ასევე თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი №89/24, ან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, მისამართზე: ვარკეთილის მეურნეობა, თვალჭრელიძის ქუჩა №17ა. ცხოველების იდენტიფიკაცია ფასიანია, ხოლო სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა - უფასო. ვადა იწურება 6 ოქტომბერს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ტა ტატუს უკეთებენ ე? გაფრენილი მწყერის კოჭლი ბუზის თუ ნე ზაბუდუ მატ რადნუიუ ს აწერენ?
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 20:20 |