კლუბის ერთობლივი სეზონის გახსნა 2015, წალკა 15 აგვისტო 2015 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბის ერთობლივი სეზონის გახსნა 2015, წალკა 15 აგვისტო 2015 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავიფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. არაა, ეს დასაწყისი მე არ გამომადგება... დაივწყებ ისევ ჩემებურად. მოკლედ, წლების გამოცდილებით დიდი სჯა-ბაასი არ დაგვიწყია იმის შესახებ თუ სად უნდა გაგვეხსნა სეზონი. ერთხმად შევთანხმდით რომ ეს წალკაში უნდა მომხდარიყო, ტრადიციულ მინდვრებში და ტრადიციულ საქეიფო ადგილას. შევიკრიბეთ სტანდარტულად 15 აგვისტოს 03:00-ზე ტამპლიერას სახლთან. არა, სტანდარტული არ მომწონს არაფერი. ორიგინალური მირჩევნია. ხოდა შევიკრიბეთ ორიგინალურად 15 აგვისტოს 03:00-ზე ტამპლიერას სახლთან. როგორც ხდება ხოლმე, ზოგმა დააგვიანა, ზოგი ადრე მივიდა და ამასობაში ოთხი საათიც დაიწყო. ჩვენი პრეზიდენტი აღშფოთდა და რაარის 4-ია თითქმის და ჯერ არ გავსულვართო ![]() მოკლედ, მივესალმეთ ერთმანეთს. მოვიკითხეთ ამ მთისა და თქვენ წარმოიდგინეთ იმ მთისაც არ დაგვვიწყებია... ![]() ![]() ![]() ტამპლიერამ 2-დან აქ ვარ, გელოდებით სად ხართ ამდენ ხანსო... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გურგენას ძაღლმა წამოყო თავი და პატრონს შესჩივლა თუ მაინც აქ უნდა მეყურყუტა რას მაღვიძებდი ტყუილად ამ შუაღამეზეო. ![]() როგორც იქნა შევიკრიბეთ ყველა, გავნაწილდით მანქანებში და გავქუსლეთ მრგვალი ბორბლებით წალკისკენ. ჩასვლისას გადავნაწილდით ვინ რომელ მინდორში უნდა წასულიყო და დავთქვით შეკრების დრო პურიჭამის ადგილას. დავითუსა დავტოვეთ ადგილის ჯავშნად და შვენ შევუყევით მინდვრებს. როგორც ყველა ვარაუდობდა პირველ საათს ვერავინ მოუცდიდა და მოგვიწია ადრე შეკრება. გაგიკვირდებათ და უცბად, სადღაციდან თავი წამოყო ლურჯ ბოთლში ჩასხმულმა რაღაცა მძაფრმა სასმელმა, მორგანამაც მორგანი დააძრო და ეგრევე მოვუძებნეთ გამოყენება. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რიჩიმ, გავიქაფე იმდენი ვირბინე და ამათი ამბავი რო ვიცი ბორბალზე მიბმულს ერთ ჭიქას არ შემოგთავაზებენო. ![]() უცბად ატყდა ჩოჩქოლი და გაისმა ხმა: პური მოდის პურიოოოო!!! ![]() ![]() ჯოლამა თქვა გასკდა გული მაიტა ერთი დამალეინეთ ხალხი არა ხართო?! და ერთ ჭიქაში ჩაკლა დარდები ეგრევე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ერთი შეხედვით დავითუსა კუნინძის პერსონაჟია. დიახ, თავიდან ყველას ასე გვეგონა, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა.
![]() ბლექმა თქვა პაპა კარლო ვარ და ბურატინო უნდა გამოვთალოო. შეუდგა საქმეს... ![]() სად იყო და სად არა, უცბად ხელის ერთი მოძრაობით ცხვირი წაათალა, მაგრამ პაპა კარლო რისი პაპა კარლო იქნებოდა გამოსავალი რომ არ მოეძებნა. თქვა ისევ ბლექად გადავკეთდები და ამისგან ქაფქირს გამოვთლიო და საქმესაც შეუდგა. ![]() ![]() დავითუსამ უთხრა უბედურ ნახ**ეტებს ვაკეთებ და მე გამაკეთებინეო. ბლექმა კარგი ოღონდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშო... ![]() დაიწყო დავითუსამაც ნახ**ეტების კეთება თავდაუზოგავად ![]() ![]() და აი, შედეგმაც არ დააყოვნა. ![]() გულდაწყვეტილმა კაჯუბერმა ჩაილაპარაკა ბავშვობიდან მულ“წ“იკებზე ვგიჟდები, ბურატინო ჩაგვივარდა, ტარზანი ჩემი კუმირია და იმას მაინც განვასახიერებო და დაიწყო ხის ტოტებზე პორწიალი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() დავითუსამ აიტეხა გინდა თუ არა ისეთ ხასიათზე ვარ „სამალიოტი“ უნდა დავსვაო და კი გაუშვა ფუტი. ![]() ![]() ამასობაში მოახლოვდა საღამოც. ![]() გაიხსნა ვისკის მარაგიც. ![]() მომარაგდა ლუდიც. ასე თქვა ჯოლამ, რომ მაცივარი სულ სავსე უნდა იყოსო. ![]() გავიდა დრო. რახან დილას ნადირობას ვაპირებდით ადრე ვიყავით ასადგომები, ბანაკიც ასაშლელი იყო და ამიტომ სასტავი დაიშალა და ყველანი დასაძინებლად წავედით. ისე, „სპალნიკი“ კაცს ასე ელას“წ“იკივით ეცვას პირველად ვნახე ![]() ![]() ვინაიდან და რადგანაც ფოტოგრაფი ვიყავი მე, დავრჩი კადრს მიღმა. ყოველი შემთხვევისთვის აი ეს ვარ მე. ზდრასტი! ![]() გემშივოდობებით კეთილი სურვილებით ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 18:41 |