შინაური ცხოველის სავალდებულო იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

შინაური ცხოველის სავალდებულო იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, აქტუალური თემა
ჩელე
პოსტი Jul 24 2015, 11:18
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



6 აპრილს მიღებული განახლებული წესდების (კანონი) თანახმად, თბილისის მუნიციპალურ ტერიტორიაზე კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის იდენტიფიცირება (ჩიპირება, ტატუირება, ან დაბირკვა), რომლის შემდეგ ცხოველს დაარეგისტრირებს (რეგისტრაცია უფასოა კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, ანუ 6 ოქტომბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაურეგისტრირებელ ცხოველებზე პატრონს დაეკისრება ჯარიმა).

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით,
თბილისის საკრებულოს მიმდინარე წლის 6 აპრილის დადგენილების თანახმად, სავალდებულოა ყველა პატრონიანი ძაღლისა და კატის რეგისტრაცია.

აღნიშნული პროცედურა ორეტაპიანია.

პირველ ეტაპზე ხორციელდება ცხოველის იდენტიფიკაცია: ჩიპირება, ტატუირება ან საჭდეს, ე.წ. „ბირკის“ დადება. იდენტიფიცირებულ ცხოველს აუცილებლად უნდა გააჩნდეს საყელური. მეორე ეტაპზე ტარდება საკუთრივ რეგისტრაცია, ანუ ცხოველის პატრონისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემა მასში შეტანილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეს ეტაპები პირობითია - ფაქტიურად ერთდროულად ტარდება შემდეგ დაწესებულებებში:

1. საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი N115, ტელეფონები: 568953821 და 790553821
E-mail: kinologia.ge@mail.ru

2. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მის.ამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა N9, ტელეფონი: 593733973
E-mail: ana_kopaliani@mail.ru

3. შ.პ.ს. „ზოოლოგია +“ ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მისამართი: ყაზბეგის გამზირი N41, ტელეფონი: 577447077
E-mail: chachuaekaterine@yahoo.com

4. ვეტერინარულ - კოსმეტიკური კაბინეტი
მისამართი: თამარაშვილის ქუჩა N7, ტელეფონი: 577272110
E-mail: ketevan.kvirkvelia@mail.ru

იდენტიფიკაცია გავლილი ცხოველების რეგისტრაცია წარმოებს ასევე თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი №89/24,
ან
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, მისამართზე: ვარკეთილის მეურნეობა, თვალჭრელიძის ქუჩა №17ა.
ცხოველების იდენტიფიკაცია ფასიანია, ხოლო სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა - უფასო.

ვადა იწურება 6 ოქტომბერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩელე
პოსტი Sep 16 2015, 22:05
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემი აზრით სისულელეა. ეგ დრო რანაირად უნდა განსაზღვრო ნეტა? ან ვინ საზღვრავს თუ საზღვრავს და რატომ?

მე მყავდა ჩემი ძაღლი. მივედი კანდელაკზე 61 ნომერში. იქ არის ჩემი ვეტერინარი დათო ნანობაშვილი. გადავიხადე 40 ლარი და აღრიცხვაზე ავიყვანე ძაღლი. კისერში ნემსით შეუყვანეს ჩიპი. ეგ იყო და ეგ. მომცეს საბუთი, რომ დაჩიპულია. ელექტრონულად თვითონ გაატარებენ.

რაც შეეხება 40 და 20 ლარიან ჩიპებს შორის განსხვავებას, ვერაფერს გეტყვით. ეგ ალბათ დამოკიდებულია სად გაუკეთებ, ვისთან და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   შინაური ცხოველის სავალდებულო იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია   Jul 24 2015, 11:18
- - gagrinski   სრული სირობა, ჩემი ...   Jul 24 2015, 12:46
- - jaba_gugesha   და რა ღირს იდენტიფ...   Jul 24 2015, 13:00
- - ჩელე   gagrinski თუ ტატუირებულ...   Jul 24 2015, 13:07
- - უიარაღო   ოჩომ კი დაჭიპოთ ეგ...   Jul 24 2015, 13:28
- - general   ჩემი უცხო ქვეყნის ...   Jul 24 2015, 14:07
|- - ჭალიმგელა   ციტატა(general @ Jul 24 2015, 15...   Jul 24 2015, 15:45
- - dima71   ტატუირებას სად აკე...   Jul 24 2015, 16:55
- - assassin29   ჩემ ძაღლს ვეფხვი უ...   Jul 24 2015, 16:58
- - nukri_75   მოგესალმებით მეგო...   Jul 24 2015, 21:40
- - შოთა.03   13 წლიასა ჩემი ძაღლი...   Jul 25 2015, 12:14
- - megreli   ხვადი ძაღლი თუ ავყ...   Jul 25 2015, 15:43
- - kardinal84   ვის ჭირდება ეს სის...   Jul 25 2015, 21:12
- - ნუკრიMax   ტატუირება ხდება ყუ...   Jul 26 2015, 00:23
- - gagrinski   ნუკრი ტატუირება კი...   Jul 26 2015, 10:59
- - ნუკრიMax   gagrinski გეთანხმები, მა...   Jul 26 2015, 11:53
- - HUNTER FREDY   ტა ტატუს უკეთებენ ...   Aug 18 2015, 03:09
- - rezo197313   დავრეკე და ასეთი პ...   Aug 18 2015, 13:45
- - kardinal84   ვინმეს გყავდათ ძაღ...   Sep 10 2015, 09:14
- - ---გიორგი---   მე მყავდა ალიკასთა...   Sep 14 2015, 16:48
- - dima71   ---გიორგი--- ზუსტად რ...   Sep 14 2015, 19:13
- - kardinal84   ---გიორგი--- ეგ რომელ...   Sep 14 2015, 21:17
- - ---გიორგი---   ეხლა საბურთალოს ქუ...   Sep 15 2015, 09:47
- - rezo197313   რა განსვავებაა 40 და...   Sep 15 2015, 10:02
- - ganso   ჯერ ძაღლებით იწყებ...   Sep 15 2015, 13:35
- - ---გიორგი---   ოფისის ტელეფონია - 2...   Sep 15 2015, 13:41
- - gagrinski   მართალია რომ დრო გ...   Sep 15 2015, 15:05
- - ---გიორგი---   ჩემი აზრით, სეირნო...   Sep 16 2015, 10:40
- - ჩელე   ჩემი აზრით სისულელ...   Sep 16 2015, 22:05
- - jaba_gugesha   აბა ვინ მოასწარით ...   Oct 8 2015, 11:45
- - ვანიჩკა   დარეგისტრირებული ...   Nov 28 2016, 15:15


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2025 - 21:58