იჟ-54 ( ИЖ-54) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იჟ-54 ( ИЖ-54) |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() სანადირო თოფი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით, ჩაშვებულია წარმოებაში 1954 წლიდან.( გამოდიოდა 1969 წლამდე). საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ კოპირებულია ზაუერი მოდ.8 დან, მისი წინამორბედია იჟ-49. დაპროექტებულია ა.კლიმოვის მიერ გაუმჯობესებულია ლ.პუგაჩოვის მიერ(წარმოებაში ჩაშვებამდე.) ეს არის პირველი სანადირო საბჭოური თოფი რომელმაც მიიღო უფლება გაეტანათ ექსპორტზე. გამოშვებულია 500 000 -მდე. აქედან 70 000 გავიდა საზღვარ გარეთ. ჰორიზონტალურ ლულებიანი 12 კალიბრის თოფია,მექანიზმი საყოველთაოდ ცნობილი და გავრცელებული საშუალო კლასის თოფებში ენსოის და დილეის სისტემა,(რა გააუმჯობესა პუგაჩოვმა არავინ იცის), საბრძოლო ზამბარები ვ სებრი(V) , ნემსა ცალკეა ჩახმახებისგან, გააჩნია სამმაგი ჩაკეტვა, პერდეს ჩარჩო, ლულის ქვედა ჩამკეტი და გრინერის ჭანჭიკი, დამცველი ავტომატური, ლულის სიგრძე 750 - 730 მმ. თოფებს გამოშვებულს 1960 წლამდე ქონდათ 750მმ ლულები, ლულის შიდა დიამეტრი 18,5, ლულები იყო დ ე მ ი ბ ლ ო კ ი, არ გააჩნდა "ბრანტრუბკები" მოგვიანებით გამოშვებული თოფები აღჭურვილი იყო "ბრანდტრუპკებით" ![]() ჩოკების გაბურღვა სტანდარტული 0,5 - 1,00 მმ. ტიპი პარაბულური, ფოლადი სტანდარტული 50A , წონა ვარიაბელური მინ.3400-3600კგ სავაზნე 70მმ, მუყაოს ვაზნებზე. 1960 წლის შემდეგ ხარისხი გაუარესდა, ლულის შიდა დიამეტრი დაიყვანეს 18,2 სტანდარტამდე, სიგრძე 730, სავაზნე და ლულები ცალ ცალკე იბურღებოდა( ანუ აღარ იყო დემიბლოკი), დაუყენეს ბრანდტრუპკები, კონდახი წიფლის იშვიათად კაკლის. თოფს ქონდა ჩახმახების შეყენების მაჩვენებელი. ![]() იჯ - 54 "სპორტი". ეს არის სპეციალურად სასანგრე სტენდისატვის გათვლილი თოფი 750 მმ ლულებით, 18,5, ამ თოფ ქონდა აბსოლუტურად იგივე მექანიზმი, გარდა ერთისა: გრინერის ჭანჭიკი თოფის გადახსნისას გარეთ გამდის, იჟ- 54 სპორტის შმთხვევაში ასე არ იყო( ამას არსებიტი მნიშვნელობა არა აქვს), თოფი უფრო მტკიცე კეთდებოდა, შესაბამისაგ დიდი წონით 3,800მდე. ძირითადად იყენებდნენ სასჩუქრე ძვირფას ეგზემპლარებში. ძალიან იშვიათი, და უმნიშვნელო რაოდენობით გამოვიდა აგრეთვე იჟ - 54 "სპორტი" მრგვალი სტენდისტვის, შესაბამისად მოკლე ლულებით( 650მმ - 680მმ დე) ლულის ბოლოში ცილინდრებით და არა გაგანიერებით. იჟ - 54 საუკეთესო სანადირო თოფადაა აღიარებული საბჭოთა კავშირის მიერ გამოშვებულ თოფებს შორის( რათქმუნდა სერიულ, რიგით თოფებში) . აგერ უკვე სამი თაობაა მონადირეებისა რომლებიც სიმპატიას გამოთქვამენ ამ თოფზე, მართალია ის კოპირებულია ზაუერიდან მაგრამ, რუსმა კოსტრუქტორებმა ვერ გამოაყოლეს გერმენული თოფებისათვის დამახასიათებელი ჭრა. ქარხანაში თოფს აძლევდნენე 7000 გარანტირებულ გასროლას, თუმცა მან ბევრად მეტი გაისროლა... ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,355 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: mtskheta ![]() |
ლულები როგორ მდგომარეობაში აქვს?
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 15:11 |