კოლხური ხოხბის საშენი ცენტრის დაარსება, არწივის ხეობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
კოლხური ხოხბის საშენი ცენტრის დაარსება, არწივის ხეობა |
Jun 19 2014, 23:05
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ვაშლოვანში "კოლხური ხოხბის საშენი ცენტრის დაარსების" პროექტი ხორციელდება
![]() хостинг изображений gif მოკლედ ალბათ ყველამ გაიგეთ ეს ნიუსი ვისაც არ გინდახავთ აგერ ლინკი გარემოს დაცვის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის damachiret ვერ ვხვდები გარემოს დაცვის სამინისტრო რას აკეთებს , კაი მოაშენა რაღაც რაოდენობა და მერე გაუშვა ველურ ბუნებაში როგორც წერენ მაგრამ დავიჯერო თავში ტვინი არც-ერთს არ აქვს? ისედაც ამდენი მტაცებელია , მათ შემცირებას არ აპირებ , ნუთუ დავიჯერო მათი გამოკვებისთვის აპირებენ ამ ფრინველების გაშვებას ველურ ბუნებაში ? ალბათ ჯობია ცოტა მეტი ვიაქტიუროთ და მოვსთხოვოთ სამინისტროს ჯერ მტაცებელზე დაუშვას ნადირობა და მერე უკვე ერთიანი ძალებით ჩვენც დავეხმარებოდით ხოხბისა თუ სხვა გადაშენების მყოფი ინდივიდების მოშენებაზე !!! გთხოვთ ყველამ დააფიქსიროს თავისი აზრი აქ და ასევე მოცემული ფეისბუქის გვერძე -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
|
![]() |
Sep 24 2015, 13:52
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
როგორც წინა პოსტებში მოგახსენეთ, ვაშლოვანის დაცული ტერირორიების და ვაშლოვანის მეგობართა ასოციაციის, კერძოდ კი ამირან კოდიაშვილის ინიციატივით, არწივის ხეობაში გაკეთდა კოლხური ხოხბის საშენი. ამ საშვილიშვილო საქმეში სხვადასხვა დროს მრავალმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. ესენია BP, HSBC, EPF ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, GF გლობალური გარემოსდაცვის ფონდი, UNDP გაეროს განვითარების ფონდი, GTZ გერმანიის თანამშრომლობის ფონდი და რა თქმა უნდა MERCY CORPS სადაც მე ვმუშაობ.
ამჯერად საშენში დაახლოვებით 250 ფრთა ხოხობი ბინადრობს და განაგრძობს გამრავლებას. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი ხოხბებმა. მაქსიმალურად ბუნებრივი პირობები, კვების სხვადასხვა რაციონი და ყურადღება რაც ყველაზე მთავარია, ნამდვილად არ აკლიათ. 22 სექტემბერს ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ ეს საშენი არსებობას განაგრძობს. შარშან ამ საშენიდან 50-50 ფრთა ხოხობი გადაეცა სამონადირეო მეეურნობებს: ივრის ჭალები, გარდაბნის და ჭიაურის სამონადირეო მაურნეობებს. რა თქმა უნდა ეს მეურნეობები განაგრძობენ მათ გამრავლებას. ასევე დედოფლისწყაროში 11 ოჯახს გადაეცა სხვადასხვა რაოდენობა, რომლებიც აგრძელებენ მათ გამრავლებას. პროექტის დასასრულს, ბუნებაში გაუშვეს 5 დედალი და 5 მამალი ხოხობი, რომელიც სპეციალური სანიშნებით დაინიშნა. თუმცა წინა წლებში პერმანენტულად უშვებდნენ ხოხბებს ბუნებაში გასამრავლებლად. ასევე ოქტომბის დასაწყისში დაგეგმილი კიდევ 6 ფრთა ხოხბის გაშვება რომლებზეც დაყენდება სპეციალური ელ.მოწყობილობა, რომელიც გააკონტროლებს მის გადაადგილებას და ასე ვთქვათ პირდაპირ კავშირზე იქნებიან. სოფლის მეურნეობის საცდელ ბაზაზე დაგეგმილია დიდი სანაშენე მეურნეობის მოწყობა. თუმცა ჯერ პროექტის დონეზეა ეს ყველაფერი. ასევე იგეგმება კოლხეთის ეროვნულ პარკში და ჭაჭუნას ნაკრძალში ამ საშენიდან გარკვეული რაოდენობის გაშვება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მცირედი წვლილი მაინც შეიტანეს ამ დიდ საქმეში. ბატონი ამირანი მართლა რომ სამაგალითო ადამიანია და მიხარია, რომ წარმატებით დაასრულა პროექტი, თუმცაღა ეს საქმე წინსვლას განაგრძობს. ესეც ფოტომასალა: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() хостинг картинок бесплатный |
|
|
|
ალთაზარ კოლხური ხოხბის საშენი ცენტრის დაარსება Jun 19 2014, 23:05
კალვერა მივესალმები ამ ამბ... Jun 19 2014, 23:47
ლეონ-ბლექი კალვერა
ნამდვილად... Jun 20 2014, 01:48
T A M P L I E R მანმ სათავეში პუდე... Jun 20 2014, 07:14
უიარაღო ტამპიერ მგლებს ისე... Jun 20 2014, 08:36
ჩელე ეს პროექტი უკვე დი... Jun 20 2014, 08:56
უიარაღო კარგი სურათებია, ვ... Jun 20 2014, 09:15
ჩელე უიარაღო
როცა ასეთ... Jun 20 2014, 09:20
ჩელე ეს ზედა ვოლიერია, რ... Jun 20 2014, 09:25
Rey - თავიდანვე გამიჩნდ... Jun 20 2014, 09:33
ჩელე Rey -
გაიხარე ლაშა, გა... Jun 20 2014, 09:38
უიარაღო ჩელე! მადლი ქენი, ... Jun 20 2014, 09:46
T A M P L I E R უიარაღო
სახელს წე... Jun 20 2014, 10:04
HUNTER FREDY 1) ის რომ ეს თემა ჩემ... Jun 20 2014, 10:26
HUNTER FREDY შრომის დაფასებას რ... Jun 20 2014, 10:39
ლეონ-ბლექი მაგარია. კარგად გი... Jun 20 2014, 12:10
ჩელე T A M P L I E R
შენა შვილო თ... Jun 20 2014, 14:19
feroni მივესალმები ნამდვ... Jun 20 2014, 14:26
ჩელე T A M P L I E R
ციტატა(nika @ 20... Jun 20 2014, 14:44
T A M P L I E R ჩელე
საერთოდ ძალი... Jun 20 2014, 14:52
დაქსი ჩელე
გამარჯობათ.
... Nov 9 2014, 10:55
ჩელე დაქსი
გამარჯობა. ვ... Nov 9 2014, 14:56
Rey - როგორ მიხარია რომ ... Nov 9 2014, 18:55
ლეონ-ბლექი ციტატა(chele @ 9th November 2014 ... Nov 10 2014, 01:34
ჩელე RE: კოლხური ხოხბის საშენი ცენტრის დაარსება Sep 24 2015, 14:09
ჩელე RE: კოლხური ხოხბის საშენი ცენტრის დაარსება Sep 24 2015, 14:16
ჩელე RE: კოლხური ხოხბის საშენი ცენტრის დაარსება Sep 24 2015, 14:26
ჩელე ესეც ვიდეომასალა: Sep 24 2015, 14:37
MORGAN respect! Sep 24 2015, 16:23
ზახარა RE: კოლხური ხოხბის საშენი ცენტრის დაარსება Sep 24 2015, 18:47
ნუკრიMax მშვენიალუუურ.... Sep 24 2015, 19:40
Davitus ძალიან მაგარია! ს... Sep 24 2015, 22:31
უიარაღო საიტერესო რეპორტი... Sep 25 2015, 09:59
ჩელე მადლობა მეგობრებო,... Sep 25 2015, 14:43
ჭალიმგელა კი ჯდება
უმეტესად ... Sep 25 2015, 14:46
ჩელე ჭალიმგელა
ძალიან ... Sep 25 2015, 14:50
ჭალიმგელა ეეე მაგარი კაკაბუშ... Sep 25 2015, 14:53
უიარაღო მეგობარს ჰყავს ევრ... Sep 25 2015, 15:07
ჩელე უიარაღო
ევროპული... Sep 25 2015, 15:33
sabaaaa12 seo ოპტიმიზაცია რა ა... Mar 24 2023, 14:41![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th December 2025 - 04:28 |