ოჩოს რთველი 2015 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ოჩოს რთველი 2015
თაზო
პოსტი Oct 1 2015, 19:12
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



პროლოგი
ამბავში აღწერილი სუჟეტი აღებულია რეალური ამბავიდან. სუსტი გულის და ფსიქიკის ადამიანებმა თავი შეიკავეთ წაკითხვისაგან!!!

იყო და არა იყო რა, რთველზე უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი კლუბი, სახელად "ოჩოპინტრე", რომელსაც ტრადიციად ჰქონდა 2 წელიწადში ერთხელ ყურძნის დაწურვა და მერე კარგ ამბებში, საერთო სუფრებზე ამ ღვინით ქეიფი! რადგანაც წინა რთველზე დაწურული ღვინის მარაგი უკვე იწურებოდა, დღის წესრიგში დადგა საკითხი მისი შევსებისა. elementarno-vatson.gif შეიყარა ამ კლუბის თავი და თავი ადამიანები. ხოოდა წავიდა ბჭობა, თუ სად სჯობდა გვეყიდა ყურძენი, სად დაწურულიყო. თუ უკეთესი იქნებოდა კახეთში გვეყიდა ყურძენი, იქვე დაგვეწურა და დამზადებული ღვინო წამოგვეღო. 2 კვირიანი სჯა-ბაასისა და შეხლა-შემოხლის მერე, წამოდგა ერთი ახოვანი ჯეელი და სთქუა: წინა წლის ღვინო იმიტომ იყო კარგი, რომ ჩვენი ხელით იყო დაკრეფილი და დაწურული. მოდით წელსაც კარგი ღვინო ვსვათო. ჩააგეს ხმლები მოქიშპეებმა, გადაეხვივნენ ერთმანეთს თვალზე ცრემლმორეულები!!! დაითქვა გასვლის დრო და ადგილი! ერთი დღით ადრე მოგვარდა მოსამზადებელი სამუშაოები (შეძენილ იქნა ტომრები, ცელოფნები, პლასტმასის მარყუჟები და ა.შ) მაგრამ, გასვლის წინა დღეს ჩამოკრა მოულოდნელად განგაშის ზარმა: რამოდენიმე გამოცდილი მეომარი გამოგვაკლდა, გადაუდებელი მიზეზების გამო...მაგრამ უკან დახევის დრო არ იყო. დილით შეიკრიბა ოჩოს ურიცხვი ლაშქარი 6 ადამიანის სახით! newsmile090.gif მეშვიდე იყო კარგი ადამიანი, მამუკას სიძე. მოკლედ, გავუდექით კახეთის გზას ბატონი პრეზიდენტის მანქანით მე თქვენი მონამორჩილი, სიცხიანი ჩავლე, წელგაკავებული ჭალიმგელა, ნუკრა და ზახარა. მეორე მანქანით, რომლითაც ყურძენი უნდა წამოგვეღო მამუკა და ბატონი ფრიდონი.
უმფროსმა ერთი გადმოგვხედა წარბაწეულმა აბა ლომებო წავედითო, მაგრამ გულში ფიქრობდა: აი სად დაგვერხაო. D.gif























ცოტა ვიარეთ თუ ბევრი ვიარეთ, მივადექით ბრძოლის ველს, სადაც სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გველოდა.





მისალმებისა და მოკითხის შემდეგ ტრადიციულად ცოტა წავიხემსეთ ბრძოლის წინ მასპინძლებთან ერთად, დავლოცეთ ერთმანეთი, მომყვანიცა და დამკრეფიც.
























და დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა))))



















უცაბედად, ჩოჩქოლის და ყიჟინის ხმა შემოგვესმა. ყველას გაგვიხარდა, დამხმარე ძალა გვეგონა მოგვიახლოვდა, მაგრამ ავაჰმე, მეზობელ ვენახში შევიდნენ და იქ დაცხეს მარა რა დაცხეს)))






ნელ ნელა დაღლამაც იმატა, თან ალბათ შეამჩნევდით ჭალიმგელა წელზე შემოხვეული კორსეტით მუშაობდა. ჩავლეს სიცხემ აუწია და ცოტა ხნით მიგვატოვა. ნუკრის ბოლოსკენ წელი გაუკავდა და დიდი ბოდიშებით გავიყვანეთ ვენახიდან. სულ თავისუფლად შეიძლებოდა ჭალოს მინივენისთვის AMBULANCE და წითელი ჯვარი მიგვეხატა))))) შევრჩით მე და ზახარა ბოლოს ერთმანეთს და ერთმანეთის გამხნევებით მივბობღდით ბოლომდე. ბიჭებმაც რაც შეეძლოთ გვამხნევეს, მიდით ჩვენებმა ტონგას მოუგეს, მეტი რაღა სტიმული გინდათო))) ასე იყო თუ ისე, დავტვირთეთ მანქანა და გავუდექით გზას მასპინძლის სახლისაკენ!





































დიდხანს ეხვეწა ჩავლე მამუკას, მე ვიქნები თამადაო, მაგრამ მამუკამ თავისი გაიტანა და შეუდგა საქმეს.



D.gif ლამაზ ხალხთან, დაღლილზე კარგ პურიჭამას და ძველი ამბების გახსენებას რა სჯობს. სურათებშიც ნახავდით, ვენახშიც და სუფრასთანაც ერთი კახელი პაპა იყო. უმაგრესი კაცი, 80 წლის და ბევრ ახალგაზრდაზე მაგრად უჭრიდა ენაც და ძალაც small3d018.gif მოკლედ, ლაღმა კახურმა იუმორმა, ლამაზმა სუფრამ და საღამომ თავისი ქნეს და ცოტა ხანში თითქოს არც გვიმუშავიაო, ისეთი ენერგია მოგვეძალა))) ან ასე გვეგონა)))))















ესაც კიდე ყოველი სემთხვევისათვის იმათ, ვინც ვერ წამოვიდა. ნახონ რა გამაზეს და იქნება გაისად მაინც გავავსოთ ჭალოს მინივენი newsmile045.gif




დიდხანს არ გავჩერდით, დავასვენეთ გადაღლილი მასპინძლები, დავემშვიდობეთ, მადლობა მოვუხადეთ და გამოვეშურეთ თბილისისაკენ. მხიარულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე დავბრუნდით სახლებში. მადლობა ყველას,ბიჭებს, მასპინძლებს, იქაურ მეზობლებს რომ წელს კიდევ გვექნება უგემრიელესი ოჩოს ღვინო newsmile041.gif

პროლოგი: ჭირი იქა, რთველი აქა. ქატო იქა, ღვინო აქა. გენაცვალეთ ყველასა))) და ხო კიდე, ძალა ერთობაშია!!!

პატივისცემით, თქვენი მონა მორჩილი თაზო)))
vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ოთო.
პოსტი Oct 2 2015, 06:47
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გადავინაცვლეთ სუფრაზე


фотохостинг png

და დაიწყო პაატამ ენით აუწერელი ამბის მოყოლა 76 წელში აი ამხელა მწყერებს ვკლავდიო


upload

ყველა სულ განაბული უსმენდა


залить картинку
фотохостинг png
фотохостинг
хостинг фотографий

ბოლოს ზახარამ რა მაგხელა მწყერიო ეგ პერიოდი მეც კარგად მახსოვსო


хостинг картинок бесплатный

პაატამ ერთი გახედა


бесплатный хостинг картинок

და განაგრძო მოყოლა


куда залить картинку

ბოლოს ისე გაქრა ნუკრამ ხელის აქნევაც ვერ მოასწრო



загрузить картинку в интернет

ზახარამ ერთი შენ ჩაქრიო და კაჩალკაზე გადაინაცვლა


залить картинку на форум

მოკლედ მე მოვრჩი ძალიან კარგი დღე იყო ! აბა ჰე და აბა ჰო newsmile05.gif ნუკრასაც აქ ფოტოები დაამატებს ალბად


бесплатный хостинг картинок


залить картинку на форум

ესეც ერთობლივი ფოტო


бесплатный хостинг картинок
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd August 2025 - 19:24