მუშაობს გარემოს დაცვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მუშაობს გარემოს დაცვა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტზე ორი პირი გამოავლინეს.
სამართადამრღვევებს მოკლული ჰყავდათ 2 ცალი კაკაბი. მათ ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ კაკაბი წარმოადგენს ნადირობას მიუკუთნებელ სახეობას და მასზე ნადირობა კანონით დაუშვებელია. ![]() ![]() ![]() ![]() photo sharing sites გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. დუშეთის რაიონის სოფელ ხომის მიმდებარედ მოქალაქემ, მის დროებით მფლობელობაში არსებული თოფით მოკლა არჩვი, რომელიც ჩამოიტანა ხევში წყლისპირას და გაატყავა. სამართალდამრღვევს თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, იდენტიფიკაციის მიზნით მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და გადაყვანა მცხეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ დაილუქა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი და მოპოვებული ნანადირევი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() upload image online სტატისტიკა ![]() ![]() adult image host შველზე მანოკი რათუნდოდათ? გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ბაღდათის რაიონის დიდმაღლის ალპურ საძოვრებში ნადირობის დროს შეჩერებული იქნა რვა პირი, რომელთაც დათვალიერებისას აღმოაჩნდათ მოკლული შველი, ე.წ."მანოკი", ორი ცალი გასანათებელი ხელსაწყო ე.წ."ფარი". ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა ბაღდათის რაიონულ სამმართველოს. ![]() ![]() image hosting 15mb ესეც კლიპი ნუ გახდები ბრაკონიერი https://www.facebook.com/878983925449360/vi...11635365517545/ ხოდა რისი თქმა მინდოდა აგე აკეთებს ხალხი რაც შეუძლია სტატისტიკაც დევს ზევით ამ ფაქტების გარდა კიდე ასობით აქვთ სხვა ხოდა იქნება ჭუჭყის სროლას შევეშვათ პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია assassin29: Nov 10 2015, 13:56 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
კანონი რომ უნდა კანონობდეს სადავო არაფერია და ამ კანონის აღსრულებაზე რომ ზრუნავს სახელმწიფო (გ.დ.ი). რა თქმა უნდა ყველას არ მოგვეწონება შეზღუდვები მაგრამ მოსათმენი იქნება თუ ეს კონტროლის გამკაცრება შედეგს გამოიღებს. ანუ შედეგად უნდა მომრავლდეს კაკაბი, ხოხობი , კურდღელი, შველი არჩვი.... და გარკვეულ დროის შემდეგ (ვფიქრობ 2-3 წელი საკმარისია) უკვე ნელნელა, სახეობების მიხედვით, შეიტანონ სანადირო ობიექტების ნუსხაში. თუ კანონი ყველასთვის ერთი იქნება მივესალმებით და სიამოვნებით მოვიცდით ის რამოდენიმე წელი. მაგრამ თუ ეს იმიტომ ხდება რომ ვისაც კრიშა აქვ მათ მოუმრავლონ და ხოცონ ეს აკრძალული ობიექტები აი ეს იქნება ცუდი. ამის კონტროლი კი მხოლოდ სამოქალოქო საზოგადოებას თუ შეუძლია. ისე ამ ქვეყანაში ხომ არაფერი იფარება და ცოტა ხანში გამოჩნდება ეს კონტროლის გამკაცრება მხოლოდ უპატრონოებისთვის არის თუ ყველაზე ერთნაირად ვრცელდება.
ამა წლის ოქტომბერს ცხოვრებაში პირველად შემხვდა გარემოს დამცველი. გზა გადამიჭრა (თუმცა ამის გარეშეც გავაჩერებდი მანქანას) საბუთები, ნანადირევი (მწყრები) შეგვიმოწმეს, მანქანაც მსუბუქად გაგვიჩხრიკეს და გაგვიშვეს. მუშაობს ნამდვილად, გარემოს დაცვა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 03:28 |