იაგური ტურ-ბულენცია, 2015 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
იაგური ტურ-ბულენცია, 2015 |
Nov 16 2015, 11:46
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
თურმე წინა რეპორტი არ დამიდია, ამიტომ ორივეს ერთად დავდებ
გადავწყვიტეთ წლევანდელი ტურისტობის სეზონიც გაგვეხსნა, ხოდა შევკაზმეთ ცხენები, გავამზადეთ მშვილდ-ისარი, გამოვიყვანეთ ჩვენი ლომტერიერები და დავიძარით ნაცნობი ადგილებისკენ პირველივე ხევი შედეგიანი გამოდგა. იაგები ცოტა ამოვარდნილები ჩანდნენ ფორმიდან, მაგრამ მალევე მოვიდნენ აზრზე. სარეკში როგორც ყოველთვის მე წავედი, ჰოდა დავცხე შეძახილები (სიტყვებს აქ ვერ დავწერ, უნდა მოისმინოთ აიღეს კვალი და აფათურდნენ ტურებიც. ხევის ბოლო საიმედოთ იყო ჩაკეტილი, ერთი ნაცნობი გასაძრომი რჩებოდა გვერდით და ისიც ზახარამ ამოკეტა, ინტუიციამაც არ უღალატა პირველი გასროლა ზახარასი იყო და ერთი ადგილზე დატოვა. ცოტა ხანში ბოლოსკენაც ატყდა სროლები, იქ გურგენასაც დაუსჯია ერთი ბოროტი. რამოდენიმე უკან ჩატრიალდა ბოლოში გავაღწიეთ, შედეგი 1 ტურა და ერთი მელა აღმოჩნდა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() უკანა გზაზე ძაღლები არ დავაბით, თან ნუკრამ თქვა ნამდვილად დავინახე ერთი უკან ჩაბრუნდა ხევშიო ხოდა მანქანამდე სულ ცოტა გვაკლდა რომ აიშას სუსტი ხმა გავიგე, ეგრევე სარა მიეშველა და ატყდა დიდი გნიასი, ამ ყველაფერს ჟაკანა დიპლომატიურად აკვირდებოდა არც ტურას აწუხებდა მაინცდამაინც და არც ჩვენ გვწყვეტდა გულს ტყუილად ვარო ტურა ტრიალებდა პატარა წრეში, ირგვლივ კარგად გვქონდა ჩაკეტილი, გაქცევის შანსი არ ქონდა, ჰოდა გადაწყვიტა გარედან მოვივლიო და ზედ ზახარას დაეჯახა დაეჯახა თქო რომ ვამბობ, ნამდვილად დაეჯახა ტურამ ვაიო დაიძახა და ისევ ბუჩქებში შეძვრა. იქვე დაჩისთან წამიერად გაკვესა ლანდმა, ცოტა მოცხო 00 მაგრამ ვერ მოასწრო. ბოლოს ისევ ჩემთან გამოიძურწა, თან სარა და აიშა ტრაკზე აჯდნენ, ჰოდა იკადრა გამოძრომა. მეც 00 ით დავასაჩუქრე. სანამ გოგოები წეწავდნენ ჟაკანაც მოვიდა მეც აქ ვარო, განა ვერ მივაგნებდიო და ესეც ეცა სურათი მობილით გადავიღე, საკმაოდ ბანძია ![]() ![]() image hosting no register ამის შემდეგ ჩემს საყვარელ ადგილებში გადავინაცვლეთ, მაგრამ მთელი მინდორ, ველ, გორ, ბორცვ, ხევ, მაღლობი გადამწვარი დაგვხვდა მაგის გადამწველის დდშვც მე და ყველა ეგეთი დეგენერატის სახლ-კარიც მოვსდღან. მოკლედ გასვლა 3 ერთეულით დავამთავრეთ, კაი პურიც ვჭამეთ და წამოვედით |
|
|
|
![]() |
Nov 16 2015, 12:11
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჰოდა აგერ ცხელცხელ გასვლასაც აქვე მივაყოლებ
ისევ შევკაზმეთ ცხენები, ისევ ავისხით აბჯრები, ისევ გავმართეთ ჩვენი მშვილდისრები და ამჯერად უკვე ფორმაში შესული შავი ეშმაკებიც გავიყოლეთ ეს ისევ ამდენჯერ ჩავატავტოლოგე, მაგრამ ისევ იმ ხევს მივადექით სადაც წინა ნადირობა დავიწყეთ. სამწუხაროდ ცარიელი დაგვხვდა. ეტყობა ჩვენმა კოლეგა იაგისტებმა მიძუყნეს წინა დღით შაკლები. ჩვენც სხვაგან გადავედით, ტურა მაინც არ არის საძებარი. სარეკი საკმაოდ რთული იყო ოღონდ, მაგარი გაჯაგული დაგვხვდა. ცოტა მეც შევაშველე ჩემი შეძახილები ძაღლებას და პირველი გასროლაც გაისმა, ცოტა ხანში 2 ზედიზედ მიყვა კიდევ. ბოლოში გავედი და ზახარას ყავდა დაგდებული. თურმე პირველი სროლის შემდეგ ტურა ზახარას გამოკიდებია (არ ევასებათ ამ ტურებს ზახარა რააა ჰოდა გამოკიდებულზე ერთი შილაკას მიუყოლებია და ერთიც ზახარას. ერთი ისევ უკან შეტრიალებულა, ჰოდა მეც ისევ შევუტრიალე ძაღლები და ამჯერად ქვემოთ მხარეს იქით გენო ძია და ტამპლიერა დარაჯობდნენ. იქაც ბევრი არ დაუხანებიათ ერთიც გავარდა. გავედით მეორე ბოლოში და ძიას ყავდა მიფინთიხებული. ეს სარეკი 2 ცალით დავამთავრეთ. ფეხითვე გადავედით სხვა ადგილას აი ესე მიმატოვეს და წავიდნენ ![]() how to take a screenshot on a pc ჰოდა რას ვამბობდი, ხო ერთი ბარკალი ერთ ბეჭზე და მეორე.... არა ის სხვა ამბავია. მოკლედ მივასურათეთ ეს სარეკიც და გადავედით სხვაგანთქო ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() img upload |
|
|
|
ჭალიმგელა იაგური ტურ-ბულენცია Nov 16 2015, 11:46
ნუკრიMax ტიხარ-ტუხარ Nov 16 2015, 11:53
kajuberi ყოჩაღები ხართ.კარგ... Nov 16 2015, 12:05
rachveli11 RE: იაგური ტურ-ბულენცია Nov 16 2015, 12:07
თაზო ტიხარიო? Nov 16 2015, 12:16
ჭალიმგელა მეორე ადგილი ცოტა ... Nov 16 2015, 12:22
ჭალიმგელა კარგა მოღლილებმა დ... Nov 16 2015, 12:28
ნუკრიMax ტიხრიკოზა Nov 16 2015, 12:34
ნუკრიMax უი დაგიმთავრებია....... Nov 16 2015, 12:38
ახალციხელი აი თქვენ გენაცვალე... Nov 16 2015, 12:52
ჩავლე მალადციი არლი Nov 16 2015, 13:03
ჭალიმგელა ამ სურათზე არ იხალ... Nov 16 2015, 13:10
ზახარა გრანდიოზული ნადირ... Nov 16 2015, 13:23
შოთა.03 კაიააა საღოლლლლლლ Nov 16 2015, 17:37
rezo197313 კარგად გინადირიათ.... Nov 16 2015, 18:31
ზახარა ციტატა(rezo197313 @ 16th November... Nov 16 2015, 18:39
OQRO444 კარგები ხართ კარგე... Nov 16 2015, 20:58
bubusicha მალადეც Nov 16 2015, 21:25
MORGAN მშვენიერ!
ისე ხან... Nov 16 2015, 21:36
ალექსანდრე სასიამოვნო რეპორტ... Nov 16 2015, 21:45
თაზო მაგრები ხართ ბიძია... Nov 16 2015, 21:52
megreli ჭალიმგელა
კარგი რ... Nov 16 2015, 22:40
პაატა. კარგია.მუსრი გავავ... Nov 16 2015, 23:28
PREDATOR RE: იაგური ტურ-ბულენცია Nov 16 2015, 23:31
kardinal84 ხო ხო ხო რა ამბები დ... Nov 17 2015, 15:28
Davitus თქვენ არ გაგექცათ ... Nov 17 2015, 20:15
MORGAN აი ეგრე იციან რა... ა... Nov 18 2015, 00:06
ჭალიმგელა Davitus
მოგიკვდა პუტინ... Nov 18 2015, 09:30
BIGმიშა კარგი დრო გიტარები... Nov 18 2015, 20:39
hunter88 კარგია საღოლ ბიჭე... Nov 18 2015, 23:23![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 11:19 |