იაგური ტურ-ბულენცია, 2015 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იაგური ტურ-ბულენცია, 2015 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თურმე წინა რეპორტი არ დამიდია, ამიტომ ორივეს ერთად დავდებ
გადავწყვიტეთ წლევანდელი ტურისტობის სეზონიც გაგვეხსნა, ხოდა შევკაზმეთ ცხენები, გავამზადეთ მშვილდ-ისარი, გამოვიყვანეთ ჩვენი ლომტერიერები და დავიძარით ნაცნობი ადგილებისკენ პირველივე ხევი შედეგიანი გამოდგა. იაგები ცოტა ამოვარდნილები ჩანდნენ ფორმიდან, მაგრამ მალევე მოვიდნენ აზრზე. სარეკში როგორც ყოველთვის მე წავედი, ჰოდა დავცხე შეძახილები (სიტყვებს აქ ვერ დავწერ, უნდა მოისმინოთ ![]() აიღეს კვალი და აფათურდნენ ტურებიც. ხევის ბოლო საიმედოთ იყო ჩაკეტილი, ერთი ნაცნობი გასაძრომი რჩებოდა გვერდით და ისიც ზახარამ ამოკეტა, ინტუიციამაც არ უღალატა პირველი გასროლა ზახარასი იყო და ერთი ადგილზე დატოვა. ცოტა ხანში ბოლოსკენაც ატყდა სროლები, იქ გურგენასაც დაუსჯია ერთი ბოროტი. რამოდენიმე უკან ჩატრიალდა ბოლოში გავაღწიეთ, შედეგი 1 ტურა და ერთი მელა აღმოჩნდა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() უკანა გზაზე ძაღლები არ დავაბით, თან ნუკრამ თქვა ნამდვილად დავინახე ერთი უკან ჩაბრუნდა ხევშიო ხოდა მანქანამდე სულ ცოტა გვაკლდა რომ აიშას სუსტი ხმა გავიგე, ეგრევე სარა მიეშველა და ატყდა დიდი გნიასი, ამ ყველაფერს ჟაკანა დიპლომატიურად აკვირდებოდა ![]() არც ტურას აწუხებდა მაინცდამაინც და არც ჩვენ გვწყვეტდა გულს ტყუილად ვარო ![]() ტურა ტრიალებდა პატარა წრეში, ირგვლივ კარგად გვქონდა ჩაკეტილი, გაქცევის შანსი არ ქონდა, ჰოდა გადაწყვიტა გარედან მოვივლიო და ზედ ზახარას დაეჯახა ![]() დაეჯახა თქო რომ ვამბობ, ნამდვილად დაეჯახა ![]() ![]() ტურამ ვაიო დაიძახა და ისევ ბუჩქებში შეძვრა. იქვე დაჩისთან წამიერად გაკვესა ლანდმა, ცოტა მოცხო 00 მაგრამ ვერ მოასწრო. ბოლოს ისევ ჩემთან გამოიძურწა, თან სარა და აიშა ტრაკზე აჯდნენ, ჰოდა იკადრა გამოძრომა. მეც 00 ით დავასაჩუქრე. სანამ გოგოები წეწავდნენ ჟაკანაც მოვიდა მეც აქ ვარო, განა ვერ მივაგნებდიო და ესეც ეცა სურათი მობილით გადავიღე, საკმაოდ ბანძია ![]() ![]() image hosting no register ამის შემდეგ ჩემს საყვარელ ადგილებში გადავინაცვლეთ, მაგრამ მთელი მინდორ, ველ, გორ, ბორცვ, ხევ, მაღლობი გადამწვარი დაგვხვდა მაგის გადამწველის დდშვც მე და ყველა ეგეთი დეგენერატის სახლ-კარიც მოვსდღან. მოკლედ გასვლა 3 ერთეულით დავამთავრეთ, კაი პურიც ვჭამეთ და წამოვედით |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მეორე ადგილი ცოტა ინერტულად დაიწყო, ძაღლებიც თითქოს დაღლილები ჩანდნენ, მეც ნაკლები ენერგიით ვამხნევებდი
ავიარეთ ერთი პატარა ხევი არაფერი, მეორე პატარაც მივაყოლე არაფერი და დაიწყო და რა დაიწყოოოოოო..... სამივე იაგი აყეფდა, სამივე სხვადასხვაგან დარბოდა. ატყდა შრაშუნ-შრიალი ლაქაშში და მაყვლნარში. მოკლედ დიდი სსასიამოვნო ჯრიამული წავიდა ჩვენც ჩაგვაადრენალინა და დავიწყეთ ლოდინი. მართალი გითხრათ ყეფით უფრო ვტკბებიდი და თან ჟაკანას გახსნაც გამისწორდა გავარდა ერთი... მიყვა კანტროლკაც. ტამპლიერამ შორიდან მანიშნა მზადააო, მერე ქვემოდან გავარდა, ზახარამაც მზადააო, მერე ნუკრამ ხეთქა 3 ზედიზედ.... ზახარამ მიაძახა აცდაო, ეს იძახდა გინდა თუ არა გადატრიალდაო. მოკლედ თავის დანებებას ვაპირებდით რომ იქვე გუბეში გარჭობილი ვიპოვნე ყეფა ისევ გრძელდებოდა, აიშა მოკლულს ჯენჯავდა, ჯაკანა მეორეს. სარა ისევ ყეფდა და გოგლიკასთანაც დაიქუხა. მოკლედ ერთ პატარა ხევში 4 ერთად მივასვენეთ 6 მტაცებელი უკვე კარგიი შედეგი იყო. ხოდა ჩვენც მანქანისკენ დავიძარით გზაში უკან მომიტოვეს, არც პრეზიდენტის ხატრი აქვთ და არც მარეკის ![]() ![]() თან მივაჩხაკუნე აპარატი. აგერაა სახეებიც ![]() ![]() post image |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 13:18 |