Huglu 202b, თურქი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Huglu 202b, თურქი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით. |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გავხდი Huglu 202b-ს მფლობელი. კალიბრი 12/76, ლულის სიგრძე 71 სმ, ექსტრაქტორებზე, საცვლელი ჩოკებით, ფასი თუ სწორედ მახსოვს 1060 ლარი. როგორც მითხრეს თოფის მექანიზმი ზუსტი ასლია იჟ 54-ის მექანიზმისა, რომელიც თავის მხრივ მოპარულია ზაუერის რომელიღაცა მოდელიდან.
გეტყვით ჩემი აზრით პლიუსებს და მინუსებს: პლიუსები: კეისი მოყვება, 5 ჩოკი მოყვება ანუ ყველა ცილინდრიდან სრულ ჩოკამდე, არის ნორმალური წონის (არც მძიმე და არც მსუბუქი) საიტზე უწერია 3.1-3.3 კგ რეალურად არ ვიცი, მაგრამ 3,3 ზე მძიმე არ იქნება. კარგი ბალანსი აქვს, საცდელად ვისროლე და საფანტის ჭრა მიტანა კარგი აქვს, ტყვია დაახლოებით 45-50 მეტრზე კარგად წაიღო მიზანში და ყველაზე ძალიან რისიც მეშინოდა, სხვადასხვა ლულიდან ნასროლი არ გადააჯვარედინა, უკუცემა დაბალი მუხტის (24-28 გრამი) ვაზნებზე არც იგრძნობა, 36 გრამიან ვაზნებზე და ასევე ტყვიაზე (მონოლითი 32) სავსებით ასატანი აქვს, კონდახზე პიტჩს (ასე ქვია მგონი?) ზემოთა ნაწილზე აქვს პლასტმასის ჩანამატი რომ კონდახი ადვილად აცურდეს მხარზე. მინუსები: ხეზე არის წასმული ''მატოვი'' ლაკი და რომ შეხედავ კონდახი პლასტმასის გეგონება, საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ხე არც თუ ისე კარგადაა დამუშავებული, ჩოკები მოკლეა და რაც არ უნდა ძლიერად მოუჭირო ძალიან ადვილად ეშვება თავისივე ქანჩით, მეშინია თავისთავადაც არ მოიშვას ექსპლუატაციის დროს, ამიტომ სროლამდე აუცილებლად დაჭირდება ხოლმე შემოწმება, ლულებზე აქვს დარჩენილი ერთი-ორი წერტილი სადაც დაფერვა გადასულია (ან თავიდანვე არ ყოფილა ნორმალურად), თუმცა ეს წერტილები არის იმ ადგილას სადაც ცევიო ჯდება და აწყობილ თოფზე არ ჩანს. სხვა პლიუს მინუსებს დრო და ექსპლუატაცია გამოავლენს. დროთა განმავლობაში, ამ თოფით ნადირობის გამოცდილების დაგროვებასთან ერთად კიდევ დავამატებ ინფორმაციას. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 37 რეგისტრ.: 8-November 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ზუგდიდი ![]() |
რამე ისეთი ხო არ შეგინიიშნავს მექანიზმში ასეჩკა ან რამე ისეთი ნიტო რაც შენს უყმყოფილებას გაოიწვევდა, უფრო უარყოფითებზე მითხარი რა რამე რას ფიქრობ აბა დადებითები მეც ვიცი ბევრი მაქ წაკითხული
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 23:10 |