მც - 8, МЦ-8 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მც - 8, МЦ-8 |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() საბჭოთა ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით რომ , საბჭოთა სპორცმენები ვარჯიშობდნენ და შესაბამისად ასპარეზობნენ უცხოური თოფებით, არ გააჩნდათ უბრალოთ სამამულო , რომელიც მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა... და ეს ყველაფერი ზესახელმწიფოს პირობებში ! ეს ღირსების საკითხი იყო, ამის ასე დატოვება არ შეიძლებოდა... ...და აი , გონივრული გადაწყვეტილების საფუძველზე და კონსტრუქტორების გულმოდგინე შრომის შედეგად , შეიქმნა ასეთი თოფი. ეს იყო მც - 8. ამ თოფმა საბჭოთა სასტენდო სპორტში შეუცვლელი ადგილი დაისაკუთრა მც 8 იყო სპორტული თოფი ვერტიკალურად განლაგებული ლულებით. ლულების სიგრძე 750 მმ, გაბურღვა სასანგრე სტენდისთვის 1,0 მმ ; 1,25 მმ . სამიზნე თამასა არავენტილირებული, განიერი 11მმ, ბოლოსკენ შევიწოვებული. სავაზნე 70მმ, ჩაკეტვის სიტემა და სასხლეტ დამცემი მექნიზმი ორიგინალური. ![]() თოფი ღჭურვილი იყო ორი სასხლეტით, შემდეგ გამოვიდა უკვე ერთ სასხლეტიანი მექანიზმით რომელსაც გადამრთველი არ ქონდა ანუ სასხლეტი თანმიმდევრობით ემსახურებოდა ჯერ ერთ შემდეგ მეორე ლულას. დამცველი ავტომატური. (რაც არ იყო საჭირო სპორტულ თოფზე) ტიპჟირი(ცევიო) არ შორდება ლულებს, მიმაგრებულია სახრახნისებით, ცევიოზე კეთდებოდა პერფორაციები გადახურების თავიდან ასაცილებლად. ლულების კალაპოტთან შეერთების სისტემა ორიგინალური ![]() თოფის წონა 3 600 - 3 800გ მრგავლი სტენდისათვის გამოდიოდა შესაბამისად მოკლე 675 მმ-ანი ლულებით, რომლებსაც ქონდათ ლულები გაბურღული სპეციალური გაფართოებით ბოლოსკენ ("რასტრუბები") რაც მაქსიმალურად საფანტის გაშლას იძლეოდა მოკლე მანძილზე. სამიზნე თამასა ვენტილირებული. წონა 3 600გ. თოფი კოლოსალურ დატვირთვებს უძლებდა და უძლებს კიდევაც. პრაქტიკულად ამოუწურავი რესურსით გამოირჩევა. ეს კი თავისმხრივ დამსახერებაა ჩაკეტვის მეტად ორიგინალური და მტკიცე სისტემის, მეორე მხრივ კი სალულე ფოლადის საშალებით 3ХН2М фА , ეს ფოლადი ავიაციური ტყვიამფრქვევების სალულე მასალაა..... და კიდევ ერთი ლულების კალაპოტთნ შეერთებისზედაპირის ფართობი ძალიან დიდია, ეს უკანასკნელი,დროთა განმავლობაში ლულების რყევას მომენტს მინიმუმადე ამცირებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე , ყველაზე მეტი თასი მსოფლიოს პირველობა თუ ოლიპიური მედალის უმეტესობა ამ თოფით და მისი მოდიფიკაციებითაა მოპოვებული. მც -8-ს გააჩნია სანადირო მოდიფიკაცია, შესაბამისი ლულების გაბურღვით და მარალმხატვრული გაფორმებით. ასევე სურვილის მიხედვით თოფ შეიძლება მოყვეს ნებისმიერი სიგრძის და გაბურღვის ლულები, ასევე ხრახნიანი ლულებიც. თუმცა სანადირო მოდიფიკაცია იყო საკმაოდ მძიმე, რათქმაუნდა გამოვიდა მცირე რაოდენობით. ![]() მც -8-ს სპორცმენები და იარაღის ექსპერტები დამსახურებულად უწოდებენ " თოფი ლეგენდა " ! ........ ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
kupra
არც მე გადავიხდიდი მასეთ თოფში 2000 დოლარს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ცუდი თოფია და იმიტომ. ციტატა უკეთესი რა გაქ რომ გვირჩიო? მჯობზე მჯობი არ დაილევა. ჩემს აზრს მოგახსენებთ ძველ (20-40-50 წლის წინანდელ) თოფებთან დაკავშირებით: მამა-პაპის დანატოვარი თოფი რომ მქონდეს რა მოდელიც არ უნდა იყოს, მით უმეტეს მაგისთანა მაღალი კლასის, თვალის ჩინივით მოვუფრთხილდებოდი. ყიდვით კი ძველ თოფს მხოლოდ ორ შემთხვევაში ვიყიდდი: თუ თავის ფასთან შედარებით ნახევარ ფასში ან უფრო ნაკლებში ვიყიდდი ან თუ რაიმე ანტიკვარი ან უიშვიათესი მოდელი იქნებოდა. მც-8 არის საუკეთესო თოფი, სიამოვნებით ვიყიდდი ვთქვატ 1000 დოლარში (რაც რა თქმა უნდა ძალზე იაფია), 2000-3000 დოლარათ კი ბრაუნინგის ან ბერეტას ასევე საუკეთესო, ახალთახალი ორლულიანი (ნახევარავტომატებზე აღარაფერს ვამბობ) თოფის ყიდვა როცა შემიძლია რატო უნდა ვიყიდო გინდ მც და გინდ სხვა 50 წლის თოფი არ მესმის, თუმცა ვისთვის როგორ ალბათ არიან ადამიანები ვინც საპირისპიროს ფიქრობენ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 22:25 |