04.10.2009 ოჩოპინტრეს შეჯიბრი სტენდზე #1 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
04.10.2009 ოჩოპინტრეს შეჯიბრი სტენდზე #1 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ესეც ასე, შედგა პირველი ოჩოპინტრეს გასვლა და სიმბოლური შეჯიბრი სტენდზე
მონაწილეები: ვიტო გიორგი ტამპლიერ (არ მიუღია მონაწილეობა) ჭალიმგელა (მესამე ადგილი) 919 გიგა მაჭარა ბონეჰილი (პირველი ადგილი) მამუკა ლევანი გოგა (არ მიუღია მონაწილეობა) ზახარა (მსაჯობდა) შალვა (არ მიუღია მონაწილეობა) FISHING CLUB - ბიძო შოთა არაგველი (მეორე ადგილი) გურგენა დათო ბუ შეკრება დავიწყეთ დილის 09.30 ვარკეთილის ჩასახვევთან, ავიყარეთ და ავედით, კონკურსი ცოტა სხვანაირად გვქონდა გათვლილი, ანუ უნდა გვესროლა 5-5 ვაზნა 5 სხვადასვხვა პოზიციებიდან, მონაწილეების და პოზიციების ცვალებადობით, თუმცა ბატონმა შოტა თავაძემ (ჩვენმა ინსტრუქტორმა) რომ დაგვხედა და ჩვენი "მაღალი კლასი", რომ შეაფასა გვითხრა რომ არაფერი არ გამოგვივიდოდა და გვასროლინა მხოლოდ 2 ყველაზე ადვილი პოზიციიდან, თითომ მიყოლებით ვისროლეთ 25 ვაზნა. ერთიდან 10, მეორედან 15. ცოტას შოთა თავაძეზე შევჩერდები, ძალიან მომეწონა ჩვენდამი მიდგომა, ყველა სროლას გვიკონტროლებდა და რჩევებს გვაძლევდა, ეგ რომ არ ყოფილიყო ალბათ ისედაც საშინელი შედეგები საერთოდ ნოლს გაუსწორდებოდა. სტენდდის ძოგადი მდგომარეობა ძალიან სავალალოა, სულს ძლივს ღაფავს რაც ძალიან სამწუხაროა, არადა პოტენციალი გააჩნია მაქაურობას, დიდ ინვესტიციას არც მოითხოვს, ალბათ მთავარი იქნებოდა კარგი აპარტის დადგმა, ინტრერიერის გალამაზება ელემენტარულად ხეების დარგვით და ცოტა შინაურული ატმოსფეროს შექმნით, დანარჩენი გამოსწორებადია, პრინციპში ალბად დიდ ინვესტიციას არც ითხოვს..... იქნება ასეთი პოპულარიზაციის შედეგად ვინმე დაინტერესდეს და რაიმე ეშველოს ამ სპორტს. თითონ ღონისძიება ძალიან მომეწონა, ყველა კარგად იქცეოდა, არც აჟიოტაჟი არ ყოფილა და ერთმანეთსაც არავინ არ აწუხებდა, ჰარმონია იყო რა ![]() შეიძლება ჩაითვალოს რომ ტრეინინგი ერქვა ამ ყველაფერს, შემდეგი გასვალა ამ მხრივ ვიმედოვნებ ბევრად შედეგიანი იქნება, ყველამ ვისწავლეთ ცოტცოტა ჩვენ საკუთარ იარაღებზე. ნადირობისგან რადიკალურად განსხვავდება........................ დანარჩენი სურათებში ნახეთ პ.ს. სურათები ძალიან ბევრია და ყველაზე კომენტარს ნუ მომთხოვთ, უფრო სწორედ საერთოდ ვერ გავაკეტებ კომენტარებს, თუ რამეა იკითხეთ და ვინმე გიპასუხებთ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() დაიწყეთ დაპოსტვა გეთაყვა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
სხვათაშორის, ჩელე ბატონო.... ბიძომ თავისი ზარბაზნის კვალობაზე არც თუ ისე ცუდად გატეხა..... მაგრამ მაგის თოფს ხმაა ჰქონდააააააა .....
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 10 თეფში მგონი გიგამ გატეხა (919) თუ არ ვცდები ეხლა მე რას ვფიქრობ და როგორ შევაჯამებდი დღევანდელ გასვლას ის რომ წავედით ძალიან კარგი ვქენით. ის რომ ჩემპიონატი თუ შეჯიბრი რომ დავარქვით, ასევე ძალიან კარგი ვქენი - ისე ამდენი ინტერესი არ იქნებოდა. თუნცა რა თქმა უნდა - ამას ჩემპიონატთან არაფერი საერთო და მსგავსებაც არ ჰქონდა ![]() ![]() თვითონ სასტენდო სროლაც ძალიან საინტერესოა და აზარტული, ცოტა ძვირი კია, მაგრამ რაც არი.... მაგრამ ჩვენი კლუბის ხელშეწყობით თუ გაიზარდა ხალხის ინტერესი - დარწმუნებული ვარ ეს სფერო განვითარდება..... მოკლედ დღევანდელი დღე ბევრი სამომავლო გეგმების საწინდრადაც შეიძლება ჩავთვალოთ.... შესაბამისად ძალიან მცირე, მაგრამ გარკვეული პრაქტიკა მივიღეთ უკვე და მომავალი შეჯიბრებები შეგვიძლია ყველაფრის ამის გათვალისწინებით დავგეგმოთ და უფრო და უფრო დავხვეწოთ.... მე მგონი მალე ჩვენი კლუბი ხშირი სტუმარი იქნება სტენდზე ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 07:10 |