მარჯვენა თუ მარცხენა ))) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მარჯვენა თუ მარცხენა )))
თაზო
პოსტი Dec 4 2015, 10:30
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხალხებო, აბა გამომხედეთ აქეთ. ალბათ ყველა გაიგებდით ახალი კანონპროექტის შესახებ, რომელიც მარჯვენა საჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვას შეეხება. და 150 ლარიან სტიკერს "ჩემი მანქანა მარჯვენა საჭიანი იყო". newsmile042.gif ვიცი აქ ბევრს ყავს მარჯვენა საჭიანი და გადატანილი საჭიანი მანქანები. საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად სწორია, არასწორია, გამართლებულია თუ არა ეს კანონპროექტი. რათქმაუნდა თუკი პარლამენტი დაამტკიცებს მას, რისი დიდი ალბათობაც არის. გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრი))) newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩელე
პოსტი Dec 6 2015, 21:50
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



assassin29
ციტატა(levani mgebrishvili @ 4th December 2015 - 20:10) *
ესეიგი რაგამოდის ბატონო ჩემო თუ 5000 + არ აქვს კაცს უმანქანოდ უნდა იაროს?
3000 დოლარად მშვენიერი მანქანები მოდის მარჯვენა საჭიანი ახალი ლეგასი სკაილაინი ფორესტერი და ა.შ და ამ ფასად იაპონიიდან თუ აკრძალეს რა ჯანდაბა ვიყიდო? დანჯღრეული ტროიკა თუ ოპელი? რომელი უფრო აბინძურებს გარემოს?


3000$ შეიძლება ნორმალური მანქაის მოძიება ამერიკულის ან ევროპულისაც. რაც შეეხება გარემოს დაბინძურებას: ყველა კატალიზატორ ამოცლილი მანქანა აბინძურებს გარემოს. არა აქვს მნიშვნელობა იაპონურია თუ დანჯღრეული ჟოპელი. newsmile05.gif

ციტატა(levani mgebrishvili @ 4th December 2015 - 20:10) *
ვისაც უნდა უნდა ყავდეს კიდეც გავგიჭდები რა ყველა იმაზე წუწუნებს რო პრობკებია ქალაქშიო, თბილისი მანქანებს ვეღარ იტევსო და ასე შემდეგ და რულიდან არ ჩამოდიან
მე რო არამაქ საშუალება ძვირიანი მანქანა ვიყიდო ჩემ ხარჯზე უნდა ეშველოს მოძრაობას?



სწორედ მაგიტომ არის საცობები, რომ ყოველ მეორეს ავტომობილი ყავს. ბევრი მანქანაა ქალაქში და გზებიც არ გაუთვალისწინებიათ კომუნისტებს, როცა თბილისს აგეგმარებდნენ. მაგრამ რაც არ უნდა ფართე გზები გვქონდეს, ქართული სიარულით, მაინც საცობები იქნება. მორალი: ჯერ შეგნება და მერე დანარჩენი. არ მიგულისხმია, რომ მაინცდამაინც შენზე უნდა ეშველოს მოძრაობას. ზოგადად ვსაუბრობ.



ციტატა(levani mgebrishvili @ 4th December 2015 - 20:10) *
ეს კარგია მერე? გაფიცებ ეხლა პრადო უფრო სჭირდება კაცს თუ იაფიანი მანქანა რითაც ხშირ შემთხვევაში ოჯახს არჩენს

მაპატიეთ თუ მეჩვენება მაგრამ მგონია რომ გინდათ რომ ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხს მანქანების ყიდვა გაუჭირდეს? არარი ეს ეგოისტური?


ვერ გაგიმართლებ იმედებს და გეტყვი, რომ არ ვარ ეგოისტი. newsmile05.gif რაც შეეხება პრადოებს. მართალი ხარ. ამიტომ ღირს ძვირი პრადო. თუ პრადო გყავს არ იტაქსავებ. ეხლა შენ წარმოიდგინე, ყველას რომ ჰქონდეს ფული (ღმერთმა მოგვცეს) და ყველამ პრადო რომ იყიდოს, რა ამბავი იქნება ქალაქში. მარცხენა საჭიანი ოპელითაც შეიძლება ოჯახის რჩენა. და კიდევ: თუ გაჭირვებული ხარ, რა გემანქანება შე კაი კაცო? ადვილი გგონია შენ ტაქსაობა? newsmile05.gif სწორად გამიგე რაც ვთქვი.


shotaa
ციტატა(shotaa @ 4th December 2015 - 23:51) *
ჩელე
ქალაქი იზრდება მოსახლეობაც მანქანებსაც ყიდულობს ხალხი რა არი ამაში ცუდი? ყავდეს ყველა მეორეს მანქანა რა ჯობია მაგას.
საცობია თუა მიზეზი მისი დარეგულირების სხვა ბევრი გზა არსებობს.
ტექ დათვალიერებას ვემხრობი 100 %


არაფერი ცუდი არ არის ამაში, რომ ქალაქი იზრდება. შენ როგორ გესახება, რა ალტერნატივები არსებობს დარეგულირების ამბავში? გგონია, ბევრი იაპონური მანქანა გაივლის ტექდათვალიერება? ტყუილად გგონია. ნახევარზე მეტს ამოცლილი აქვს კატალიზატორი. newsmile05.gif


shotaa
ციტატა(shotaa @ 5th December 2015 - 02:01) *
მე მაგალითად მინდა მანქანის ყიდვა შეიძლება ბევრმა იცოდეს integra
type-r ეს ავტომობილი მხოლოდ იაპონიაში მხოლოდ მარჯვენა რულით გამოდის


რაც შეეხება ამ ამბავს: ის მანქანები, რომლებიც უკვე ნაყიდია, გზაშია და მოდის. ასევე სპორტული მაქნანები, ტრანზიტით და რეექსპორტით ნაყიდი მარჯვენა საჭიანი ავტომობილი, შეზღუდვა არ შეეხება. ასე რომ ღმერთმა მოგცეს იმდენი ფული, რომ შეძლო მისი ყიდვა.

PREDATOR
ციტატა(PREDATOR @ 5th December 2015 - 03:44) *
სხვა ქვეყნებსაც ქონდათ მსგავსი პრობლემები და მშვენივრად გადაჭრეს


თუ იცი, როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა იქნებ გვითხრა თუ იცით?...


ჩემი აზრით: ან უნდა გაიზარდოს განბაჟების ფასი მარჯვენა საჭიანებზე ან დროებით მაინც შეწყდეს იმპორტი. ცოტა განიტვირთება სიტუაცია. და საერთოდ: ჩვენ მთავრობაში რომ ჭკვიანები ისხდნენ, საერთოდ თუ არა, გავანახევრებდი განბაჟების საფასურს ელექტრომობილებზე და ჰიბრიდებზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Dec 7 2015, 12:29
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩელე



(3000$ შეიძლება ნორმალური მანქაის მოძიება ამერიკულის ან ევროპულისაც. რაც შეეხება გარემოს დაბინძურებას: ყველა კატალიზატორ ამოცლილი მანქანა აბინძურებს გარემოს. არა აქვს მნიშვნელობა იაპონურია თუ დანჯღრეული ჟოპელი. newsmile05.gif )




მაქვს 3000 $. ამ ფულით მომდის 2005 წლიანი ნისან იქსტრაილი(დიდი ხანია უკვე მყავს ეს ავტომობილი 2001 წლიანი და ჩემი დიდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე მიძლებს ერთგულად. ვფიქრობ, საუკეთესოა თავის კლასში) 120000 მდე გარბენით, 4BB შეფასებით.
რა ალტერნატივის მოძებნა შეიძლება ამერიკის და ევროპის ბაზარზე ამ ფასად?4x4 ზე ვგულისხმობ რა თქმა უნდა. ერთი ავტომობილის ყოლის საშუალება მაქვს და სედანს ვერ ვიყოლიებ ნამდვილად.

ეხლა ზოგადად რას ვფიქრობ ამ კანონზე.

ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მანქანაა და დასარეგულირებელია.
1)უნდა შეზღუდულიყო იაპონიიდან იმპორტი მანქანის გამოშვების წელის მიხედვით და გაზრდილიყო ბაჟი.(სრულად აკრძალვა არ იყო საჭირო, ვინაიდან განსაკუთრებულად მოწესრიგებული მანქანები შემოდის ამერიკისგან და ევროპისგან განსხვავებით)
2)ტექ-დათვალიერება 100 % ით საჭიროა.(რას გავს ჩვენი ავტოპარკი კი ვიცით. თავისი ტაქსით, მარშუტკით, ავტობუსით და სპეც-ტექნიკით ასევე)
3)დამწყებისთვის ჩემი აზრით მნიშვენლობა არ აქვს რომელ საჭესთან დაჯდება. ვინც ტარება არ იცის, ვერც მარცხენას ატარებს და ვერც მარჯვენას.ამიტომ ყველაზე მეტად რაც მომეწონა ის არის, რომ მართვის მოწმობის გამოცდები ჩატარდება რეალურ მოძრაობაში და უფრო მეტიც არის საჭირო ამ მხრივ, ვისაც აქვს ,,პრავა''აღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩემის აზრით თავიდან უნდა ჩააბაროს გამოცდა, ახალი წესებით. მართალია დიდი ხარჯია, მაგრამ აუცილებელი უსაფრთხოებისათვის. ვინაიდან ტარება 80-% მა არ იცის.
4)100 ქულიან სისტემას ვემხრობი 100 % ით
5)300 ლარიან ჯარიმასაც ვემხრობი ღერძულას გადაკვეთაზე, მაგრამ ცოტა მეშინიაnewsmile05.gif, თუმცა სხვანაირად ვერ გადავეჩვევით.

მოკლედ ყველაფერს ვეთანხმები მარჯვენა საჭიანების რეგისტრაციის აკრძალვის გარდა, ვინაიდან არ მაქვს სურვილი ჩავჯდე ამერიკულ და ევროპულ, გაბანძებულ ავტომობილში ზემოდან 5000 $ ის დამატებით და მინიმუმ 150000 კმ ით მეტი გარბენით, მიმაჩვია იაპონიამ კომფორტს.

არ მაქვს პრეტენზია 10000 $ ზე ზემოთ ღირებულების მანქანებზე. ვიცი რომ კარგია, მაგრამ არ მაქვს ფული.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია jaba_gugesha: Dec 7 2015, 12:31
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- თაზო   მარჯვენა თუ მარცხენა )))   Dec 4 2015, 10:30
- - kajuberi   მიცემითში გავიგნო ...   Dec 4 2015, 10:40
- - თაზო   ციტატა(kajuberi @ 4th December 20...   Dec 4 2015, 10:43
- - საბო   მოკლედ ასეთია ჩემი...   Dec 4 2015, 11:07
- - ჯოლა   საბო რამდენის გაა...   Dec 4 2015, 11:22
- - თაზო   საბო   Dec 4 2015, 11:37
- - უიარაღო   2008 წლიდან დღემდე მყ...   Dec 4 2015, 11:45
- - assassin29   ციტატა(sabo73 @ 4th December 2015...   Dec 4 2015, 12:22
- - უიარაღო   ბიუჯეტი როგორ შეივ...   Dec 4 2015, 13:27
- - შოთა.03   მარტივად რო ვთქვათ...   Dec 4 2015, 13:56
- - ახალციხელი   ძალიან დიდი მნიშვნ...   Dec 4 2015, 14:14
- - უიარაღო   როგორც გავიგე აკრძ...   Dec 4 2015, 14:40
- - ჩელე   ეს კანონპროექტი მე...   Dec 4 2015, 16:03
- - assassin29   ციტატა(chele @ 4th December 2015 ...   Dec 4 2015, 19:10
- - shotaa   ჩელე ქალაქი იზრდე...   Dec 4 2015, 22:51
- - assassin29   ციტატა(shotaa @ 4th December 2015...   Dec 5 2015, 00:01
|- - shotaa   ციტატა(assassin29 @ Dec 5 2015, 0...   Dec 5 2015, 16:09
- - Davitus   კარგით რა, მანქანა ...   Dec 5 2015, 00:27
- - shotaa   მეგობრებო მართლა ა...   Dec 5 2015, 01:01
- - PREDATOR   ამ ქვეყანაში საერთ...   Dec 5 2015, 02:44
- - ახალციხელი   ნებისმიერი კანონი ...   Dec 5 2015, 09:06
- - ახალციხელი   აბა ისაა ნორმალური...   Dec 5 2015, 09:22
- - თაზო   ციტატა(axalcixeli @ 5th December ...   Dec 5 2015, 22:41
- - ახალციხელი   სწორედ მაგას ვგული...   Dec 6 2015, 09:31
- - საბო   ხალხნო გამოსავალი ...   Dec 6 2015, 20:59
- - ჩელე   assassin29 ციტატა(levani mgebrishvili...   Dec 6 2015, 21:50
|- - საბო   ციტატა(ჩელე @ Dec 6 2015,...   Dec 6 2015, 22:32
|- - jaba_gugesha   ჩელე (3000$ შეიძლებ...   Dec 7 2015, 12:29
- - megreli   ციტატა(თაზო @ 5th Decembe...   Dec 7 2015, 01:52
- - თაზო   megreli არ ვარ მე იმნაი...   Dec 7 2015, 08:48
- - ჩირიკა   მე ვფიქრობ, რომ უნდ...   Dec 7 2015, 12:41
- - ჯოლა   ტანკი მინდა მყავდე...   Dec 7 2015, 12:51
- - kajuberi   პრობლემა არაა მარჯ...   Dec 7 2015, 13:33
- - ჩელე   ეს მთავრობა ძალიან...   Dec 7 2015, 14:52
- - kajuberi   ჩელე ჩელე ეს ყველა...   Dec 7 2015, 15:14
- - უიარაღო   ჩელე ასი პროცენტით...   Dec 7 2015, 15:25
- - jaba_gugesha   ჩელე აბსოლიტურად ...   Dec 7 2015, 15:29
- - უიარაღო   jaba_gugesha გლობალურ ჭრი...   Dec 7 2015, 15:37
- - ჩელე   kajuberi ციტატა(kajuberi @ 7th D...   Dec 7 2015, 15:57
- - jaba_gugesha   ჩელე ისე მე- 6 პუქტშ...   Dec 7 2015, 15:59
- - ჩელე   jaba_gugesha ციტატა(jaba_gugesha ...   Dec 7 2015, 16:05
- - assassin29   ეგრე რა თქვე კაი ხა...   Dec 7 2015, 16:23
|- - shotaa   ციტატა(assassin29 @ Dec 7 2015, 1...   Dec 7 2015, 19:31
- - ჩელე   assassin29 ციტატა(levani mgebrishvili...   Dec 7 2015, 16:35
- - assassin29   ციტატა(chele @ 7th December 2015 ...   Dec 7 2015, 16:41
- - ჩელე   assassin29 ციტატა(levani mgebrishvili...   Dec 8 2015, 14:22
- - გურგენა   ვერ ვხვდები ასეთი ...   Dec 8 2015, 17:48
- - assassin29   ციტატა(ალეკო @ 8th Dece...   Dec 8 2015, 21:52


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 03:29