Antonio Zoli - Kronos |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Antonio Zoli - Kronos |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
A Zoli - Kronos
![]() ცნობილი იტალიური საიარაღო ფირმის სპორტული თოფი "კრონოსი" , კომპანიის რეპუტაციის მორიგი მხარდაჭერაა... იგი შექმნილია ბოსს-ვუდვარდის ჩაკეტვის სისტემაზე და თავისმხრი პერაცის ბოკფლინტების მორიგ წარმატებულ 'კლონს' წარმოადგეს. წარმატებული K4 -ის შემდეგ არანაკლები დამსახურებების მქონე 'ზოლი' ძალიან პოპულარული გახდა მსროლელების ფართო მასებში... სასტენდო სროლის სამშობლოში(პირობითად) - ინგლისში, დამწყები , საშუალო მსროლელები და სპორტის ოსტატები ერთნაირი პოპულარობით და რაც მთავარია წარმატებით სარგებლობენ ამ მშვენიერი იტალიური თოფით. ასეთივე დიდი მოთხოვნილებაა ქვეყნებში, სადაც სასტენდო სროლის კულტურა მაღალ საფეხურზეა. ![]() ![]() რასაკვირველია მხოლოდ ჩაკეტვის მექანიზმი ვერ გახდის კონკრეტულ მოდელს ფართო გავრცელების საგნად, მზარდი პოპულარობა დამოკიდებულია თოფის შემადგენელი ელემენტების მაღალ ხარისხზე, რაშიც შედის: მასალის ხარისხი და დამუშავების სისუფთავე...ყველაზე მთავარი კი თოფის რესურსი. ლულები როგორც ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ყურადღების საგანი ![]() ზოლის ლულები ყოველთვის მონობლოკებია. ![]() ლულის შიდა დიამეტრი 18.5 მმ რაც იტალიური სტანდარტით ცოტა დიდია (18.5მმ) მაგრამ მრავალი მეიარაღის აზრით , უკუცემისთვის სასურველი. უფრო მეტიც ზოგიერთი მსროლელი უპირატესობას ანიჭებს 18,7 -ს იმავე არგუმენტის გათვალისწინებით. სავაზნე გაბურღულია 76მმ ვაზნაზე. სამიზნე თამასა ვენტილირებადი. 11 მმ სიგანის . პროფესიონალებიდან ზოგის თქმით ზედმეტად განიერია. ![]() ![]() ლულის სიგრძე კრონოსისათვის 76 სმ-ია . თუმცა საცალო თოფებზე გვხდება 81 სმ-იც. სალულე შევიწროებები და გაფართოებები ჩასახრახნია. კომპლექტაციაში შედის 5 ჩოკი. 12 კალიბრის თოფის წონა 76 სმ ლულებზე ზუსტად 1480-ია. მკაცრად. სასხლეტ დამცემი მექანიზმი , ერთ სასხლეტიანი. დამონტაჟებულია ცალკე პლათფორმაზე. მიეკუთვნება სწრაფად მოხსნადი სასხლეტ დამცემი მექანიზმების ტიპს. ასეთი სდმ-ის დადებით მხარეებზე საუბრისთვის არ ჩევჩერდეთ ყველასთვის კარგად გასაგებია. ![]() რაც შეეხება სდმ -ს ის მცირედი კორექტივებითაა დამზადებული: კერძოდ კი არ მიეკუთვნება ხელით მოსახსნელ სდმ-ებს. არამედ ინსტრუმეტით დახმარებით სრულდება ეს მარტივი და ხანმოკლე ოპერაცია. მიზეზი, უფრო მეტი უსაფრთხოება. საბრძოლო ზამბარები სპირალური კოსნტრუქციის. ![]() დამცველი არაავტომატური. ორივე ლულაზე ნებისმიერი თანმიმდევრობით გადასართავით. კონდახი და ტიპჟირი , საშუალო ხარისხის კაკლისგან კეთდება. იშვიათ შემთხვევაში უმაღლესი კატეგორიის საკონდახე მასალა გამოიყენება. კონდახის კონსტრუქცია სპორტინგის სტილშია სესრულები. ზოგ სემთხვევაში გააჩნია კონდახის ზურგის სარეგულირებელი. ![]() ![]() გრავირება მინიმალური. ან საერთოდ მის გარეშე. ფაქტიურად მხოლოდ კალაპოტზე ოქროს მავთულით დატანებული წარწერა "კრონოსი". თოფის პოპულარობის მიზეზი მგონი ყველასათვის გასაგებია. "კრონოსი" არის მაღალი სიმტკიცის და საკმაო რესურსის სპორტული თოფი. ძნელას გარჩევადი პერაცის ფირმის ბოკფლინტებისაგან . მაღალი ხარისხის ნაწილებით. ლულების მაღალი ხარისხის დამუშავებითა და ფოლადით. რაც მთავარია "კრონოსის" ფასი 2-3 ჯერ ნაკლებია წამყვანი ფირმების სპორტული თოფების ფასსზე. ![]() ფასი: დაახლოებით 3500 ევროდან. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 240 რეგისტრ.: 8-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
PREDATOR
ახალციხელი იტოგში ასეთი თემაა რაც შეეხება თოფს მე ადრე შევქმენი ეს თემა ბაზიერზე მერე რატომღაც დაიხურა და აქ კრონოსის თემაში ავსახე ფოტოები Z sport არის კრონოსის მომდევნო მოდელი რომელიც 2007 წლიდან გამოდის რო ვთქვა რო თოფი კარგია ეგ იმას ნიშნავს რომ არაფერი არ თქვა მზგავსი დამუშავება დეტალების მე არ მინახავს შიდა მექანიზმი იმდენად მაგრად არის დამუშავებული როგორც კალაპოტი ასევე ლულის მხარე იჟექტორები რო მე არ მინახავს სხვა თოფზე რაც შეეხება წონას კონკრეტულად ჩემი ეგზემპლიარი არის ზუსტად 3.5 კგ და არცერთი გრამი მეტი ასევე ბალანსი აქვს ზუსტად ბოლტზე თოფი იმდენად არის დაბალანსებული რომ წონა არ იგრძნობა ნუ მაჯდება რაღაც სასჭაულად ეხლა რაც შეეხება გაბურღულობას - არის კონუსური ტიპის 18.5 დიამეტრის ზოლის საიტზე არის ანოტაცია და გრაფიკული გამოსახულება Z sport -ის მიერ საფანტის გაშლის შესახებ რაც უწერია მონაცემებში რომ ანაწილებს ზუსტად თანამბრად არა არა დაჯგუფება ცენტრისკენ და არის ერთნაერად ყველგან მაგის შემოწმება მინდოდა და გავოცდი რომ ვნახე რაც უწერია 100% ვეთანხმები ვისროლე რამოდენიმე ვაზნა ორი ცალი 28 გრამიანი N9 bugatti და ორი ცალი 7,5 მელიორი 36 გრამიანი 35 მეტრიდან 20 მეტრიდან და 12 მერტიდან შევიწროება იყო ზოგგან 0,75 და ზოგგან skeet შედეგი იყო ზუსტი თანაბარი განაწილება ყველა შემთხვევაში ცენტრში დაჯგუფების გარეშე ეგ გვაძლევს შაშუალებას რომ პერიფერიული საფანტითაც გავტეხოთ თეფში აბ ავიყანოთ ფრინველი, რაც შეეხება ჩამკეტებს უწერიათ რომ Boss - ის ტიპისაა ზემოთ მაქვს მე მაგაზე საუბარი რომ კლასიკურ ბოსს გავს მაგრამ boss woodward -ს არა! woodward -ს უკანა განტვირთვის ეშვები აქვს ამას კი უკან ბრაუნინგის ტიპის ორი ფეხი მაგრამ მასიური კალაპოტი და ძაან საიმედო ჩამკეტი მექანიზმი! ჩოკებს აქვთ ტიტანის გარსის ზედაპირი , რაც შეეხება სასხლეტ დამცემ მექანიზმს ის არის სწრაფად მოხსნადი და ძაან დახვეწილი რბილი და კომფორტული, სროლის დროს უკუცემა საერთოდ არ იგრძნობა, თოფი ზაან მანევრირებადია ძაან კომფორტული და მოსახერხებელი რაც შეეხება საიმედოობას 100 000 გასროლა ეგ არის ყველაზე მცირე და მინიმალური რესურსი რემონტის ჩატარების გარეშე ისე საშუალოდ თოფმა უნდა დაძლიოს 300 000 ბარიერი მითუმეტეს მოყვება რემკომპლექტი რომლის შეცვლის შემდეგ ისევ თამამად შეიძლება საიმედო სროლა ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Tarxana: Dec 24 2015, 09:00 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 02:50 |