ნადირობა იხვზე და ქათამზე 2015-2016 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობა იხვზე და ქათამზე 2015-2016 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. წელს საუკეთესო ნადირობის სეზონი მაქვს. ეს ბოლო სამი წელია ტრადიციად ვაქციე 31 დეკემბერს ნადირობა. ამ ჯერზე ქათამზე წავედით სანადიროდ მე, ვანო და ხვიჩა. ქათამი იყო ნორმალურად. "ნახევარი ძალით" ვინადირეთ შემდეგ კი მივუსხედით ვერხვის ძირში და ღორის მწვადები ავაშიშხინეთ. ქეიფიც მსუბუქად ჩავატარეთ რადგან საღამოს გველოდა ძირითადი დატვირთვა.
ესეც 2015 წლის 31 დეკემბრის სურათები. ![]() ![]() ![]() ![]() ეს იყო პირველი ქათამი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასე გემრიელი ნადირობა და სუფრა გამოგვივიდა წინასაახალწლოდ. საფერავით ვადღეგრძელეთ ახალი წლის მობრძანები , წასული და ცოცხალი მონადირეები... და გამოვწიეთ სახლებში. პირველ და ორ იანვარს ხარკი მოვუხადე ახალ წელს და არამონადირე მეგობრებს და ნათესავებს. 3 იანვარს კი ისევ გავწიეთ მონადირეებმა სანადიროდ რათა გამოგვეცადა ახალი, 2016 წლის იღბალი. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
საახალწლოდ იმხელა თოვლი მოვიდა რომ 3 იანვარს გვეეჭვებოდა შევძლებდით თუ არა თოვლში სიარულს. მაინც წავედით და როგორც ხვიჩამ აღნიშნა მეკვლეები ვიყავით, რადგან არანაირი კვალი არ იყო თოვლზე და პირველები ჩვენ ვიყავით ვინც იქ გაიარა. მანქანის უკან თოვლის ბუქი დგებოდა ეს დალოცვილი ტოიოტა კი კვიცივით მიჭიხვინებდა გაუკვალავ თოვლში
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() საღამო კი განსაკუთრებულად ლამაზი და საინტერესო გამოვიდა. აქაც ცოტას დავწერ ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებზე ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th September 2025 - 14:05 |