ნადირობა იხვზე და ქათამზე 2015-2016 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ნადირობა იხვზე და ქათამზე 2015-2016
უიარაღო
პოსტი Jan 4 2016, 09:54
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. წელს საუკეთესო ნადირობის სეზონი მაქვს. ეს ბოლო სამი წელია ტრადიციად ვაქციე 31 დეკემბერს ნადირობა. ამ ჯერზე ქათამზე წავედით სანადიროდ მე, ვანო და ხვიჩა. ქათამი იყო ნორმალურად. "ნახევარი ძალით" ვინადირეთ შემდეგ კი მივუსხედით ვერხვის ძირში და ღორის მწვადები ავაშიშხინეთ. ქეიფიც მსუბუქად ჩავატარეთ რადგან საღამოს გველოდა ძირითადი დატვირთვა.
ესეც 2015 წლის 31 დეკემბრის სურათები.




ეს იყო პირველი ქათამი






ასე გემრიელი ნადირობა და სუფრა გამოგვივიდა წინასაახალწლოდ. საფერავით ვადღეგრძელეთ ახალი წლის მობრძანები , წასული და ცოცხალი მონადირეები... და გამოვწიეთ სახლებში. პირველ და ორ იანვარს ხარკი მოვუხადე ახალ წელს და არამონადირე მეგობრებს და ნათესავებს. 3 იანვარს კი ისევ გავწიეთ მონადირეებმა სანადიროდ რათა გამოგვეცადა ახალი, 2016 წლის იღბალი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
უიარაღო
პოსტი Jan 4 2016, 10:31
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



საღამოც ულამაზესი გამოგვივიდა, ტკბილ და მურაბა ხალხთან ერთად სუფრას ალამაზებდა იხვი შემწვარი და იხვის ჩახოხბილი და ჩემი ექსპერიმენტი ტყის ქათამი შქმერულად. ვინაიდან რამოდენიმე ფრონტზე მიწევდა ბრძოლა D.gif (რამოდენიმე ქვაბთან და ტაფასთან ერთდროულად) მაიონეზი შქმერულისთვის კარგად ვერ გავხსენი წყალში და ერთგვაროვანი მასა ვერ მივიღე , თუმცა ამას გემოზე დიდად არ უმოქმედია, ისეთი გამოვიდა თითებს ჩაიკვნეტდა კაცი.
ტყის ქათამი შქმერულად

იხვი შემწვარი (ჯერ ვადუღე 15 წუთი და შედეგ შევწვი აერღუმელში)

იხვის ჩახოხბილი ბლომად ხახვში, ახალი ქინძით და მწარე წიწაკით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 21:14