მცირე რეპორტების ნაკრები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მცირე რეპორტების ნაკრები
ჯეკო
პოსტი Jan 4 2016, 22:45
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



ცოტა ფორუმს გამოვაცოცხლებ და რამოდენიმე პატარ-პატარა რეპორტებს გავაერთიანებ თავის ფოტოებითურთ.

აწ განვლილი წლის 18 დეკემბერს გადავწყვიტე ახლად შენაძენი ,,ata venza" გამომეცადა და გაჩიანის მახლობლად, მტკვრის ჭალებში გავედით, ტყის ქათამზე, მე და ჩემი მეგობარი .
თბილი და მზიანი ამინდის მიუხედავად 2 ცალი ფრინველი ვნახეთ, 1 ცალი ნაბულიდან მე ავიღე, მეორე გავუშვით, ნებით არა, უნებლიეთ D.gif აი ასე მოვნათლე ჩემი ვენზა.
ესეც რამოდენიმე ფოტო.

წყალქვეშ გაყინული შემოდგომა.


ესეც ბატონი ბენჟამინი ნანადირევთან.



შემდეგი რეპორტი დღევანდელი დღის გახლავთ. ისევ იგივე ადგილებში გავედი იმ იმედით, რომ ქათამი იქნებოდა, მიუხედავად შესაფერისი ამინდისა კარგი საქათმე ადგილებისა ვერ ვნახე ეს დალოცვილი ფრინველი და გდავწყვითე საღამოს პერელიოტზე დავმდგარიყავი იხვზე. საბედნიეროდ იხვმა იმოძრავა კარგად. ორიცალი ავიყვანე.

განწყობა საქათმე! ჩაცმულობა საქათმე! ადგილი საქათმე! მაგრამ დავრჩი თეთრი პერანგისამარა D.gif

ხოდა გამოვეწყვე საიხვედ და იხვმაც არდააყოვნა.
ეს პირველი ჩეროკი

ესეც მეორე დედალი კრიაკვა.


წარმატებულ ნადირობას გისურვებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჯეკო
პოსტი Jan 8 2016, 22:20
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



დღევანდელ პერელიოტზცე გეტყვით ორ სიტყვას.
საღამოს გავედი გარდაბნის ტერიტორიაზე. ადგილზე რომ მივედი დამხვდა 2 უცხო მონადირე მაგრამ მეც იქვე შორი ახლოს დავდექი, დაიწყო პერელიოტიც და შემოვიდა იხვიც მაგრამ მხოლოდ ერთი იხვის მონადირება მოვასწარი რადგან ძალიან ბნელი ღამე იყ და საერთოდ არ იყო მხედველობა. არადა თავზე დამტრიალებდნენ გუნდები და ვერ ვესროდი. იმ იცხოებმაც ისროლეს 4 ვაზნა მაგრამ ერთი იხვის მეტი ვერც იმათმა აიღეს, მე მაინც კმაყოფილი დავრჩი.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 02:35