იხვი 2015-2016 წ. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იხვი 2015-2016 წ. |
![]()
პოსტი
#1
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 304 რეგისტრ.: 25-December 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
Dღეს გავედი იხვზე მტკვრის ხეობაში რუსთავისკენ ვიფიქრე მოვსინჯავთქო ღამით მდინარეზე ჩავლისას სანამ შეგულებულ საფარში მივიდოდი სამი ხარაზული ამიფრინდა ლანდები გავარჩიე ერთი დედალი იყო ყიყინით ავიდა იმედი მომეცა რო გადაფრენას გააკეთებდა იხვი მაგრამ იმისგარდა აღარაფერი მინახია თერთმეტსაათამდე ვიყურყუტე. Uკან დაბრუნებისას ბუჩქნარით წამოვედი რავი იქნებ ტყისქათამი იყოსთქო და ის დალოცვილი იმნაირი წარმოუდგენელი ადგილიდან ამიფრინდა ვერაფერი მოვასწარი, ისეთი ლამაზი იყო რო ამისნახვად ღირდა დღევანდელი გასვლა.
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გუშინ გვქონდა მაგარი გასვლა იხვზე. მოვიარეთ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია მდინარე ხრამზე. 4 კაცი ვიყავით 3 ძაღლით, შედეგი 0 იხვი. წამოვედით იმედ-გაცრუებულები კუმისზე. ზოოვეტის მხრიდან ავედით და მარჯვენა მხარეს კამიშებიანს გავყევით. ვერ ვიყავით კარგად ჩაცმულები და მაგრად დავსველდით ყველა. შედეგი კვლავ 0 იხვი.
მოვაღწიეთ მანქანამდე და წამოვედით სახლისკენ. ადმინისტრაციასთან, მაღლობზე წითელი აგურის დანგრეული შენობაა როა, საპერელიოტე, იქიდან დავინახეთ იხვების 3 დიდი გუნდი, ჯამში ალბათ 2000 ფრთა მაინც იქნებოდა. ბოლო იმედიღა იყო და გადავწყვიტეთ დავჩენელიყავით . ეს იხვი, ჩვენს მხარეს, ნაპითან იყო ახლოს და ვფიქრობდით მტკვირსკენ გააკეთებს გადავრენასთქო. სადღაც 2 საათი მოგვიწევდა ლოდინი და სველები, მანქანის ფეჩის იმედზე დავრჩით. ხალხი მოგროვდა უამრავი. ალბათ ჯამში 100 კაცი მაინც იქნებოდა. ჩვენ, დაღლილები, ცოტა მოთენთილები და სველები ვზივართ მანქანში და ველოდებით შებინდებას. თითქმის უკვე ბინდდებოდა,რომ ერთმა ,,დედამიქინძილმა'' დაიჭირდა 45 გრადუსით თოფი და გაისროლა. თავზე დააყარა იხვს საფანტი. აიწია ეს იხვი და გადაჯდა თითქმის მეორე ნაპირზე. გაგიჟებულმა რო ვკითხეთ რა ქენითქო, მაინტერესებდა იხვი იჯდა თუ ბაკლანიო, ტყუილად რომ არ დავლოდებოდიო. მოკლედ, ძლივს შევიკავეთ თავი, თორემ იქ ძალიან ცუდი ამბავი მოხდებოდა, მაგრამ მივხვდით რომ აზრიც არ ქონდა ,,ხესთან'' ლაპარაკს და დავანებეთ თავი. მაინც დავრჩით, ნახევარი საათი აღარაფერს გვიწყვეტდა, მაგრამ 1 ცალიც არ გადმოსულა ჩვენსკენ. თელეთის მხრიდან კი იყო ბაგაბუგი. მოკლედ,წამოვედით ესე სველები და ,,მურაბის ბანკაში ჩაჯ----ები'', მაგრამ მუხლგაშლილები ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია jaba_gugesha: Jan 25 2016, 15:00 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2025 - 05:55 |