minchanin-ის სახელოსნოში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
minchanin-ის სახელოსნოში |
Sep 30 2012, 12:32
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
როგოც იქნა მოვათავე ჩემი სახელოსნოს გაწყობა. მართალია გზა და გზა კიდევ ბევრი ხელსაწყოებისა და დანადგარების დამატება დაჭირდება, მაგრამ ჩემი საქმიანობის დასაწყებად ესეც საკმარისია. ![]() ![]() ![]() სამუშაო მაგიდა და საფრეზი ჩარხი ![]() სალესი, სახარატო და საბურღი ჩარხები ![]() შესადუღი MIG/MAG-ი აპარატი (კემპი) ![]() ჟანგბადისა და პროპანის ნაერთით შესადუღი აპარატი ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (1) ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (2) ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (3) ![]() სარემონტო ორმო მოწყობილია ე.წ. ''რაზვალ-სხაჟდენიის'' გასასწორებლად. დანადგარი СКО-1М (ბელორუსია) ![]() სარემონტო ორმოში მარჯვენა ჩასასვლელი ![]() სარემონტო ორმო გახსნილ მდგომარეობაში. სარემონტო იძლევა საშუალებას დავიწყო ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება და არამარტო გაზის ზამბარების, არამედ სხვაგვარი სამუშაოების განხორციელებაც. |
|
|
|
![]() |
Feb 20 2016, 19:47
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯობათ.
თემის გამოცოცხლების მიზნით მინდა ერთი ინფო შემოგთავაზოთ. ერთი კარგი ადამიანისგან მივიღე საჩუქრად ეს შაშხანა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() არის გდრ-ის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) წარმოების ZUHL 3.121, HAENEL.Kal. 4,5mm. გამოშვების წელი უცნობია. საერთოდ როგორც ვიცი ამ იარაღს აწარმოებდნენ სამოციანი წლებიდან სამოცდაათიანი წლების დასაწყისამდე. შემდეგ ის იქნა მოდერნიზირებული. კერძოდ მოდერნიზაცია განიცადა კომპრესორის კორპუსმა. და მას ექნა მინიჭებული მოდელი 312. სხვა განსხვავება მათ შორის მე ვერ შევამჩნიე. ამ მოდელს აწარმოებდნენ 80 -იანი წლების დასწყისამდე. კომპრესორის მოდერნიზაცია მდგომარეობს იმაში, რომ თუ მოდელ. 3.121 -ში კომპრესორის კორპუსი მის ძირთან შეერთებულია ხრახნით (რომელიც შედარებით ნაკლებად მედეგია ხმარებაში), მოდელ 312 -ში კომპრესორის კორპუსი შემოტვიფრულია (2 ადგილას) კომპრესორის ფსკერზე. ეს კონსტრუკცია გაცილებით მედეგია. და მე არ შემხვედრია, და, არც გამიგონია, რომ ამ შეერთებას ეღალატოს. დანარჩენში კი როგორც ვახსენე, ეს ორი მოდელი აბსოლუტურად იდენტურია. შაშხანა იწარმოებოდა სპორტული შეჯიბრებების მიზნით. აღსანიშნავია, რომ გარკვეული კონსტრუკციული მსგავსება აქვს ANSHUTZ TARGET RIFLE-თან. ეს იყო ჩემი პირველი სპორტული იარაღი, რითაც მე დავიწყე, მინსკის ДОСААФ-ში ვარჯიში ტყვიის სპორტულ სროლაში. შემდეგ იყო მცირეკალიბრიანი საშხანა ტოზ-12. შემდეგ კი 5,6 მმ. კალიბრის პისტოლეტი „მარგოლინი“. და სპორტული ტყვიის სროლა დავამთავრე სპორტის ოსტატის კანდიდატის წოდებით. ჰო, და ნოსტალგია წარსულზე ყოველთვის მქონდა. და როდესაც ეს იარაღი მივიღე ძალიან გამეხარდა, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო არა მუშა მდგომარეობაში. ნაწილებიც აკლდა. მაგრამ რაც მთავარია იყო ძირითადი ნაწილები. დანარჩენი კი... ბოლოს და ბოლოს რისი მეიარაღე ვარ. ნელ ნელა დავიწყე მისი გაცოცხლება. ცოტა გამიჭირდა ზემოთ ხსენებული კომპრესორის აღდგენა. ის გატეხილი იყო სწორედ იმ ადგილზე, სადაც ხრახნით კომპესორის ძირს უერთდება. ვცადე აღდგენა. მაგრამ არ გაამართლა. მომიწია ახალი კორპუსის გაკეთება. ვიტყვი, რომ არც თუ ისე იოლი საქმე გამოდგა. მაგრამ ბოლოს მაინც გავაკეთე. თუმცა დღენახევარი შევალიე. შევცვალე დგუშის მანჟეტი. ქარხნულზე ქეჩის (ტყავის) მანჟეტი აყენია. რაც ჰერმეტულობაში მოიკოჭლებს. გადავიყვანე სილიკონის მანჟეტზე. ჰერმეტულობა აბსოლუტურია. როდესაც დგუში შევკუმშე 20 წამი ველოდე, შემდეგ დგუშს ხელი ავუშვი. და ის შიგნით არსებული წნევისგან უკან დაბრუნდა. ჩავთვალე რომ მიზანი მიღწეულია. სამწუხაროდ საშხანას არ გააჩნდა წინა და უკანა (დიოპტრული) სამიზნეები. მე მასზე მოვარგე ტოზ-12 -ის დიოპტრული სამიზნეები. ვფიქრობ ცუდად არ გამოვიდა. გავუკეთე ვარანენიე ჩემებურად. ავაწყვე. და გავტესტე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ვფიქრობ რეზულტატი კარგია. მით უმეტეს რომ სათვალეებს ვხმარობ. გავქრონე. 0,51 გრამიანი ტყვიებით აჩვენა 212 -დან - 214 მეტრ.წამამდე. ვფიქრობ რომ ეს მეტიცაა, ვიდრე მოველოდი. რადგან თუ დავუჯერებთ ინტერნეტ წყაროებს მისი ტყვიის საწყისი სიჩქარე 125 მეტრ.წამი უნდა იყოს. დიზელსაც ვერ დავაბრალებ, მიუხედავად იმისა რომ ცოტაოდენ კვამლს იძლევა. მაგრამ ტყვიის საწყისი სიჩქარის განმეორადობა მაკვირვებს. დიზელის დროს ეს ცვალებადობა პლიუს-მინუს 20-30 მეტრ.წამია. აქ კი პლიუს-მინუს 1 მეტრ.წამია. მით უმეტეს, რომ ას ტყვიამდე გავისროლე. ნუ... ცოტაოდენ ვიხმარ. მერე ისევ გავქრონავ. რა თქმა უნდა ეს არა არის სანადირო პნევმატიკა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალა საკმარისია მცირე ზომის ფრინველის მოსაპოვებლად. ჩემთვის ეს არის , რომ იტყვიან „დლია დუში“. |
|
|
|
minchanin minchanin-ის სახელოსნოში Sep 30 2012, 12:32
minchanin ნელნელა ვიწყებ ძვე... Sep 30 2012, 15:09
minchanin კიდევ ერთი დამატებ... Sep 30 2012, 15:17
ჩელე minchanin
კეთილი იყოს თქ... Sep 30 2012, 17:39
minchanin ჩელე,
მეც ვიმედოვნ... Sep 30 2012, 17:52
LeoTaso მაყუჩებს (გლუშიტელ... Sep 30 2012, 18:50
minchanin LeoTaso
არა, ჯერ-ჯერობით... Oct 1 2012, 09:23
minchanin გამარჯობათ. მოვახდ... Jul 1 2013, 21:17
HUNTER FREDY minchanin
"ზავიხრენ... Jul 1 2013, 21:28
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 1st July... Jul 2 2013, 21:56
HUNTER FREDY გასაგებია ისე კი კ... Jul 2 2013, 22:04
amirani123 გამარჯობათ მაქვს ს... Feb 4 2015, 13:39
minchanin ციტატა(amirani123 @ 4th February ... Feb 4 2015, 21:24
amirani123 მადლობთ Feb 5 2015, 15:32
minchanin ორიოდე დღის წინ და... Apr 21 2015, 17:47
minchanin აი სურათებიც ჩემი ... Apr 25 2015, 21:27
minchanin დღეს, როგორც იქნა ვ... May 25 2015, 16:27
minchanin ციტატა(minchanin @ May 25 2015, 1... May 25 2015, 16:35
minchanin მოგესალმებით.
ნადი... Apr 3 2016, 12:06
ძირულა გამარჯობა.
თქვენთა... Apr 3 2016, 12:29
Davitus minchanin
საინატერესოა, ... Apr 3 2016, 16:28
andria გამარჯობაათ კისტი... May 7 2016, 07:30
minchanin ბოდიშს ვიხდი, რომ ა... May 8 2016, 22:56
minchanin გამარჯობათ. თემის ... Aug 7 2016, 19:49
minchanin https://www.youtube.com/watch?v=dz28VkSTsz8 Oct 16 2016, 19:32
Davitus minchanin
მშვენიერია სო... Oct 16 2016, 23:39
koba1973 minchanin
შესანიშნავია. Oct 17 2016, 06:00
assassin29 ქართულად არ სჯობს? Oct 17 2016, 13:39
minchanin ციტატა(assassin29 @ Oct 17 2016, ... Oct 17 2016, 15:14
minchanin გამარჯობათ მეგობრ... Nov 29 2018, 13:57
minchanin გამარჯობათ მეგობრ... Jan 27 2019, 21:50
minchanin გამარჯობათ მეგობრ... May 11 2019, 20:53
ჭალიმგელა საინტერესოა May 11 2019, 21:51
minchanin გაზის ზამბარის (ნი... Oct 22 2019, 13:18
minchanin ვისაც ჩხირკედელაო... Sep 21 2020, 21:23![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 17:22 |