minchanin-ის სახელოსნოში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
minchanin-ის სახელოსნოში |
Sep 30 2012, 12:32
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
როგოც იქნა მოვათავე ჩემი სახელოსნოს გაწყობა. მართალია გზა და გზა კიდევ ბევრი ხელსაწყოებისა და დანადგარების დამატება დაჭირდება, მაგრამ ჩემი საქმიანობის დასაწყებად ესეც საკმარისია. ![]() ![]() ![]() სამუშაო მაგიდა და საფრეზი ჩარხი ![]() სალესი, სახარატო და საბურღი ჩარხები ![]() შესადუღი MIG/MAG-ი აპარატი (კემპი) ![]() ჟანგბადისა და პროპანის ნაერთით შესადუღი აპარატი ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (1) ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (2) ![]() სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (3) ![]() სარემონტო ორმო მოწყობილია ე.წ. ''რაზვალ-სხაჟდენიის'' გასასწორებლად. დანადგარი СКО-1М (ბელორუსია) ![]() სარემონტო ორმოში მარჯვენა ჩასასვლელი ![]() სარემონტო ორმო გახსნილ მდგომარეობაში. სარემონტო იძლევა საშუალებას დავიწყო ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება და არამარტო გაზის ზამბარების, არამედ სხვაგვარი სამუშაოების განხორციელებაც. |
|
|
|
![]() |
Apr 3 2016, 12:06
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით.
ნადირობის სეზონი დამთავრდა, და, საიტზე აქტიურობამ მოიკლო. განსაკუთრებით პნევმატიკის თემაში. ამიტომ შემოგთავაზებთ ერთ პატარა სიახლეს პნევმატიკის მოყვარულთათვის. დღეს დავამთავრე ჩემი კონსტრუკციის მულტიკომპრესორის (რომელსაც შევარქვი ჩემი სახელი, ანუ "მინჩანინის მულტიკომპრესორი") პირველი გამოცდა. მულტიკომპრესორი არის მექანიკური ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ზამბარ დგუშიან პნევმატიკაში ზამბარის მაგივრად. მისი მოქმედების პრინციპი მულტიკომპრესიული პნევმატიკის პრინციპის ანალოგიურია. ანუ, ზამბარ დგუშიან პნევმატურ შაშხანაში ხდება მისი (მულტიკომპრესორის) ჩაყენება არსებული ზამბარის მაგივრად. ლულის, ან ფალშ ლულის მოძრაობით მულტი კომპრესიული პნევმატიკის ანალოგიურად ხდება ჰაერის ჩატუმბვა მიკრო რეზერვუარში. და, შემდეგ სასხლეტის გამოკვრით მიღებული მაღალი წნევის ჰაერის სწრაფი გამოშვება ლულაში არსებული ჭურვის მიმართულებით. რაც თავის მხრივ იწვევს ჭურვის გატყორცნას. ანუ ხსენებული მულტიკომპრესორის მეშვეობით ჩვეულებრივი ზამბარ დგუშიანი პნევმატური თოფი გადაიქცევა მულტიკომპრესიულ თოფად. სადაც თვითონ მსროლელი არეგულირებს ტყვიის საწყის სიჩქარეს. უფრო ღრმად გაშიფრვას, თუ რა არის მულტი კომპრესიული სისტემები ვფიქრობ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ჩემი მულტიკომპრესორის ყველა კვანძმა ნორმალურად იმუშავა. ტყვიის საწყისი სიჩქარე 125 მეტრ/წამი იყო. მართალია პნევმატიკის მოყვარულებისთვის ეს სიჩქარე ძალიან დაბალია, მაგრამ ეს კონსტრუკციის შემდგომი დახვეწის საგანია. რაიმე დიდ მიღწევებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რადგან საჭიროა,როგორც ვახსენე კონსტრუკციის დახვეწა, მისი წარმოების ტექნოლოგიურობა, და, რა თქმა უნდა გამოცდა შრომისუნარიანობაზე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
|
minchanin minchanin-ის სახელოსნოში Sep 30 2012, 12:32
minchanin ნელნელა ვიწყებ ძვე... Sep 30 2012, 15:09
minchanin კიდევ ერთი დამატებ... Sep 30 2012, 15:17
ჩელე minchanin
კეთილი იყოს თქ... Sep 30 2012, 17:39
minchanin ჩელე,
მეც ვიმედოვნ... Sep 30 2012, 17:52
LeoTaso მაყუჩებს (გლუშიტელ... Sep 30 2012, 18:50
minchanin LeoTaso
არა, ჯერ-ჯერობით... Oct 1 2012, 09:23
minchanin გამარჯობათ. მოვახდ... Jul 1 2013, 21:17
HUNTER FREDY minchanin
"ზავიხრენ... Jul 1 2013, 21:28
minchanin ციტატა(irakli fofxadze @ 1st July... Jul 2 2013, 21:56
HUNTER FREDY გასაგებია ისე კი კ... Jul 2 2013, 22:04
amirani123 გამარჯობათ მაქვს ს... Feb 4 2015, 13:39
minchanin ციტატა(amirani123 @ 4th February ... Feb 4 2015, 21:24
amirani123 მადლობთ Feb 5 2015, 15:32
minchanin ორიოდე დღის წინ და... Apr 21 2015, 17:47
minchanin აი სურათებიც ჩემი ... Apr 25 2015, 21:27
minchanin დღეს, როგორც იქნა ვ... May 25 2015, 16:27
minchanin ციტატა(minchanin @ May 25 2015, 1... May 25 2015, 16:35
minchanin გამარჯობათ.
თემის ... Feb 20 2016, 19:47
ძირულა გამარჯობა.
თქვენთა... Apr 3 2016, 12:29
Davitus minchanin
საინატერესოა, ... Apr 3 2016, 16:28
andria გამარჯობაათ კისტი... May 7 2016, 07:30
minchanin ბოდიშს ვიხდი, რომ ა... May 8 2016, 22:56
minchanin გამარჯობათ. თემის ... Aug 7 2016, 19:49
minchanin https://www.youtube.com/watch?v=dz28VkSTsz8 Oct 16 2016, 19:32
Davitus minchanin
მშვენიერია სო... Oct 16 2016, 23:39
koba1973 minchanin
შესანიშნავია. Oct 17 2016, 06:00
assassin29 ქართულად არ სჯობს? Oct 17 2016, 13:39
minchanin ციტატა(assassin29 @ Oct 17 2016, ... Oct 17 2016, 15:14
minchanin გამარჯობათ მეგობრ... Nov 29 2018, 13:57
minchanin გამარჯობათ მეგობრ... Jan 27 2019, 21:50
minchanin გამარჯობათ მეგობრ... May 11 2019, 20:53
ჭალიმგელა საინტერესოა May 11 2019, 21:51
minchanin გაზის ზამბარის (ნი... Oct 22 2019, 13:18
minchanin ვისაც ჩხირკედელაო... Sep 21 2020, 21:23![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 17:17 |