სანამ კუდრღელსს მოვამზადებთ... - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სანამ კუდრღელსს მოვამზადებთ..., რჩევა კურდღლის ხორცის გემოვნური თვისების ასამაღლებლად
919
პოსტი Jul 29 2009, 21:40
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



კულინარიაც მიყვარს... newsmile091.gif
რაც კურდღელს შეეხება. პირველ რიგში, როგორც კი მოვინადირებთ
ყურცქვიტას ცერა თითი დავაჭიროთ მუცლის ქვედა ნაწილში და გამოვწუროთ
შარდი უკანასკნელ წვეთამდე.
იქვე გირჩევთ გაატყავოთ, დაცალოთ სისხლისგან მსხვილი სისხლძარღვების გადაკვეთით
(მაგ.: საძილე არტერიები და ქვედა კიდურების ვენები/არტერიები) შემდეგ გამოშიგნოთ
და თუ წინდახედული მზარეულიც ხართ, არ დაიშუროთ სვანური მარილი მუცლისა და გულმკერდის ღრუებში
ამოსათითხნად. იქვე თუ ჭინჭარიც მოიკრიფება ხომ მთლა უკეთესი! ისიც მუცელში ჩაუტენეთ.
რაც შიგნეულობას შეეხება - გულ/ღვიძლია მაგ ცხოველის დელიკატესი.

შემდეგ, გინდ არაჟანს მიეცი გინდ მაწონს და გინდ თეთრ ღვინოს ბურთი და მოედანი,
უკაცრავად - ძვალი და რბილი.

თოხლაობის სმაილიკი ვერ ვნახე ტო...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
koba1973
პოსტი Apr 19 2016, 06:20
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ამ დილაადრიან კინაღამ დამახრჩო ნერწყვმა და ერთი კარგი რეცეპტიც გამახსენდა: მოხარშულ კურდღელს წყალი გადაუწურეთ(არ გადაღვაროთ) ცოტა ცხიმი დაამატეთ და დაბრაწეთ ქვაბშივე. კარგად რომ დაიბრაწება, ხახვი ჩაამატეთ და მოშუშეთ ხორცთან ერთად. შემდეგ ისევ დაასხით გადაწურული წვენის ნაწილი და შეანელეთ მარილით და წიწაკით გემოვნებით. თითებს ჩაიკვნეტთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2025 - 07:02